• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ალბათ გრძნობდა… მეგობარს უთხრა, როცა გარდავიცვლები, ანგელოზის ქანდაკება მინდაო…“ – ტრაგიკულად დაღუპული მიმი გიორგაძის დედა მიმართვას ავრცელებს

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„ალბათ გრძნობდა… მეგობარს უთხრა, როცა გარდავიცვლები, ანგელოზის ქანდაკება მინდაო…“  – ტრაგიკულად დაღუპული მიმი გიორგაძის დედა მიმართვას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქუთაისში ტრაგიკულად გარდაცვლილი მიმი გიორგაძის დედა შვილის შესახებ ემოციურ წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი ანგელოზი სახელად მიმი, ახლა ამას თვალცრემლიანი ვწერ, ახლა ბევრს ვერ დავწერ, მაგრამ ცოტა მაინც რომ იცოდეთ ვინ დავკარგე. ყველაზე თბილი, ყველაზე მოსიყვარულე, მზრუნველი გოგო. სულ ჩემზე მოწეპებული, ჩვენი ურთიერთობა დედა შვილობაზე მეტი იყო! ჩვენ ვიყავით ძალიან კარგი მეგობრები! პირველ კლასში რომ იყო მე რომ სამსახურიდან ვბრუნდებოდი ეგ ნამეცადინები მხვდებოდა, თვითონ მეცადინეობდა. კლასში მასწავლებელი თუ არ იძახებდა – პირველ ,მეორე კლასელი ტირილით მოდიოდა არ გამომიძახა მასწავლებელმაო.

მესამე კლასში გამოგვიცხადა მინდა ჟურნალისტობაო, ამზადებდა სიუჟეტებს იყო წამყვანი არის ჩანაწერებიც. ძალიან კარგი მოსწავლე იყო, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა. არ მახსოვს მოუმზადებელი წასულიყო, დილის 5 საათზე დგებოდა მეცადინეობდა, აი ასეთი იყო და ჭადრაკსაც კარგად თამაშობდა. აბიტურიენტობის დროს ღამეებს ათევდა, რომ გრანტი მოეპოვებინა და იძახდა 100% იანს ავიღებო. როდესაც გამოცდებზე გავიდა, ყველა საგანში ყველაზე რთული ვარიანტები მას შეხვდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მან გრანტი მოიპოვა და თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. სულ იძახდა, რომ ყველაზე ძლიერი ჟურნალისტი ვიქნებიო და პიარ მენეჯერიო. დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნებოდა.

მას ბევრი გეგმა ჰქონდა, რაც ვერ მოასწრო. უნდოდა ფრანგულის სწავლა, აბიტურიენტობის დროს დაიწყო ფრანგულის სწავლა მერე მოდი ჯერ ჩავაბარებ და მერე გავაგრძელებ ფრანგულსო. უნდოდა რაღაც დროით პარიზში ეცხოვრა, ესწავლა, ემუშავა ნიჭის ზეიმი იყო ეს გოგო. ყველა საგანში გენიოსი მყავდა ხალხო. გამოცდების წინა პერიოდში წინა დღეს დაჯდებოდა ერთს გადახედავდა და იცოდა უკვე, მიდიოდა წერდა მოდიოდა თავისი თავით კმაყოფილი. მანდ უკვე ვიცოდი რომ კარგად დაწერა. თემებს წერდა, სტატიებს ძალიან ლამაზად, რაღაც გადაცემას რომ ნახავდა და არ მოეწონებოდა ჟურნალისტის საუბარი ეგრე კი არა ესეო დადგებოდა და დაიწყებდა – მე ეხლა ესე ვიტყოდიო. ნიჭის ზეიმიი. ჰყავდა უამრავი მეგობარი, უყვარდა ადამიანები ყველას ღიმილით და მოკითხვით ხვდებოდა, ასხივებდა სიკეთეს.

დავცინოდი, მეც კი ვიყავი ქუთაისს მოდებული-თქო, მაგრამ როგორც შენ ესე ყველა უბანში არა თქო. მპასუხობდა რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს მით უფრო მდიდარი ხარ თათოო… ძალიან უყვარდა მისი მეგობრები, არამქვეყნიური იყო. მქონდა განცდები, შიში მისი დაკარგვის რადგან ის არ ჰგავდა სხვებს. ის განსაკუთრებული იყო. ჩემი ძალა იყო. მე თუ დავარდებოდი, ის თავისი მუხტით ძლიერად მტენიდა და მაყენებდა აი ესეთი შვილი წავიდა ჩემგან შორს. ესეთი რა დანაშაული მაქვს არ ვიცი, რომ ღმერთმა გამიმეტა ესე, ხელი მკრა და სადღაც სიბნელეში ჩამაგდო. ვიჯექი იქ და არ ვუყურებდი სულ იმას ვიმეორებდი ეს შენი მიმი არ არის ეს ვიღაც სხვაა… მანდ ვფიქრობდი დასასვენებლად წავიდა-თქო. ბევრი შეუსრულებელი გეგმა დარჩა. ივნისის თვეში სამოდელოში ქასთინგზე იყო. აიყვანეს ისეთი ბედნიერი იყო სექტემბრიდან „ერისიონში“ უნდა ვიცეკვოო… კარგად უნდა ვისწავლო, რომ წითელ დიპლომზე ჩავაბაროო… ვიცოდი, სულ ვიცოდი, რომ დიდი ადამიანი დადგებოდა, მისგან სულ იმედიანად ვუყურებდი!

აი ესეთი საოცრება შვილი მყავდა ხალხო. მისმა მეგობრებმა იციან, დაბადების დღე არ გადაიხადა წელს. 8 ივნისს აქვს. რატომ არ გინდა თქო ახლო მეგობრები წაიყვანე-თქო. არაო, მე თათო ძალიან დიდი სამეგობრო მყავსო, ჩემთვის ყველა ძალიან ახლო ადამიანი არისო და გულს ვერავის დავწყვიტავ, ვერავის გამოვაკლებო! სამოგზაუროდ რომ მივდიოდით, პირველი, თავისი მეგობრებისთვის ყიდულობდა საჩუქრებს, ბოლოს იყიდიდა თავისთვის! ესეთი იყო, მეგობრებისთვის ცხოვრობდა. ბოლო დროს სულ ეჩქარებოდა ყველაფრის მოსწრებაზე იყო. ალბათ გრძნობდა არ ვიცი, ერთ მეგობარს უთხრა, მალე თეთრ კაბას ჩავიცვამო. მაგრამ ზუსტი რიცვხი არ ვიციო როდისო, მეორე მეგობარს კი უთხრა, როდესაც გარდავიცვლები ანგელოზის ქანდაკება მინდაო, მესამეს უთხრა რამე, თუ დამემართება ჩემი ტელეფონი მხოლოდ თქვენ აიღეთო, მეოთხეს უთხრა, ყველამ თეთრი ჩაიცვასო. სულ ამბობდა რანაირი ერი ვართო ადამიანი კვდებაო მიწას აყრიანო და ესე ჭამენ და სვამენო როგორ შეუძლიათ ესეო. ორგანიზატორი იყო და სიკვდილიც და გაცილებაც კი დააორგანიზა!.. ესეთი წავიდა და დამტოვა. სუნთქვის მრცხვენია… მე არ მგონია შევძლო ცხოვრების გაგრძელება და მის გარეშე, არც მინდა ცხოვრება გავაგრძელო. არ მინდა, არა!“,- წერს გარდაცვლილის დედა.

ცნობისთვის, 14 ივლისს, ღამით, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიღუპნენ. ერთ-ერთი დაღუპული შაკო აფრიდონიძეა. მეორე კი, 19 წლის მიმი გიორგაძე.

ShareTweet

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026

საინტერესო

Bibbirru მომხმარებლებს  ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ხაზს ერთ თვეში წარუდგენს

Bibbirru მომხმარებლებს ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ხაზს ერთ თვეში წარუდგენს

7 years ago

თინა ხიდაშელი ავღანეთი იმყოფება

11 years ago
სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახები დახმარების სახით 6 ათას ლარს მიიღებენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის სამი მოადგილე აირჩია

10 years ago

ხვალ სტარტს აიღებს ქართული სუპერლიგის გათამაშება კარატეში

11 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by