ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებული ქალა-ფუძის მოტეხილობით, ახალგაზრდა მორაგბე საბა ჭეიშვილი გარდაიცვალა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
„დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს. მშვიდად იძინე ხუჭუჭა ბიჭო…“; „რა საცოდაობა ასეთი ახალგაზრდა… ასე ადრიანად წასვლა, მას ხომ ცხოვრება წინ ჰქონდა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“; „რა ვთქვა, არ ვიცი… ამ ტკივილის გაძლებას ალბათ რკინად გადაქცევა უნდა… ქვად, ლოდად, უფალმა შეგაძლებინოთ მისი სულის სადიდებლად გაძლიერება“ – წერენ სოციალურ ქსელში.






