• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში თავის მოვლის საშუალებები არ კონტროლდება?!

11 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
საქართველოში თავის მოვლის საშუალებები არ კონტროლდება?!
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

21-ე საუკუნეში თავის მოვლა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადრე თუ ამ საკითხით გამორჩეულად ქალბატონები ინტერესდებოდნენ, დღეს, საბედნიეროდ, ეს მამაკაცებისთვისაც აქტუალური გახდა. ჩვენ ვცდლობთ, გამოვიყურებოდეთ კარგად, გავუფრთხილდეთ ჩვენს სხეულს, კანს და რაც შეიძლება დიდხანს შევუნარჩუნოთ მათ სილამაზე და სიცოცხლისუნარიანობა.

თავის მოვლა თუ ადამიანის პირადი არჩევანია, ჰიგიენური საშუალებების გამოყენება ნამდვილად აუცილებელია და მას არანაირი კავშირი არ აქვს განსაკუთრებულ სურვილთან.  ჩვენ ყველანი ვიყენებთ დასაბან საშუალებებს, შამპუნს, საპონს, კბილის პასტას  და თუ რატომ, ამას განმარტებაც არ სჭირდება.

თანამედროვე სამყაროში თავის მოვლისთვისა და ჰიგიენის დაცვისთვის  განკუთვნილი უამრავი პროცედურა თუ საშუალება არსებობს. ჩვენი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ბევრი მათგანით სარგებლობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა საქართველოს ბაზარზე ხელმსაწვდომ საშუალებებსაც მრავლად გვთავაზობენ. თითქმის არაფერი ქართული, ყველაფერი იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან.

Personal_Hygieneდიდია არჩევანი. ბევრი ფიქრის შემდეგ, თითქოს, იმას ვყიდულობთ, რაც გვსურს, მაგრამ მაინც ხშირია უკმაყოფილება და პრობლემებიც მრავალგვარია: თმის ცვენა და გაუხეშება, ქერტლი, კანის სიმშრალე თუ ცხიმიანობა, ალერგია – დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანის სამეგობროში მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ჩამოთვლილი საკითხები აწუხებს. იმედია, ეს თავად თქვენ არ ხართ.

ამ პრობლემების მუდმივად არსებობა გამოყენებული ჰიგიენური თუ თავის მოვლის საშუალებების ხარისხიანობასთან დაკავშირებთ ლოგიკურ ეჭვს აჩენს. აკონტროლებს ვინმე მათ გაყიდვას? არსებობს მონიტორინგის სამსახური, რომელიც ამ განხრით მუშაობს?– „თბილისი თაიმსი“ ამის გარკვევას შეეცადა. არსებული მდგომარეობა საკმაოდ საინტერესოა – აღმოჩნდა,რომ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი საშუალებების რეალიზაცია სრულიად არ კონტროლდება, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

იმის შესახებ, თუ როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის მაქსიმალურად სასარგებლო პროდუქცია და ზოგადად,  რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ ყოველდღიური ჰიგიენის დაცვის დროს,  ჩვენ ექიმ-დერმატოლოგ მარინა ინოზემცევას ვესაუბრეთ:

კოსმეტოლოგი

რა ტიპის თავის მოვლის საშუალებები უნდა გამოვიყენოთ?

– ამ კითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ტიპის კანი თუ თმა, რომელსაც სპეციფიური მოვლა სჭირდება.  დღეს აფთიაქებში ძალიან უხვად გვთავაზობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმოების პროდუქციას, რომელთაც კონკრეტული მიმართულებები აქვთ. თუ ვიცით, რომ ადამიანს ალეგრიული კანი აქვს, მან ანტიალერგიული კრემი უნდა გამოიყენოს. თითქმის ყველა მწარმოებელს აქვს ხაზი – მგრძნობიარე კანისთვის. მათ, ვისაც ძალიან მშრალი კანი აქვთ, დღის და ღამის დამატენიანებელს ვურჩევთ, 24 საათიანი კრემი მათთვის საკმარისი არაა. მშრალი ტიპის კანის მქონე ადამიანმა არ უნდა გამოიყენოს სპირტიანი ხსნარები და ლოსიონები – ისინი ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი. ასეთივე მიდგომაა თმისა თუ სხვა შემთხვევებშიც, მოვლის ყველანაირი საშუალება კონკრეტული ტიპის მიხედვით უნდა ავარჩიოთ.

რამდენად უსაფრთხო და სანდოა თავის მოვლის ის საშუალებები, რომელთაც საქართველოს ბაზარზე ვხვდებით?

 – ერთმნიშვნელოვნად ყველაზე უსაფრთხო საშუალებების ან შამპუნების დასახელება შეუძლებელია. მათ სანდოობაზე ზრუნვა აფთიაქის პირდაპირი კომპეტენციაა. წესით, მსგავს დაწესებულებაში შემოთავაზებული პროდუქტი მაქსიმალურად უსაფრთხოა. თუმცა, ჩვენთან თავის მოვლისა და ჰიგიენურ საშუალებებს მხოლოდ აფთიაქებში არ შევხდებით. ბაზრობებზე და მსგავს ადგილებში რომ პროდუქცია იყიდება, მათ ხარისხზე საუბარი ცოტა რთულია, არც მათი წარმოშობა ვიცით და არც არაფერი. სწორედ ამიტომ, ყველას ვთავაზობთ, რომ კანის, სხეულის მოვლისა თუ დასაბანი საშუალება შეიძინონ აფთიაქებში. იქ ყველაფერი  უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვადასხვა მაღაზიაში.

გსმენიათ თუ არა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც თავის მოვლის კონკრეტულმა საშუალებამ პაციანტის ჯანმრთელობას ავნო?

– ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება შეიძლება, ცოტა გადამეტებული ნათქვამია, მაგრამ ყოფილა პატარ-პატარა შემთხვევები. მაგალითად, პაციენტს კონკრეტული შამპუნის გამოყენებისგან გაუჩნდა ქერტლი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ახალი, მისთვის უფრო შესაფერისი საშუალების შერჩევა. ალერგიის შემთხვევებიც მრავლად დაფიქსირებულა. მაგალითად, პაციენტი სარგებლობს კრემით, კანი კი ალერგიულ პასუხს აძლევს. ასეთ დროს უკვე მკურნალობაა საჭირო, გავაქრობთ ალერგიას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენებს პაციენტი სხვა საშუალებას.

ძირითადად რა ტიპის საფრთხეა მოსალოდნელი ბაზარზე შემოთავაზებული პროდუქციის გამოყენებისას?

– ჩვენს ბაზარზე შეიძლება, შემოტანილი იყოს ფალსიფიცირებული პროდუქცია, ჩვენ ხომ ბოლომდე არ ვიცით რა ხდება. ასეთმა პროდუქციამ შეიძლება,  გამოიწვიოს ალერგია, ქავილი, აქერცვლა და ა.შ. უფრო დეტალურად საუბარი კონკრეტული შემთხვევების განხილვისას შეიძლება.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თავის მოვლის საშუალების შერჩევისას? როგორ მივხვდეთ, რომ ის უსაფრთხოა?

– კრემებს, შამპუნებს და თითქმის ყველაფერს დღეს გამოყოფილი აქვს სპეციალური ხაზები კანის ტიპის მიხედვით.  ჩვენ ყურადღება სწორედ ამას უნდა მივაქციოთ, შევიძინოთ ჩვენთვის შესაფერისი პროდუქტი. თუ  პაციენტმა თავისი კანის ტიპი არ იცის, დღეს ამის გამოკვლევა თითქმის ყველა აფთიაქში არსებობს.

რაც შეეხება ბავშვებს, მათთვის ძალიან სპეციფიური ჰიგიენური საშუალებებია საჭირო, ამ შემთხვევაში როგორია პროდუქციის არჩევანი და მოსალოდნელი საფრთხეები? რას მივაქციოთ ყურადღება?

– ყოფილა შემთხვევები, როცა მშობელს ესა თუ ის საშუალება გამოუყენებია და უთქვამს, რომ ბავშვს კანი გამოუშრა და აშ. მშობელი ამ დროს თავისი ნებით თუ ვინმეს რჩევით არჩევს ამ საშუალებას და ამაზე მეტი დაფიქრებაა საჭირო.  ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჰიგიენური საშუალება ბავშვის კანისა თუ თმის ტიპის მიხედვით შეირჩეს. ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ასეთი პროდუქცია აუცილებლად აფთიაქში უნდა შევიძინოთ.

როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს თავის მოვლისა თუ ჰიგიენური საშუალების შერჩევას, თუმცა მათი სანდოობის გარანტია ამ შემთხვევაშიც არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ აღნიშნული პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, თუმცა სად მიდის ან რა ემართება მას ამის შემდეგ – არა. „თბილისი თაიმსი“  სწორედ ამის გარკვევას შეეცადა.

პირველ რიგში, შემოსავლების სამსახურს მივმართე კითხვებით:

shemosavlebi21. ახორციელებთ თუ არა საქართველოში შემოსული ჰიგიენური საშუალებების (საპონი, შამპუნი, კრემი, დასაბანი და ბავშვის ჰიგიენური საშუალებები…) კონტროლს? არსებობს თუ არა სამსახური, რომელიც ადგენს კორკრეტული საშუალება უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის თუ არა? 

 2.     რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენური თუ თავისა და კანის მოვლის საშუალება, რომელიც მოხვდება საქართველოს ბაზარზე? რა საბუთი უნდა ახლდეს მას თან?

მათგან კი ეს პასუხი მივიღე: „გაცნობებთ, რომ არასაგადასახადო კუთხით რეგულირებადი საკითხები სცილდება ჩვენს კომპეტენციას.“

შესაძლოა, შემოსავლების სამსახური არ აკონტროლებს მათ ხარისხს, თუმცა გამორიცხულია, რომ იმპორტირებულმა პროდუქციამ ქვეყნის საზღვარი გარკვეული დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთოს. სხვას ვის ვკითხოთ ამ საბუთის შესახებ ან  ვისი კომპეტენციაა ამაზე პასუხის გაცემა, თუ არა მათი, არ ვიცი.

ჯანდაცვაშემდეგ ვიფიქრე, რომ შესაძლებელია, ჯანდაცვის სამინისტროში არსებობს რაიმე სამსახური, რომელიც ჰიგიენური თუ თავის მოვლის საშუალეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თუმცა აღმოჩნდა, რომ  აღნიშნულ პროდუქციასთან ჯანდაცვის სამინისტროსაც არანაირი კავშირი არ აქვს.

ძვირფასო მკითხველებო, დღეს თავის მოვლის საშუალებების კონტროლი თავად თქვენი პრეროგატივაა. არ იფიქროთ, რომ ყველაფერი სანდოა. კარგად დაფიქრდით, კარგად გადაამოწმეთ და მხოლოდ მას შემდეგ შეიძინეთ თუნდაც ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური საშუალებები. 

მოამზადა თეა ღვინაძემ

თეა ღვინაძე

 

Share7Tweet4

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

დადიანების სასახლე გაქურდეს

დადიანების სასახლე გაქურდეს

5 years ago

პარლამენტმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებულ ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭი უყარა

10 years ago
2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ პირველი აგვისტოდან დაიწყება

2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ პირველი აგვისტოდან დაიწყება

7 years ago
ოთო ფოლადაშვილი: მე ვიყავი ის, ვინც ბოტასებით დაიწყო ცეკვა

ოთო ფოლადაშვილი: მე ვიყავი ის, ვინც ბოტასებით დაიწყო ცეკვა

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by