• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართულის მინიმალური 15 ქულა ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ბავშვს საკუთარი სახელის და გვარის დაწერა არ შეუძლია – მანანა ნიკოლაიშვილი

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, განათლება და მეცნიერება, მთავარი მოვლენები
A A
ქართულის მინიმალური 15 ქულა ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ბავშვს საკუთარი სახელის და გვარის დაწერა არ შეუძლია – მანანა ნიკოლაიშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რამდენიმე დღის წინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია თითოეულ საგანზე რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური ბარიერი, რამდენმა აიღო მაქსიმალური ქულა და რომელ ვარიანტში.

იმის გასარკვევად, გაუმჯობესდა თუ არა ზოგადი განათლების ხარისხი და აბიტურიენტების მომზადების დონე 2024 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების იხედვით TIA.GE განათლების ექსპერტს მანანა ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა:

– 2005 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ საქართველოში ზარ-ზეიმი იწყება. წელსაც იგივეს ვხედავთ. მთავრობა და საკანონმდებლო ხელისუფლება ტაშს უკრავს იმას, რომ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა 95-მა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო ინგლისურ ენაში 1105-მა აბიტურიენტმა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო ინტერესების მიმართ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური და მტრული დამოკიდებულება. თუ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში უმაღლეს შეფასებას მხოლოდ 95 ბავშვი იღებს, რაც წლევანდელი აბიტურიენტების მთლიანი რაოდენობის 0,3 %-ია, გამოდის, რომ დანარჩენი 99,7%-ის ცოდნა  მინიმალური ან მინიმალურზე ცოტა მეტია და სახელმწიფო ენა, რომელსაც კონსტიტუცია იცავს, საფრთხეშია. მშობლიური ენის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დღეს არ დაწყებულა, წლებია გრძელდება და ამაზე  როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და მთლიანად, საზოგადოებას დაფიქრება მართებს. ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა როგორც გამსვლელი ქულების დაწევამ, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების შინაარსობრივმა გამარტივებამ და უცხო ენის, განსაკუთრებით ინგლისურის ტესტების გაძლიერებამ.

_ ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ქულების დაწევა რომელი წლიდან დაიწყო?

_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, სააკაშვილის დროს ტესტები ყოვეწლიურად რთულდებოდა და ამათმა პირიქით, გაამარტივეს. ახლა მინიმალური და მაქსიმალური ქულაც კატასტროფულად დაწეულია. მაგალითად, 2013 წელს ქართულის ტესტში მაქსიმალური ქულა 80 იყო, მინიმალური ანუ ზღვარი რომ გადაელახა და ჩაბარებულად ჩათვლილიყო, 21 ქულა ანუ 27% უნდა მიეღო. დღეს რა ხდება? ქართულში მაქსიმალური ქულა 60 -ია და მინიმალური 15 ისიც დამრგვალებით. გამოდის, რომ  მაქსიმალური ქულების რიცხვი 20 ქულით შემცირდა, ტესტის სირთულე და დავალებები კი 25%.  გამხელაც კი ერიდეებათ, რომ მინიმალური 15 ქულაა და 25% და უფრო  მეტიო –  ამბობენ. როგორ შეიძლება, რომ ქართულში მინიმალური ქულა 15 იყოს?  ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ბავშვს საკუთარი სახელის და გვარის დაწერა არ შეუძლია. ამ დროს ქართულ ენას და ლიტერატურას სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს, რომელსაც კონსტიტუცია იცავს და უნდა იცავდეს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, მაგრამ ეს არსად ჩანს.

გემახსოვრებათ, რომ 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში დიდი ცვლილებები განახორციელეს. სწორედ ამ დროს, ზოგადი უნარები ამოიღეს და ქართულის მაქსიმალური 80 ქულა 10 ქულით შეამცირეს ანუ 70 გახადეს. ამის შემდეგ უკან და უკან მივდივართ და დღეს მაქსიმალური ქულა 60 -ია. როცა მაქსიმალური ქულა ქვევით იწევს, ადვილი მისახვედრია, რომ ტესტის შინაარსი და მოცულობა მცირდება და მარტივდება. მაქსიმალური ქულის დაწევასთან ერთად იწევს მინიმალური ქულაც. მინიმალური 15 ქულა იმას ნიშნავს, რომ აბიტურიენტს წერა-კითხვა უჭირს.  ილია ჭავჭავაძე სულ წერდა, რომ ეროვნული ცნობიერება და ეროვნული თვითშეგნება ნულზეა დასული და ამ 32 წლის მანძილზე აგრესიულმა ფსევდოლიბერალიზმა საერთოდ გაანულა.

_ სხვა საგნებში როგორი მდგომარეობაა?

– ილია ვეკუას, ნიკო მუსხელიშვილის, ანდრია რაზმაძის და სხვა დიდი მათემატიკოსების ქვეყანაში, სადაც ოთხი ფიზიკა-მათემატიკური სკოლაა, ეროვნულ გამოცდებზე, მათემატიკაში უმაღლესი შეფასება მხოლოდ 29 აბიტურიენტმა მიიღო. აი, ასეთი მდგომარეობაა! ამასთან, მაქსიმალური ქულა სხვა საგნებთან შედარებით ყველაზე დაბალი – 51 იყო, მინიმალური -11. ადრე მათემატიკაში მაქსიმალური ქულა 59 იყო და ამას ვაპროტესტებდით, მომატებას ვითხოვდით და ამათმა კიდევ 8 ქულით ანუ 14% ით შეამცირეს. 11 ქულა თუ მიიღე, ანუ ტესტის 20% თუ გადალახე, მორჩა, მათემატიკა ჩაბარებული გაქვს. რომელ ახალ ტექნოლოგიებზე, ინფორმატიკაზე, ფინანსებზე და ეკონომიკაზეა საუბარი?

მათემატიკას მარტო საგანი კი არა, აზროვნების წესია. ამაზეა დამოკიდებული ადამიანი როგორ აზროვნებს, როგორ მუშაობს და გადაწყვეტილებებს როგორ იღებს.  ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს, თუმცა ჩვენთან ეს არავის აინტერესებს. 29 აბიტურიენტი საერთო რაოდენობის 0,1 %-ია.

რაც შეეხება უცხო ენას, 2016 წელს მაქსიმალური ქულა 100 იყო, 21 ქულა უნდა მიგეღო, რომ ზღვარი გადაგელახა, მაგრამ 2020 წელს ესეც შეამცირეს. მაქსიმალური 70 ქულაა, მინიმალური – 14.

ისტორიაში მაქსიმალური ქულა 80 იყო და დღეს 60 -ია, მინიმალური ქულა 15-ია. ქიმია-ფიზიკაში 2013 წელს მაქსიმალური ქულა იყო 75 და ახლა 63 -ია. რა თქმა უნდა, მინიმალური ბარიერიც შემცირებულია და 16 ქულაა. ერთადერთი, გეოგრაფია და ბიოლოგია არ შემცირებულა.

_ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ამ მიმართულებით მაინც თუ გვაქვს პროგრესი?

სტატია სრულად: 

ShareTweet

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

საინტერესო

შსს ფონიჭალაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ფონიჭალაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

12 years ago

ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონიან გრანტს ხელი მოეწერა

10 years ago
თენგიზ ცერცვაძე: მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპაში არა პირველ, არამედ 29-ე ადგილზე ვართ

იგეგმება „ფაიზერის“ შემოტანა, რაც საშუალებას მოგვცემს, 12 წლის ასაკის ზემოთ მოზარდებიც აიცრან – თენგიზ ცერცვაძე

5 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

13 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by