• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დავით სერგეენკო: „გულსატკენია, რომ აბორტების თემას საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“

13 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
დავით სერგეენკო: „გულსატკენია, რომ აბორტების თემას საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

sergeenkoსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოსაზრებით, ექსპერტები, რომლებმაც პატრიარქს სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რეკომენდაცია მიაწოდეს , ალბათ ვალდებულები იყვნენ, საკითხში უფრო ღრმად ჩაეხედათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებით, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში რეალურად უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო წარმოჩენილი. დავით სერგეენკოს შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი აბორტის თემა იყო. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გულსატკენია, რომ აბორტების თემას საზოგადოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების რეაქცია იმაზე ნაკლებიც რომ ყოფილიყო, ვიდრე სუროგაციის თემას მოჰყვა, ეს საკითხი მნიშვნელოვანი იქნებოდა.

რაც შეეხება სუროგაციისა და ხელოვნური განაყოფიერების საკითხებს, მინისტრის განცხადებით, საზოგადოების ნაწილის რეაქცია ამაზე ერთგვარად მარგინალურია, თან  ადამიანების იმ ჯგუფისგან, რომელიც, მინისტრის მოსაზრებით,  საქმის სპეციფიკაში ჩახედული არ არიან.

როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ხელოვნური განაყოფიერება, ე.წ. ინ ვიტრო უკვე 36 წელია,  დანერგილია. მინისტრის ინფორმაციით, ტექნოლოგიის ავტორი რობერტ ედუარდსი 2010 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, მაგრამ მიუხედავად ასეთი მასშტაბური ტექნოლოგიისა და მეცნიერებაში უმაღლესი რანგის ჯილდოს მოპოვებისა, უშუალოდ ტექნოლოგიის ავტორიც კი სიცოცხლის ბოლო წლებამდე ტოვებდა უამრავ კითხვას. 

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ახლაც მიმდინარეობს დისკუსია სამედიცინო წრეებში აღნიშნულ ტექნოლოგიასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2010 წლის მდგომარეობით 4 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა აღნიშნული ტექნოლოგიით. პირველი ხელოვნური გზით განაყოფიერებული ბავშვი ქვეყანას 1978 წელს მოევლინა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღესაც სამეცნიერო წრეებში მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსია საფრთხეებზე, ხანგრძლივ შედეგებზე და არსებობს არამარტო რელიგიური, არამედ ბიოეთიკური საკითხი.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მსჯელობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება, თუმცა მიმდინარეობს ერთის ან რამდენიმეს განვითარება, ანუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედები იღუპება. დავით სერგეენკოს განცხადებით, არა მარტო რელიგიური, არამედ ბიოეთიკური თვალსაზრისითაც ეს არის თემა, რომელიც პრობლემატურად შეიძლება ჩაითვალოს და მას ღრმა და ექსპერტული ანალიზი სჭირდება. 

მინისტრი ვარაუდობს, რომ ექსპერტები, ვინც პატრიარქს საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაცია და ანალიზი მიაწოდეს, ალბათ, ვალდებულები იყვნენ, უფრო ღრმად ჩაეხედათ ამ საკითხში და ფაქიზი თემის უფრო დახვეწილი ანალიზი გაეკეთებინათ.

“ექსპერტებს, რომლებმაც ეს საკითხი მოამზადეს ეპისტოლესათვის, ალბათ უფრო ღრმა და დახვეწილი ანალიზი უნდა ჩაეტარებინათ ასეთ ფაქიზ საკითხზე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, სუროგაცია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
სუროგაციის თემას საქართველოს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში შეეხო.

“შეიძლება,  ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორე საშობაო ეპისტოლეშია აღნიშნული.

პატრიარქი ხელოვნურ განაყოფიერებას, სინჯარაში ჩასახული ბავშვებსა და სუროგაციას მძიმე ეთიკურ საკითხებად მოიხსენიებს და ოჯახის ღირებულებაზე საუბრობს.
“განა შეიძლება,  ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”, – აღნიშნულია  პატრიარქის საშობაო  ეპისტოლეში.

08.01.14

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026

საინტერესო

ნათია მეზვრიშვილი: „რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან“

ნათია მეზვრიშვილი: „რაც მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია, ამ კანონით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვნებს მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან“

8 years ago

გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენმა მოკავშირეებმა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები დააფასეს”

12 years ago
“დედამისს მიაყენა 40-ზე მეტი ჭრილობა…შენ მოკალიო რომ მეუბნებით, საშინელ მდგომარეობაში ვარ, უკან გავყვე, თუ რა გავაკეთო” –  სოფი ნურაშვილი

“დედამისს მიაყენა 40-ზე მეტი ჭრილობა…შენ მოკალიო რომ მეუბნებით, საშინელ მდგომარეობაში ვარ, უკან გავყვე, თუ რა გავაკეთო” – სოფი ნურაშვილი

2 years ago
„აფეთქება გვეგონა, ისეთი ხმა იყო…“ – სოფელ ნოსირთან მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

ქვემო ქართლში, ქმარმა ცოლი მოკლა

11 months ago

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "თამოსკინს" "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. მომხმარებლის განცხადების საფუძველზე...

მეტის ნახვაDetails
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026
  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by