• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, April 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ბევრია ისეთი ქალი, რომელსაც შინ საყვარელი ჰყავს და გარეთ – ქმარი… 23 წელი რესტორანში ვმუშაობდი და იმდენი რამ ვიცი, ყველაფერი რომ ვთქვა, შეიძლება ხალხმა ერთმანეთი დახოცოს”

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
“ბევრია ისეთი ქალი, რომელსაც შინ საყვარელი ჰყავს და გარეთ – ქმარი… 23 წელი რესტორანში ვმუშაობდი და იმდენი რამ ვიცი, ყველაფერი რომ ვთქვა, შეიძლება ხალხმა ერთმანეთი დახოცოს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ასეთ დროს, შეიძლება ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ხელიც გიბიძგონ, რომ უფსკრულში გადაიჩეხო”

როგორ პასუხობს დაუმსახურებელ ცილისწამებას მზია გეწაძე?

“ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ადამიანში მხოლოდ ცუდს ეძებს, რომ უკეთესად დასცინოს და დაამციროს!”, – გულისტკივილით ამბობს მომღერალი მზია გეწაძე. ის თავის ცხოვრებასა და უიღბლო ქორწინებაზე დაუფარავად საუბრობს, რის გამოც, სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდა:

– ჩემი ერთადერთი “დანაშაული” ის არის, რომ ხმამაღლა ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შემიძლია, პირდაპირ ვთქვა შიშველი სიმართლე და არ დავმალო ის, რასაც სხვები გულში იმარხავენ. სწორედ ამიტომ სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გავხდი. რატომ? – ტელეკამერების წინაშე, ხმამაღლა ვთქვი ის, რაც გამოვიარე და საქართველოში უამრავ ქალს გამოუვლია: ცოლად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გავყევი, რაც 20-30 წლის წინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძნელია კარგი ოჯახი შექმნა ადამიანთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ურთიერთობა გვქონოდა. უბრალოდ, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერს წერტილი დავუსვი და გავშორდი. ეს ნაბიჯი ჩემმა ოჯახმა ძალიან მძიმედ მიიღო: წარმოიდგინეთ, რა ძნელია, როცა ტრადიციულ ქალაქში ცხოვრობ და ქმარს გაშორებული შვილი უკან გიბრუნდება, თანაც – ბავშვთან ერთად… ამ დროს შეიძლება, დაუმსახურებელი ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ხელიც გიბიძგონ, რომ უფსკრულში გადაიჩეხო.

– თუმცა ოჯახის დანგრევა დღეს აღარავის უკვირს.

– დღეს – კი, მაგრამ წლების წინ სულ სხვა სიტუაცია იყო. მართალია, ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ეს კავკასიაა, სადაც მამაკაცების უმრავლესობა ვერ იტანს, როცა მის ცოლს დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და წინააღმდეგობას უწევს. ზოგიერთები ახლაც ვერ ხვდებიან, რომ მამაკაცმა ქალის სიტყვას პატივი უნდა სცეს, ისევე, როგორც ქალმა – კაცის სიტყვას – მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება კარგი ოჯახის შექმნა და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება. პატივისცემა სიყვარულზე მაღლა დგას და როცა ეს გრძნობა ქრება, ჩემი აზრით, ყველაფერი მთავრდება! სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციებიც ხელს უწყობს, რომ მამაკაცი ყოველთვის დომინანტი იყოს. ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა: ოჯახში გოგო რომ გაჩნდება, უკვე დაჩაგრულია, რატომ? – იგულისხმება, რომ ის წავა, გათხოვდება, ოჯახი კი ბიჭს დარჩება. არადა, კანონი ამბობს, რომ მშობლების ქონებაზე ორივეს თანაბარი უფლება აქვს. ადრე, ოჯახი რომ შეიქმნებოდა, ქმართან განშორება გამორიცხული იყო. ქალს ბოლომდე უნდა მოეთმინა, თუნდაც, მისი ქმარი პათოლოგი ყოფილიყო და ცემა-ტყეპაში ეცხოვრა. მშობლები ვერც კი უშვებდნენ, რომ მათი შვილი თუ გათხოვდებოდა და თუ ქმარს ვერ შეეგუებოდა, უკან დაბრუნებულიყო. ამიტომ ყველაფერი იღბალზე იყო დამოკიდებული: ან გაგიმართლებდა, ან – არა…

– თუმცა, საკმაოდ მტკიცე და კარგი ოჯახებიც იქმნებოდა…

– როგორც გითხარით, ზოგს უმართლებდა – ქმარს ეჩვეოდა და ეგუებოდა, ზოგი კი – ბოლომდე ითმენდა ადამიანს, რომელიც არ უყვარდა. მეც სულ ვფიქრობდი, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, მაგრამ პათოლოგ და მოღალატე ქმარს თავის დროზე უნდა მოშორდეს. მგონი, ასეთ დროს ჯობია, წერტილი დროულად დასვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მაინც ქალი რჩება: გულში ყველა საყვედურობს, რომ შვილებს მამა დაუკარგა, ვიღაც ეჭვის თვალით უყურებს, ვიღაც ჭორაობს… სამწუხაროდ, მეც არ გამიმართლა და ამ საშინელი წნეხის გავლა მომიხდა; მეც ბევრჯერ გავხდი იმ ადამიანების სამიზნე, რომლებიც ყოველთვის ყველაფერში ქალს ამტყუნებენ და არ უფიქრდებიან, ყოველთვის ქალი როგორ არის დამნაშავე?!

ორიოდე მაგალითს მოვიშველიებ: მე მყავს ნაცნობი, რომლის ქმარს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ცოლს სცემდა. როგორც იქნა, გამოექცა, მაგრამ ახლაც დასდევს, აკითხავს და სიცოცხლეს უმწარებს, სამწუხაროდ, არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კარგი ცოლი ასეთ კაცსაც მოარჯულებსო (!)

ისეთი შემთხვევაც მახსოვს, როცა ახალგაზრდა გოგო სამჯერ გამოექცა მოძალადე ქმარს და მშობლებმა სამივეჯერ უკან დააბრუნეს, იმ მოტივით, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ბევრი რამ უნდა მოითმინოს. ამასობაში, სამი შვილი გაუჩნდათ და სანამ ქმარმა შუბლზე იარაღი არ დაადო, მანამ არ გამოაშორეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად, მშობლებიც სცოდავენ! დისჰარმონიულ ოჯახში ქალიც წვალობს, შვილებიც, ერთ შეცდომას მეორე ემატება, მეორეს – მესამე და ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ბავშვები ითრგუნებიან.

– არანაკლებ მტკივნეულია საზოგადოებრივი წნეხი და ჭორები – ამაზე როგორ რეაგირებთ?

– ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ვიწვნიე! უნდა ნახოთ, როგორ კომენტარებს წერდნენ ჩემზე, როცა ტელევიზიით გამოვედი და ამ საკითხზე ხმამაღლა ვილაპარაკე. ძირითადად, ქალები მიწერდნენ ცილისმწამებლურ, ბოღმიან კომენტარებს, რასაც ბევრი ვერ გაუძლებდა. ამ ჭორიკანა ადამიანებს ვინ მისცა უფლება, რომ სხვები გაკიცხონ და განსაჯონ? ასე ხომ შეიძლება, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანონ?! როცა ვინმეს საშინელებებს დაუწერ, არ უნდა იფიქრო, რომ მას ოჯახში დედ-მამა, შვილები და ახლობელი ადამიანები ჰყავს? რა იცი, მათ როგორი რეაქცია ექნებათ?! კიდევ კარგი, რომ გულშემატკივარი უფრო მეტი მყავს, სწორედ ისინი მამხნევებენ და მაძლევენ ცხოვრების ხალისს.

– თქვენი აზრით, რატომ გახდით ბულინგის მსხვერპლი?

სტატია სრულად 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს
ახალი ამბები

“ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით… ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო…” – ლიკა კუჭუხიძე

04/06/2026
„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე
ახალი ამბები

„ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე

04/06/2026
“არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე
ახალი ამბები

“არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე

04/06/2026
„სოფელში ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ… არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე
ახალი ამბები

„სოფელში ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ… არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე

04/06/2026
“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს
ახალი ამბები

“ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? “, “ვაიმე, როგორი შესივებული აქ სახე” – ლიკა კუჭუხიძე კომენტარების ავტორებს პასუხობს

04/06/2026
ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს
ახალი ამბები

ბაჩო სულ იძახდა, რომ აი ამ ქორწილში სასწაული მოხდება, რაღაც მაგარი მოხდებაო… – ლიკა კუჭუხიძე ავარიის დღეს იხსენებს

04/06/2026

კალენდარი

April 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« Mar    

სიახლეები

  • “ვერ ვიჯერებდით, იმდენად ბედნიერები ვიყავით… ბაჩო ამბობდა, შვილი რომ გვეყოლებაო…” – ლიკა კუჭუხიძე 04/06/2026
  • „ნუგეში ეკლესიაში ვიპოვე…ჩემი თხოვნა იქნება მათთან, ვინც ჩემს გზას გადის – ტაძარში იარონ“ – ლიკუნა კუჭუხიძე 04/06/2026
  • “არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე 04/06/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In