უკვე ერთი საათია კულტურის მინისტრი გურამ ოდისარია ოპერის დასის წევრებს ხვდება. ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გაირკვეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყება და შესრულდება თუ არა თეატრის სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის მოთხოვნა – გადადგეს გიორგი ჟორდანია.
ოპერაში უკვე რამდენიმე დღეა ღია დაპირისპირებაა. დასის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოდიან.
დღეს გიორგი ჟორდანიამ მათ სამხატვრო საბჭოს შექმნა შესთავაზა, რომელმაც თეატრი უნდა მართოს. უკვე ცნობილია პასუხიც – დასი ხელმძღვანელის გადადგომას უპირობოდ ითხოვს.
მარიკა შალიკაშვილის პირდაპირი ჩართვა კულტურის სამინისტროდან.
13.01.14
13.01.14