• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“

2 days ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„პირდაპირ პნევმონიას იწვევს…“ – მაია ბუწაშვილი რუსეთში დაფიქსირებულ „შავ ჭირზე“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შავი ჭირი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპიდემიად მიიჩნევენ. დაავადებას ბაქტერია Yersinia pestis იწვევს და ის ძირითადად მღრღნელებსა და მათ რწყილებთან არის დაკავშირებული. შავი ჭირის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმა პნევმონიური, ანუ ფილტვის ფორმაა, რომელიც შესაძლოა ადამიანიდან ადამიანს ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცეს.

რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით ლაბორატორიის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ბუწაშვილის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლაბორატორიაში მუშაობისას დაზიანდა ბაქტერიის შემცველი სინჯარა, რის შედეგადაც თანამშრომელი დაინფიცირდა. ინფექციონისტის ინფორმაციით, მის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით იზოლაციაში დაახლოებით 200 ადამიანია, თუმცა, მისი შეფასებით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ფართოა ინფექციის გავრცელების მასშტაბი.

„ამასთან დაკავშირებით იზოლაციაშია 200-მდე ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. საქმე იმაშია, რომ ბევრ დეტალს ალბათ უახლოეს მომავალში ვერც გავიგებთ, რადგან რუსეთში ეპიდაფეთქებების დროს კომუნიკაციის საერთაშორისო ნორმებს არ იცავენ და მსგავსი ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალება ხოლმე“, – წერს მაია ბუწაშვილი.

ინფექციონისტი ყურადღებას ამახვილებს შავი ჭირის სხვადასხვა ფორმაზე და განმარტავს, რომ ბუნებრივად გავრცელებული დაავადება, როგორც წესი, მღრღნელებსა და რწყილებთან არის დაკავშირებული.

მისი თქმით, ბუნებრივი გზით გავრცელებული შავი ჭირი უმეტესად კანის დაზიანებითა და ე.წ. ბუბოს – მტკივნეული, გადიდებული ლიმფური კვანძის – წარმოქმნით იწყება. მოგვიანებით ინფექცია შესაძლოა სხვა ორგანოებზეც გავრცელდეს.

რაც შეეხება პნევმონიურ ფორმას, ბუწაშვილის განმარტებით, ინფექცია სასუნთქი გზებიდან ხვდება ორგანიზმში და პირდაპირ ფილტვების დაზიანებას იწვევს. სწორედ ეს ფორმა წარმოადგენს ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების თვალსაზრისით განსაკუთრებულ საფრთხეს.

„რაც შეეხება შავი ჭირის, როგორც ბიოტერორიზმის აგენტის კლინიკურ მიმდინარეობას, რადგან ის შესუნთქვით ვრცელდება, პირდაპირ პნევმონიას იწვევს, კანის ფორმის გარეშე. პნევმონიური შავი ჭირი საკმაოდ ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე“, – აღნიშნავს ინფექციონისტი.

ბუწაშვილი პარალელს ავლებს საბჭოთა პერიოდში მომხდარ სვერდლოვსკის ჯილეხის ეპიდაფეთქებასთან და აღნიშნავს, რომ აღნიშნული შემთხვევის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაცია წლების განმავლობაში არ იყო ცნობილი.

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდში ბიოლოგიური იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ არაერთი ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო.

„რაც შეეხება შავ ჭირს, არსებობს მისი ბუნებრივად გავრცელებული ფორმა, რომელიც მღრღნელებს და რწყილებს გადააქვთ, და ბიოტერორიზმის მიზნით შემუშავებული ფორმა, რომელიც გადაეცემა ჰაერით გავრცელებული ბაქტერიის შესუნთქვით“, – წერს ბუწაშვილი.

ინფექციონისტი ასევე იხსენებს ჩერნობილის კატასტროფას და საბჭოთა პერიოდში მომხდარი ეპიდაფეთქებებისა და სხვა მასშტაბური მოვლენების შესახებ ინფორმაციის დამალვის პრაქტიკაზე საუბრობს.

ბუწაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული ვითარების სრული სურათი უცნობია და უცნობია, გადაიზრდება თუ არა შემთხვევა უფრო ფართო ეპიდემიურ პროცესში.

„ამჟამად რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი არ ვიცით. იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, – წერს ინფექციონისტი.

ShareTweet

ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026
„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს
ახალი ამბები

„საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს

10/08/2026
ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/08/2026
„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს
ახალი ამბები

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ 10/08/2026
  • „საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი… გოგიაშვილი პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა“ – მედია ხმაურიანი დანაშაულის ახალ დეტალებზე წერს 10/08/2026
  • ახალგაზრდა დიზაინერი გარდაიცვალა! – საქართველოს სახელმწიფო ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by