• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სოლტანის, ოჯახთან დასამშვიდობებლად, მხოლოდ 10 წუთი მისცეს” – 26 წლის ირანელ პროტესტანტს 14 იანვარს ჩამოახრჩობენ

7 months ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“სოლტანის, ოჯახთან დასამშვიდობებლად, მხოლოდ 10 წუთი მისცეს” – 26 წლის ირანელ პროტესტანტს 14 იანვარს ჩამოახრჩობენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ირანელი პროტესტანტი ერფან სოლტანი სიკვდილით დასჯის პირასაა. 26 წლის სოლტანს 14 იანვარს ჩამოახრჩობენ. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ საშინელი ფაქტისკენაა მიმართული.

თეირანმა საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ზომები მიიღო და მონაწილეებს „მეამბოხეებად“ მოიხსენიებს. ირანის ხელისუფლება ემზადება სიკვდილით დასაჯოს პროტესტის მონაწილე. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, ეს შეიძლება იყოს პირველი სიკვდილით დასჯა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან.

ვინ არის ერფან სოლტანი?

ერფან სოლტანი 26 წლის ირანელი პროტესტანტია, რომელიც უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ საყოველთაო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. სოლტანი თეირანთან ახლოს, კარაჯის გარეუბანში, ფარდისის მკვიდრია.

The New York Post-ის ცნობით, სოლტანი 8 იანვარს ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის დროს დააკავეს. წყაროებმა ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციას (IHR) განუცხადეს, რომ „მის ოჯახს უთხრეს, რომ მას გამოუტანეს სიკვდილით დასჯა და სასჯელი 14 იანვარს უნდა აღსრულდეს“.

როგორც ამბობენ, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ღმერთის წინააღმდეგ ომის წარმოებაში“, რაც ირანის კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, იტყობინება The US Sun.

სოლტანის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მას ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯამდე, არც ადვოკატის აყვანის და არც თავდაცვის საშუალება არ მისცეს.

აქტივისტებმა განაცხადეს, რომ სოლტანის, ოჯახთან დასამშვიდობებლად, მხოლოდ 10 წუთი მისცეს. ინფორმაციის თანახმად, სოლტანის დას, ლიცენზირებულ ადვოკატს, ძმის საქმის მასალებზე წვდომა შეუზღუდეს და სასამართლოში წარმომადგენლობაც არ მისცეს.

დარბევა მკაცრდება, რადგან დაღუპულთა რიცხვი იზრდება

თეირანმა საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა დაიწყო და მონაწილეებს „მეამბოხეები“ უწოდა. „როიტერის“ ცნობით, საპროტესტო აქციებში დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, უსაფრთხოების თანამშრომლები. აშშ-ში დაფუძნებულმა უფლებადამცველმა ჯგუფმა HRANA-მ განაცხადა, რომ 12 იანვრის ბოლოსთვის 646 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა, მათ შორის – 505 მომიტინგე, 113 სამხედრო და უსაფრთხოების ძალების წევრი და შვიდი გამვლელი, ხოლო გამოძიება კიდევ 579 დაღუპულთან დაკავშირებით მიმდინარეობს. HRANA-მ დასძინა, რომ 28 დეკემბერს საპროტესტო აქციების დაწყებიდან 10 721 ადამიანი დააკავეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობამ, შესაძლოა, ვაშინგტონის მხრიდან სამხედრო რეაგირება გამოიწვიოს. თეთრმა სახლმა 12 იანვარს განაცხადა, რომ აშშ ირანის დაბომბვის საკითხს განიხილავს. საპასუხოდ, ირანმა გააფრთხილა, რომ თუ პირველი დარტყმა განხორციელდება, მაშინ ირანი მიზანში ამოიღებს ამერიკულ სამხედრო და კომერციულ ობიექტებს. გამოცემა „The US Sun“-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა: „ირანის ისლამური რესპუბლიკა ომს არ ეძებს, მაგრამ ომისთვის სრულად მზადაა“.

ShareTweet

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

საინტერესო

“ქართული ღვინის ექსპორტი 44%–ით გაიზარდა”

10 years ago
გომბორის გზაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახნენ | არის მსხვერპლი

გომბორის გზაზე ერთმანეთს მოტოციკლი და მანქანა შეეჯახნენ | არის მსხვერპლი

2 years ago

გაეროს ინსპექტორთა ანგარიში ბან კი მუნს გადაეცა

13 years ago
“გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ჯოგური იმუნიტეტის ცნება გაქრა… ამ ინფექციის აღმოფხვრა ვერ მოხერხდება“ 

4 years ago

ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ჩაქვის ტერიტორიაზე სატვირთო მატარებელი ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების...

მეტის ნახვაDetails
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026
  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by