ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე ასაკის კაცი ზაურ დ. ემსხვერპლა. ცეცხლი გამთენიისას ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში გაჩნდა.
კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, მას, სავარაუდოდ, ეძინა, რის გამოც, გარეთ გამოსვლა ვერ მოახერხა. ალმოდებული სახლიდან მისი გამოყვანა ვერც მეზობლებმა შეძლეს.
ცეცხლი მათ მაშინ შენიშნეს, როცა უკვე საცხოვრებელს იყო მოდებული. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.ხანძარი კი ლოკალიზებულია.