• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში… ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში, ცხოვრება გრძელდება” – ზურა მანჯავიძე პროტესტზე

1 year ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში… ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში, ცხოვრება გრძელდება” – ზურა მანჯავიძე პროტესტზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­ში” მომ­ღე­რალ­მა ზურა მან­ჯა­ვი­ძემ იმ ე.წ. ბუ­ლინგზე ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ბოლო დროს ორ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს შო­რის პო­ლი­ტი­კის გამო წარ­მო­იშ­ვა… ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერს არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

AMBEBI.GE მუ­სი­კოს და ტე­ლე­წამ­ყვან ზურა მან­ჯა­ვი­ძეს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე ესა­უბ­რა.

– ზურა, რო­გორ შეხ­ვდით პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხს აღარ გა­ნი­ხი­ლავს?

– ეს არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­აა… მე, რო­გორც თქვეს, ისე გა­ვი­გე, – რად­გან 2028 წლამ­დე თვი­თონ არ გვიხ­სნი­ან დი­ა­ლოგს, ჩვენ არ შე­გეხ­ვე­წე­ბით, არ გთხოვთ დი­ა­ლო­გის გახ­სნას. მა­ნამ­დე მე­ტად მო­ვემ­ზა­დე­ბით, რომ 2030 წლის­თვის მა­ინც, კე­თი­ლი ინე­ბონ და იფიქ­რონ ჩვე­ნი ევ­რო­კავ­შირ­ში შეყ­ვა­ნა. ადა­მი­ა­ნი რომ გე­უბ­ნე­ბა, 2030 წლამ­დე კარ­ზე ნუ და­მი­კა­კუ­ნებ, თან აქეთ შარს გდებს, შენ რა­ტომ არ მეხ­ვე­წე­ბიო, ამ ამ­ბავ­მა ცოტა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე უნდა იმოქ­მე­დოს.

– და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი უნდა ვთქვათ?

– ადა­მი­ა­ნი გე­უბ­ნე­ბა, რომ 2030 წლამ­დე არ მი­გი­ღებ, რო­გორც მა­ვა­ნი იტყო­და, ცალ ფეხ­ზეც რომ დად­გე, კარი და­კე­ტი­ლი­აო. ჩვე­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რად­გან დი­ა­ლოგს არ გვიხ­სნი­ან, ამი­ტომ მთავ­რო­ბამ თქვა, 2028 წლამ­დე აღარ გთხოვთ, არ მო­ვალთ, არ აგი­ტა­ლა­ხებთ კარს, არ შე­გე­ვედ­რე­ბით, რომ დი­ა­ლო­გი გაგ­ვიხ­სნათ. ამ თხოვ­ნით 2028 წელს მო­ვალთ, რომ უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყოთ, ეკო­ნო­მი­უ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, დი­ა­ლო­გი მერე გაგ­ვიხ­სე­ნით, რომ 2030 წლის შემ­დეგ მა­ინც გა­ნი­ხი­ლოთ ჩვე­ნი შეყ­ვა­ნა ევ­რო­კავ­შირ­ში… მგო­ნი, მარ­ტი­ვი იყო და ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი არ უნდა მოჰ­ყო­ლო­და.

– და ეს ხალ­ხი, ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­ჩა­ში ტყუ­ი­ლად დგას?

– მა­გათ სხვა­ნა­ი­რად გა­ი­გეს, მე ასე გა­ვი­გე. ამი­ტომ არ ვდგა­ვარ დღეს ქუ­ჩა­ში. ვინც რო­გორ გა­ი­გო, იმის მი­ხედ­ვით აკე­თებს დას­კვნას.

– ე.ი. ხალ­ხმა არას­წო­რად გა­ი­გო?

– ან რისი გა­გე­ბაც უნდა ის გა­ი­გო. მე არა­ვის ვა­ყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას და არც მი­ვა­ყე­ნებ, ყვე­ლას თა­ვის აღ­ქმე­ბი აქვს, თა­ვის გა­გე­ბა, შეგ­ნე­ბა და იმის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებს. მე ასე გა­ვი­გე, ვინც რო­გორ გა­ი­გო, ისე გა­ა­კე­თოს.

– 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი 2 კვი­რა ძა­ლი­ან მძი­მე იყო. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, და­ზა­რალ­და, ნა­ცე­მია, და­სა­ხიჩ­რდა, და­ა­კა­ვეს… რო­გო­რი იყო იმ დღე­ებ­ში, ზურა მან­ჯა­ვი­ძის, პატ­რი­ო­ტი ქარ­თვე­ლის ემო­ცი­ე­ბი?

– ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია ზო­გა­დად ქარ­თვე­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­გო­რი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­საზ­რე­ბე­ბიც არ უნდა ჰქონ­დეთ. წე­სით, ერ­თმა­ნეთ­ში უნდა ვნა­ხუ­ლობ­დეთ იმის ძა­ლას, რომ ერ­თმა­ნეთს მო­ვუს­მი­ნოთ და არ და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ. ძა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი სა­ყუ­რე­ბე­ლია და გულ­ზე მხვდე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მოხ­ვედ­რი­ლი მუშ­ტი, ფეხი, ქვა თუ ხელ­კე­ტი – ყვე­ლა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია… სამ­წუ­ხა­როდ, საქ­მე ამ დო­ნემ­დე მი­ვი­და.

– ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმას მინ­და, შე­ვე­ხოთ, კერ­ძოდ, მაკა ჩიხ­ლა­ძე­სა და მის ოპე­რა­ტორ გი­ორ­გი შე­წი­რულ­ზე. „იმე­დის“ ეთერ­ში ამ თე­მას გა­ნი­ხი­ლავ­დით. კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი, ქალი სა­სიკ­ვდი­ლო­დაა გა­მე­ტე­ბუ­ლი…

– რა თქმა უნდა, სა­ში­ნე­ლე­ბაა ის კად­რე­ბი, ძა­ლი­ან ცუდი სა­ყუ­რე­ბე­ლია. იმ გა­და­ცე­მა­შიც აღ­ვნიშ­ნე, რომ სას­წრა­ფოდ გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია და და­სა­კა­ვე­ბე­ლი ის მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნე­ბი. ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ, ორი­ვე მხრი­დან, ეს ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა.

– ორი­ვე მხრი­დან – ამა­ში რას გუ­ლის­ხმობთ?

– ამას ახ­სნა უნდა? პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არ არი­ან? ისი­ნი ხალ­ხი არ არი­ან და იმათ არ სტკი­ვათ?! თუ არ არი­ან ისი­ნი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი?!

– “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დროს თქვენც იყა­ვით აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე, აპ­რო­ტეს­ტებ­დით მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ამის გამო თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი თქვენს ძმას­თან ერ­თად თვი­თო­ნაც ყო­ფილ­ხართ. ასე­თი ძა­ლა­დო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე გაქვთ გა­მოც­დი­ლი…

– ამი­ტო­მაც აღ­ვნიშ­ნე, რომ სას­წრა­ფოდ უნდა მო­ი­ძი­ონ და და­ა­კა­ვონ მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, ნიღ­ბი­ა­ნე­ბი, ვინც თავს და­ესხნენ იმა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს, იმ ქალ­ბა­ტონს გან­სა­კუთ­რე­ბით და ოპე­რა­ტორს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და უნდა იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რა თქმა უნდა, სა­ში­ნე­ლე­ბაა… შე­და­რე­ბი­თი და­ხა­სი­ა­თე­ბა არ მინ­და, გა­მო­მი­ვი­დეს, რა ხდე­ბო­და მა­შინ და რა ხდე­ბო­და ახლა. ჩვენ ვი­დე­ქით სრუ­ლი­ად მშვი­დო­ბი­ა­ნად, მარ­თლა ფო­თო­ლი არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლა, რა­საც ვერ ვი­ტყვით დღე­ვან­დელ აქ­ცი­ებ­ზე. ბოლო დღე­ებ­ში, რო­დე­საც მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად დგა­ნან და პო­ლი­ცი­ე­ლებს ქვებს არ ეს­ვრი­ან, ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს არ მი­მარ­თა­ვენ, არა­ვინ მათ თავს არ ეს­ხმის და მო­მი­ტინ­გე­ე­ბი იქ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან…

ჩვენ მა­შინ არა­ვის ვეს­ხმო­დით და მა­ინც გვი­ტა­ცებ­დნენ, გვა­სა­ხიჩ­რებ­დნენ, ამის კად­რე­ბი არ­სე­ბობს. ამი­რან ბი­წა­ძე სიკ­ვდი­ლის პი­რას იყო მიყ­ვა­ნი­ლი, ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ. მო­მი­ტინ­გე ალექ­სან­დრო­ვის ბაღ­ში ჩა­ივ­ლი­და თუ არა, ხრო­ვად და­ე­სე­ოდ­ნენ და სიკ­ვდი­ლამ­დე მიჰ­ყავ­დათ. არა­და, მშვი­დო­ბი­ა­ნად მდგა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც ხელ­ჯო­ხიც არ ეჭი­რათ. მა­შინ რო­მე­ლი­მეს კენ­ჭის სრო­ლაც კი რომ გა­ე­ბე­და, რა და­ე­მარ­თე­ბო­და, ამის წარ­მოდ­გე­ნა რთუ­ლი არ არის. მერე რო­გო­რი ულ­მობ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­ოდ­ნენ და­კა­ვე­ბი­სას და შემ­დეგ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში ადა­მი­ა­ნებს რა დღე­ში აგ­დებ­დნენ, ამის კად­რე­ბი თუ არ აქვთ ნა­ნა­ხი, ად­ვი­ლია მო­ძი­ე­ბა… ახლა ამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ერთი გა­მო­ვი­დეს და თქვას, რომ სა­კან­ში ვინ­მე სცემს.

– კი, ჰყვე­ბი­ან ისი­ნი, რომ და­კა­ვე­ბის შემ­დე­გაც სცე­მეს

– და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, კა­მე­რა­ში სცე­მეს ვინ­მე? ახლა ეს არის სრუ­ლი ტყუ­ი­ლი…

– ამ კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლად რა მი­გაჩ­ნი­ათ?

– დი­ა­ლო­გი. აუ­ცი­ლებ­ლად დი­ა­ლო­გი იმ მარ­თლა გუ­ლან­თე­ბულ ახალ­გაზ­რდებ­თან, ვინც თა­ვი­სი შეგ­ნე­ბით აპ­რო­ტეს­ტებს. შეგ­ვიძ­ლია ამ სა­კი­თხზე დავ­სხდეთ, ვი­კა­მა­თოთ, ვიმ­სჯე­ლოთ და არა ისე, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის მი­უ­ღებ­ლად, პირ­და­პირ მონა, მო­ღა­ლა­ტე, რუსი ეძა­ხო ადა­მი­ანს. ყვე­ლამ უნდა იპო­ვოს სა­კუ­თარ თავ­ში ძალა, მო­უს­მი­ნოს სა­პი­რის­პი­რო არ­გუ­მენტს, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა შე­ა­ფა­სოს. თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა ინი­ცი­ა­ტი­ვა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს, რომ მი­ვიდ­ნენ ერ­თმა­ნეთ­თან, დას­ხდნენ, და­ი­ლა­პა­რა­კონ. ამა­ში რაც ნაკ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კო­სი ჩა­ე­რე­ვა, უკე­თე­სია. ისი­ნი, ვინც ძა­ლა­დო­ბა­ზე არი­ან აწყო­ბი­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი გზებს ეძე­ბენ, მხო­ლოდ რე­ვო­ლუ­ცია და ომი უნ­დათ, იმ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა. ვსა­უბ­რობ, ნამ­დვილ, გუ­ლან­თე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვი­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც თა­ვი­სი აზ­რე­ბი აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი.

დავ­სხდეთ და ვი­კა­მა­თოთ. იქ­ნებ მე გა­დავ­დი­ვარ მათ აზ­რზე, იქ­ნებ ვი­ზი­ა­რებ მათ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ან პი­რი­ქით, რა­ღა­ცა­ში ისი­ნი სცდე­ბი­ან, შე­უც­დო­მე­ლი ადა­მი­ა­ნი ხომ არ არ­სე­ბობს?! რა­ტომ უნდა ეძა­ხო მონა და ქვეყ­ნის მტე­რი, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა. ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით აზ­როვ­ნე­ბას თუ მო­ეშ­ვე­ბი­ან, კარ­გი იქ­ნე­ბა. მე თუ მტკი­ვა ჩემი მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის, თუ არამ­შვი­დო­ბი­ა­ნის ცემა და მას­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, იმ პო­ლი­ცი­ე­ლებ­საც ისე­ვე სტკი­ვათ ის მოხ­ვედ­რი­ლი რი­ყის ქვა თავ­ში. რამ­დე­ნი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, ნა­ხეთ სუ­რა­თე­ბი და მიხ­ვდე­ბით, რა დღე­ში არი­ან ისი­ნიც. უნდა შე­ეძ­ლოთ, გა­მო­ნა­ხონ ძალა, ორი­ვე მხა­რეს და­ზა­რა­ლე­ბულს სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­დონ. ჩვენ თუ ლა­პა­რა­კი არ ვის­წავ­ლეთ და ორი­ვე მხა­რის და­ნახ­ვა, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

– მუ­სი­კო­სე­ბის ნა­წილ­მა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბა. ბევ­რმა, შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო კონ­ცერ­ტე­ბი გა­ა­უქ­მა. რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც მუ­სი­კო­სის, გეგ­მე­ბი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

– ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­ცერ­ტებ­ში. მგო­ნი, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, ცოტა ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლად, მაგ­რამ უნდა გა­მო­ვუს­წროთ ერ­თმა­ნეთს ხა­სი­ა­თი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა და მშვი­დო­ბის­კენ მი­დის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვი­საც ქვეყ­ნის­თვის კარ­გი უნდა, იმას ეს უნდა უნ­დო­დეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად.

წყარო

ShareTweet

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

საინტერესო

შოვში, სტიქიის ზონაში, ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა

შოვში, სტიქიის ზონაში, ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა

3 years ago
ეკრძალებათ თუ არა კორონაგადატანილებს ალკოჰოლი? ინფექციონისტების რეკომენდაცია

ეკრძალებათ თუ არა კორონაგადატანილებს ალკოჰოლი? ინფექციონისტების რეკომენდაცია

5 years ago
თეა წულუკიანი: “უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსვლა ჩემს ინტერესებში არ შედის”

თეა წულუკიანი: “უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსვლა ჩემს ინტერესებში არ შედის”

12 years ago

უზრუნველყოფენ თუ არა ავტო-სკოლები მოსწავლეთა სრულყოფილ მომზადებას?

12 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by