• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ალიანს ქმნიან

11 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ალიანს ქმნიან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადის ორგანიზებით საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეეხვედრა გაიმართა სასტუმრო Holiday Inn.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრის თემები გახლდათ:

> საქართველოში არასამთავრობო სექტორში არსებული ვითარება

> როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა უფრო ეფექტურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში ჯანსაღ სამოქალაქო პროცესებს, რომ სექტორის მიმართ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა და უზრუნველვყოთ მაღალი ჩართულობა

> როგორ გაძლიერდეს ქვეყანაში არასამთავრობო სექტორი და შეიქმნას მუშაობისთვის უფრო ხელსაყრელი გარემო

> როგორ განვავითაროთ მდგრადი და დამოუკიდებელი სამოქალაქო პლატფორმები რეგიონში

> სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების როლი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინკლუზიური თანამშრომლობისთვის

ღონისძიებას სხვადასხვა ააიპ 20ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელი ქართველები მათ შორის ამერიკიდან ნიუ-იორკის, შვედეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ლატვიის 10-მდე წარმომადგენელი.

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა თანამშრომლობის და კოორდინირებული სტრატეგიული განვითარების კონკრეტული ტაქტიკები.

შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ თავისუფალი საზოგადოება „ახალი ნაკადი“. The Tbilisi Times შეხვედრის ორგანიზატორებს შეეხმიანა და შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარები, სთხოვა რასაც ქვემოთ გიზიარებთ:

 

გიორგი მიქანაძე

ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადი

ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტთან გვაქვს საქმე. ის რა შეხვედრასაც ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება პირდაპირ ჯდება ქართული საზოგადოებისა და თითოეული საქართველოს მოქალაქის ინტერესებში, – ყველა ინსტიტუციისა, რომელიც ამ საზოგადოებაში ფუნქციონირებს და ასევე ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ამ საზოგადოების წევრებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დავიწყეთ კოორდინირებული ოპერირება ქართულ რეალობაში. ჩვენ გვაქვს სურვილი გავაძლიეროთ ერთმანეთი და ამ შეხვედრაზე უკვე შევთანხმდით იმ საერთოზე, რაც ჩვენს მომავალ საქმიანობებში გვაკავშირებს და გვაერთიანებს. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დღეს შელახული აქვს იმიჯი ჩვენი საზოგადოების თვალში და ამ მიმართულებით დიდი შრომა უნდა იქნას გაწეული, რომ ეს ორგანიზაციები ეფექტურად ჩადგნენ საზოგადოებრივ სამსახურში და გაძლიერდნენ ინსტიტუციურად. ხალხმა უნდა დაინახოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საჭიროება და როლი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებასა და საზოგადოებრივი პროცესების დადებითი დინამიკის პროცესში. გვჭირდება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება, აუცილებელია ჩვენი ემიგრანტების ჩართულობა და ასევე ადგილობრივი ადაპტაცია.

ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ ვთანხმდებით ეთიკის გარკვეულ სტანდარტებზე, რაც კოორდინირებული მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ, აქ აუცილებელია მაღალი პროფესიონალური სტანდარტები და როგორც პიროვნული, ასევე ორგანიზაციული მოწიფულობა, რომ უხერხულ შემთხვევებსა და სიტუაციებს არ ქონდეს ადგილი. მთავარი მიზანი იქნება ჩვენ ჩვენი პროფესიული მიმართულებით, კოორდინირებული მუშაობით, ხელი შევუწყოთ თითოეული ამ ქვეყნის მოქალაქისა თუ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის კეთილდღეობას ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში. შეხვედრაზე საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ინიციატივით იქმნება ალიანსი, რომელიც ორიენტირებული იქნება ინდივიდუალური ცალკე ორგანიზაციული ერთეულებისა თუ ამ სფეროში ჩართული კონკრეტული ინდივიდების ერთობაზე, რომელიც გააძლიერებს ამ სფეროს.

გიორგი ბახტურიძე

ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის დამფუძნებელი.

სამოქალაქო სექტორის არსებული კრიზისიდან გამოსაყვანად, აუცილებელია სექტორთან ფართო დიალოგი და მათი მოსაზრებების მოსმენა-გაანალიზება. კარგი იქნება ამ კუთხით კვლევის ჩატარება და არსებული პრობლემების გაანალიზების შემდგომ შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ეს დიალოგიც ამას ემსახურება, მაგრამ კვლევისგან განსხვავებით უფრო ამორფულია. რაც მეტი ორგანიზაცია გაერთიანდება ამ პროცესში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთიდან მით უფრო წონადი იქნება ჩვენი განაცხადი, რომ შეიცვალოს არსებული მდგომარეობა და ანგარიში გაგვიწიოს პირველმა და მეორე სექტორმა.

ირინა ფუტკარაძე

საზოგადოებრივი დამცველის თავმჯდომარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის საბჭოს წევრი

საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის არსებული გარემოს შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართლებრივი, ინსტიტუციური, ფინანსური და საზოგადოებრივი ფაქტორების კომპლექსურ ანალიზს. თითოეული მათთაგანი  განსაზღვრავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფუნქციონირების ხარისხს, შესაძლებლობებს და გავლენას ქვეყნის განვითარების პროცესებზე. განსაკუთრებით საყურადღებოა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც შესაძლებელია გაუმჯობესდეს შემდგომი სისტემური მხარდაჭერის გზით: საზოგადოების ნაწილში არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნდობის დეფიციტი, რაც ამცირებს სექტორის საზოგადოებრივ ლეგიტიმაციას; მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც ზოგჯერ აფერხებს სამოქალაქო სექტორის მიუკერძოებელი პოზიციით აღქმას; საჯარო სექტორთან თანამშრომლობის პრაქტიკის ფრთხილი განვითარება, რაც საჭიროებს დიალოგის ინსტიტუციურ და მდგრად ჩარჩოებში მოქცევას.

ამ ფონზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე დგას მნიშვნელოვანი ამოცანები, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორის გაძლიერებას: 1. საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობის შენარჩუნებასთან ერთად, ადგილობრივი დაფინანსების მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა; 2. საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაცია — ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მეშვეობით საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცება; 3. კონსტრუქციული დიალოგის გაღრმავება; 4. სექტორული თანამშრომლობა და კონსოლიდაცია — პლატფორმებისა და ქსელების განვითარება საერთო გამოწვევებზე რეაგირების მიზნით.

შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი და დროული, რადგან მან გააერთიანა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთ სივრცეში, სადაც განხილულ იყო  სექტორის აქტუალური და სენსიტიური საკითხები. ამ ტიპის შეხვედრები ქმნიან დიალოგის პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო სექტორის კონსოლიდაციას, გამოცდილების გაზიარებას და საერთო ინტერესების იდენტიფიცირებას. შეხვედრის ეფექტურობა ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გაგრძელდება ამ ინიციატივის განვითარება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით. თუ დაიგეგმება თანამშრომლობის მექანიზმები, ერთობლივი კამპანიები ან ადვოკატირების სტრატეგიები. აღნიშნული შეხვედრა ნამდვილად შეიძლება იქცეს გარდამტეხ პლატფორმად სექტორის გაძლიერებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შეხვედრებს ჰქონდეს გაგრძელება – მაგალითად, საკითხების მონიტორინგის ჯგუფების ჩამოყალიბება, პოზიციური დოკუმენტების შემუშავება და საერთო ინტერესების წარდგენა საზოგადოებასთან და სხვა მნიშვნელოვან ინსტიტუტებთან. საბოლო ჯამში, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო როგორც სოლიდარობისა და თანამშრომლობის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული გამოწვევების ერთობლივად დაძლევის შესაძლებლობით. მისი ქმედითი შედეგები იქნება დამოკიდებული შემდგომ თანამონაწილეობასა და პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

ლელა ქართველი

საზოგადოება ქართველის დამფუძნებელი, – ნიუ-იორკი, აშშ

სანამ ხალხი გააცნობიერებდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დადებით და უარყოფით მხარეებს, მე ვგულისხმობ 90-იანების მიწურულს, როდესაც ქვეყანა გამოვიდა პოსტსაბჭოთა სივრციდან, მაშინ უფრო კონკურენტუნარიანი იყო სამოქალაქო სექტორი. შემდეგ, როგორც კი გრანტების მიმღებმა ორგანიზაციებმა გაიჩინეს ლობისტები, (სხვაგვარად ვერც მიიღებდნენ გრანტებს) კონკურენტუნარიანობა შემცირდა. ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ ამოფარებული ასეთ ორგანიზაციებს, რამაც გამოიწვია ახალი ინიციატივების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების შეფერხება. როგორი კარგი ინიციატივაც არ უნდა გქონდეს, თუ ფინანსური მხარდაჭერა არ გაქვს, იდეა ვერ განხორციელდება. სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დეპოლიტიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის იწვევს მთელი სექტორის პოლარიზებას და პარალიზებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ გვინდა სამოქალაქო სექტორის განვითარება, საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა იყვნენ აპოლიტიკური. მთავარია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არ ეწეოდნენ. თითქმის ყველას უწერია წესდებაში ეს მიზანი, მაგრამ ინიციატივების განხორციელების შემთხვევაში შედეგი ხშირად სხვა დგება. არ უნდა იყვნენ ააიპ-ბი მხოლოდ ინსტრუმენტებად გამოყენებული, არამედ საზოგადოების მშენებლობაში პრაგმატულ როლს უნდა ასრულებდნენ. შეხვედრა, რაც ითვალისწინებდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგს, ვფიქრობ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ერთობლივი პროექტები განხორციელდეს, რათა ერთმანეთი გავაძლიეროთ.

საშა რუსეცკი

ფსიქოლოგიის და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი საქართველოში

ყველა სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ჰარმონიზაციას, არის მნიშვნელოვანი. ამ სექტორზე მონოპოლია არ უნდა ჰქონდეს არც ლიბერალურ და არც კონსერვატიულ ფრთას. იგი უნდა განიხილებოდეს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, საერთო პრობლემების აღმოფხვრაზე ორიენტირებული სტრატეგიული რესურსი. აშკარად არის კრიზისი, მაგრამ განწყობა მის მიმართ უნდა იყოს კონსტრუქციული, იმიტომ რომ იგი არის საშუალება განვითარების ახალ დონეზე გადასვლის. ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება უნდა გახდეს სამაგალითო მთელ მსოფლიოში და ეს არის სავსებით რეალისტური ამოცანა. ამის ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა შეწყვიტონ უხეში ზეგავლენა სამოქალაქო ორგანიზაციებზე. ეს შეეხება ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას. უნდა ასევე არსებობდეს ახალი თამაშის წესები, რომელიც ნორმატიულად უნდა დაფიქსირდეს.

ოთარ ღვინიაშვილი

შვედეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, შვედეთში ქართველთა სათვისტომოს აქტიური მხარდამჭერი, თავისუფალი საზოგადოება ახალი ნაკადი წარმომადგენელი შვედეთში

ჩვენი გაერთიანების მიზანი უნდა იყოს სამოქალაქო სექტორის ცნობიერების ამაღლება და ზოგადად სოციალური სტატუსის გაძლიერება. წლების განმავლობაში დაგროვილი ნეგატიური გამოცდილების გამო საზოგადოებაში არსებული კრიზისი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ შეიცვლება როგორც კი შედგება დიდი გაერთიანება და ყველა თავის წვლილს შეიტანს დარგობრივად საკუთარი სფეროს განვითარებაში, რაც ავტომატურად გამოიწვევს ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში. წარსულს ჩავაბაროთ ის დრო როდესაც ასეთი ორგანიზაციების თვითმიზანი იყო ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება და ვითანამშრომლოთ წარმატებული, რეალიზებული თაობის წამოსაწევად. რაც მომავალში შეაჩერებს ქვეყნიდან ნიჭიერი და შრომისუნარიანი ახალგაზრდების გადინებას. მჯერა რომ საერთო ძალისხმევითა და გამოცდილებით ჩვენ შევძლებთ საზოგადოების განვითარებაში ახალი ეტაპის დაწყებას. ჩემის მხრივ, მაქსიმალურად შევეცლდები რა რესურსებზეც იქნება ხელმისაწვდომობა შვედეთიდან ეს იქნება გამოცდილება თუ ნებისმიერი სხვა, მხარში დავუდგე როგორც შვედეთში მცხოვრებ ქართველებს ასევე საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროცესს.

კონსტანტინე გაგნიძე

საზოგადოებრივი ორგანიზაცია Young Folks LV პროექტების მენეჯერი, ლატვია

დღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, საკმაოდ დაძაბულ და რთულ გარემოში უწევთ მუშაობა და სწორედ ამიტომაც არის საჭირო, მეტი ერთობა და თანამშრომლობა. ორგანიზაციებმა ერთმანეთი არა როგორც კონკურენტები, არამედ მეგობრებად, პარტნიორებად უნდა აღიქვან და დაეხმარონ ერთმანეთს, რადგან ჩვენ ყველას საერთო მიზანი გვამოძრავებს – ქართული საზოგადოების გაძლიერება. მივესალმები მსგავს შეხვედრებს და იმედია მეტი თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა იქნება.

The Tbilisi Times

მასალა მოამზადა ციცი კიკვაძემ

ShareTweet

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს
ახალი ამბები

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად
ახალი ამბები

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

საინტერესო

საგანი „მე და საზოგადოება“  სავალდებულო იქნება და  2017-2018  სასწავლო წლიდან შევა სკოლებში

საგანი „მე და საზოგადოება“ სავალდებულო იქნება და 2017-2018 სასწავლო წლიდან შევა სკოლებში

10 years ago
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა

8 years ago
“მე ძალიან ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციის საკითხს საქართველოსთან მიმართებაში”

“გერმანია მთელი ძალებით ეხმარება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში”

10 years ago

აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ ზარი 12 წლის მოზარდმა განახორციელა

13 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by