მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა.
ავარიის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები, მათ შორის, ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა, უცნობია.












