• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წვევამდელთა სისტემა საქართველოში ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით ამოქმედდება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იზორიასაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის (Riigikogu) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანეს ჰანსოს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე წვევამდელთა სისტემას ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების მიხედვით დანერგავს. „განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით შევეხეთ წვევამდელთა სისტემას. უნდა ვთქვა, რომ ესტონეთში ეს სისტემა დიდი ხანია მუშაობს და კიდევ ერთხელ მოვისმინე ძალიან კარგი არგუმენტები თუ რატომ არის საჭირო წვევამდელთა სისტემის არსებობა ისეთი მცირე ერებისთვის, როგორიც საქართველო და ესტონეთია. ჩვენ იანვრის ბოლოს ესტონეთში ვიზიტს ვგეგმავთ, რათა ადგილზე გავეცნოთ ამ სისტემის მუშაობას; მაქსიმალური გამოცდილების გაზიარებით ნატოს წევრი ქვეყნებისა დავნერგოთ ჩვენთანაც, სწორედ, ამ სტანდარტებით წვევამდელთა სისტემა“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახური გააუქმეს, თუმცა შემდეგ აღადგინეს, რადგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში მონაწილეობის მიღება თითოეული მოქალაქის ვალია. ჰანეს ჰანსო ქართულ მხარეს აღნიშნული საკითხის წარმატებით განხორციელების საქმეში მხარდაჭერას დაჰპირდა.

„ჩვენმა კოლეგებმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახური რამდენიმე წლის წინ გააუქმეს. თუმცა, ასევე, საქართველოს მეგობარმა ქვეყანამ – ლიტვამ აღადგინა სავალდებულო სამსახური. შვედეთიც აპირებს აღადგინოს ჯარში გაწვევა. ნორვეგიამაც აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ფინეთს კი არასდროს გაუუქმებია ჯარში გაწვევა. ვფიქრობ, ესტონეთმა და ფინეთმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არასდროს გაუუქმებიათ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა. ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საქმეში მონაწილეობის მიღება. თუ თქვენ კვლავ აღადგენთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას, ჩვენ დაგეხმარებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს“, – აღნიშნა ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ლევან იზორიამ ესტონელ სტუმარს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერისათვის. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ. თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა სამხედრო აკადემიებს შორის ურთიერთობა; მან სურვილი გამოთქვა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმასპინძლოს ესტონელ სამხედრო ინსტრუქტორებს, რომლებიც ქართულ მხარეს მაგისტრის პროგრამის ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან. მხარეებმა, ასევე, აღნიშნეს სამხედრო წვრთნებში ქართველი და ესტონელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთში თეა ახვლედიანი, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი, ესტონეთის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა და დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრნენ.

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჰანნეს ჰანსო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის გახსნას დაესწრო, ასევე, შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 17 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიალზე იმყოფებოდა.

ჰანნეს ჰანსოს 2015-2016 წლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა. 2016 წლის 24 ნოემბრიდან ის ესტონეთის პარლამენტში განაგრძობს მუშაობას.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ჯაბა სამუშია: “11 ათასამდე ოჯახს დასუფთავების დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს”

ჯაბა სამუშია: “11 ათასამდე ოჯახს დასუფთავების დავალიანების გადახდა აღარ მოუწევს”

12 years ago
საქართველო და კატარი კულტურის სფეროში ითანამშრომლებენ

საქართველო და კატარი კულტურის სფეროში ითანამშრომლებენ

11 years ago

პროკურატურა: “გავრცელებული ინფორმაცია მთავარი პროკურორის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, არის სიცრუე”

9 years ago
რას წარმოადგენს ნეტურეი კართა („ქალაქის მცველნი“) და რას ეწინააღმდეგებიან ისინი?

რას წარმოადგენს ნეტურეი კართა („ქალაქის მცველნი“) და რას ეწინააღმდეგებიან ისინი?

6 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by