• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გორში შვილიშვილმა ბაბუა, სავარაუდოდ, ცემით მოკლა – ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
გორში შვილიშვილმა ბაბუა, სავარაუდოდ, ცემით მოკლა –  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

74 წლის ბაბუის მკვლელობისთვის შვილიშვილი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ტარიელ ქუტიშვილი 28 წლის ნიკა საათაშვილმა ცემით მოკლა. “კურიერი P.S”-მა იმ ბინიდან, სადაც მოხუცის სიცოცხლე დასრულდა, შემზარავი კადრები მოიპოვა. ფოტოებში გარდაცვლილის სხეულზე მრავლობითი დაზიანება ჩანს, მის საძინებელ ოთახში კი, ჭერზე და იატაკზე, დიდი ოდენობით სისხლი.

გორი, ე.წ. ვოლოგდის დასახლება, დილის 04:00 საათი – ირკვევა, რომ 74 წლის მოხუცს, რომელიც სახლში მარტო იყო, ეღვიძა. ნასვამი შვილიშვილი ბინაში დაბრუნდა. გამოძიების ინფორმაციით, მოხუცმა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შვილიშვილს უსაყვედურა, რის შემდეგაც ახალგაზრდამ ბაბუას სასტიკად სცემა.

პროკურორის ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, თუმცა მომხდარის ინსცენირება სცადა. მოხუცის მკვლელობისთვის დაკავებულმა დილით ყველას უთხრა, რომ ბაბუა გარდაიცვალა. “კურიერი P.S”-მა მოიპოვა ფოტო, სადაც აბაზანაში ჩაყრილი ტანსაცმელი ჩანს, რომელიც, სავარაუდოდ, სისხლიანია და ნიკა საათაშვილმა კვალის დასაფარად გამოიცვალა.

გამთენიისას სამეზობლოში გავრცელდა ვერსია, რომ მოხუცი კაცი საწოლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. მეზობლების ნაწილს ამ ვერსიის ახლაც სჯერა.

“კურიერი P.S.” გარდაცვლილის ნათესავებთანაც მივიდა. მათ კომენტარზე უარი გვითხრეს.

ირკვევა, რომ როდესაც ექიმებმა მოხუცის გარდაცვალება დაადასტურეს, შვილიშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ნიკა საათაშვილს გამოკითხვის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ხელბორკილი დაადეს. ბრალად ბაბუის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა წარუდგინეს. ამის მოტივი მისი პირველი გამოკითხვა გახდა. “კურიერი P.S.”-მა ის ოქმი მოიპოვა, სადაც დაკავებული მომხდარის დეტალებს აღწერს და მკვლელობას აღიარებს.

გამომძიებლებს ნიკა საათაშვილმა ისიც უთხრა, რომ უსიცოცხლოდ იატაკზე დაცემული მოხუცი მიატოვა და გვერდით ოთახში გავიდა.

ახლა ეს ჩვენება ძალადაკარგულად ითვლება. მას შემდეგ, რაც გორის სასამართლომ დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა, ნიკა საათაშვილმა პოზიცია შეცვალა და დუმილი აირჩია. მისი ადვოკატი სხდომაზე ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

“კურიერი P.S.” გორში, ბრალდებულის ადვოკატთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა უფლებადამცველი მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუზე დაგვთანხმდა.

მიანდობს თუ არა ბაბუის მკვლელობაში ბრალდებული კაცი საკუთარ ბედს ნაფიც მსაჯულებს, ეს უახლოეს 2 თვეში გახდება ცნობილი. საქმის პროკურორი კი გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

ნიკა საათაშვილის საქმეზე არსებით განხილვას გორის სასამართლო 5 მაისს დაიწყებს. დაარღვევს თუ არა დუმილს უმძიმეს ფაქტზე დაკავებული კაცი, არსებითი განხილვისას გაირკვევა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

ShareTweet

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესს ახალი ინიციატივები გააცნო

11 years ago
„აღარ მახსოვს ეს დარდიანი წუთები და წამები, უამრავი სასწაული მოახდინა უფალმა…“ – გიორგი გილიგაშვილი

„აღარ მახსოვს ეს დარდიანი წუთები და წამები, უამრავი სასწაული მოახდინა უფალმა…“ – გიორგი გილიგაშვილი

3 years ago
CNN: ჩინეთი არქიტექტურული ცვლილებების პირისპირ

CNN: ჩინეთი არქიტექტურული ცვლილებების პირისპირ

9 years ago
გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის პრეზიდენტს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის პრეზიდენტს შეხვდება

11 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by