5 საათის წინ
თამარ ჟვანია – თუ ყველა მხარე სრულყოფილად დაიცავს კანონს და ეთიკის ნორმებს, ამ კანონმდებლობის პირობებში გამჭვირვალე და ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება აბსოლუტურად შესაძლებელია
5 საათის წინ
პრემიერი – ჩვენი მიზანია, სრულფასოვანი წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, რომლისთვისაც ბევრი რეფორმები და შრომა მოგვიწევს
5 საათის წინ
გაერო-ს ბავშვთა ფონდის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის დაწყებასთან ერთად, საქართველომ პრიორიტეტი სკოლების გახსნას უნდა მიანიჭოს
1 დღის წინ
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა
1 დღის წინ
ეროვნული ბიბლიოთეკა და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ციფრულ ეკოთეკასა და ეკობიბლიოთეკას შექმნიან

1369648806_tamar_beruchashvili-3საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი იმედოვნებს, რომ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი 2015 წლისთვის დასრულდება.

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით თარიღებით მანიპულირება არ შეიძლება, თუმცა 2015 წელი, შესაძლოა, ორიენტირად ჩაითვალოს. მისივე განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან წრადგენილი ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ორი ფაზისგან შედგება, ეს არის: საკანონმდებლო და იმპლემენტაციის ფაზები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ყოველი ფაზის ფარგლებში ევროკავშირი სპეციალურ შემფასებელ მისიებს აგზავნის, რომლებიც აფასებენ მდგომარეობას თუ რამდენად მზად არის ქვეყანა შემდგომი ნაბიჯებისათვის და იძლევიან რეკომედაციას. სწორედ აღნიშნული რეკომდაციების საფუძველზე ევროკავშირის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას.

“ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი მისია, შეფასება არის კარგი. პრაქტიკულად, უმეტესი ნაწილი საკანონმდებლო ფაზის კარგად არის შესრულებული. მაგრამ ჩვენ კიდევ ველით გაზაფხულზე ერთ მისიას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ უნდა დავასრულოთ პირველი საკანონმდებლო ფაზა და ოფიციალურად გადავიდეთ იმპლემენტაციაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ზაფხულამდე მოხდება”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ბევრი საკითხი დამოკიდებულია საქართველოს შედეგებზე და ევროკავშირის შეფასებებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ პროცესი 2015 წელს დასრულდება. თუმცა, მისივე განმარტებით, უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება პოლიტიკურია და საქართველომ კარგად უნდა შეასრულოს საშინაო დავალება, კარგი შეფასება უნდა მიიღოს, შემდეგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რათა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცეთ.

Please follow and like us: