• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, November 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორე: საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არასდროს არ ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე”

13 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ილია მეორე: “საქართველომ უნდა აირჩიოს ოქროს შუალედი”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

previewსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში უწმინდესმა მადლობა გადაუხადა ნილს მუჟნიეკს საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. “ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში და თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ის მოვლენები, რომლებიც ვითარება უკრაინაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რთული სიტუაციაა მსოფლიოში. მე მგონია, თქვენი ჩამობრძანება ძალიან საჭიროა ჩვენთვის, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროსტრუქტურების წევრი. საქართველო, მოგეხსენებათ უძველესი კულტურის ქვეყანაა და ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობაზე, ჩვენს კავშირებზე, უნდა იყოს გათვალისწინებული ის მრავალსაუკუნოვანი უძველესი კულტურა, რომელიც საქართველოს გააჩნია. კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და მადლობას გიხდით მობრძანებისათვის”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე. თავის მხრივ, ნილს მუჟნიეკსმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ უწმინდესი მის წინამორბედს, თომას ჰამარბერგს არაერთხელ შეხვედრია, ეს შეხვედრები ემთხვეოდა რუსეთის ომს და მის შემდგომ პერიოდს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა აღნიშნა, რომ თომას ჰამარბერგი უწმინდესისგან ძალიან დიდ მორალურ მხარდაჭერას იღებდა ამ ვიზიტების დროს. “თქვენ ბრძანეთ, რომ რთულ დროში ცხოვრობთ, უკრაინაში განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რამენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების დაცვას, არ დავუშვათ ძალადობა, ძალმომრეობა და ტკივილი. ჩემს მთავარ ამოცანას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო საქართველოს და ევროპის საბჭოს წევრ სხვა სახელმწიფოებს, ნამდვილად ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული კულტურა ჩამოაყალიბონ. ევროპა პატივს სცემს ყველა ერის, ყველა ხალხის ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას”, – აღნიშნა შეხვედრაზე ნილს მუჯნიეკსმა. იგი ასევე დაინტერესდა პატრიარქის შეხედულებებით საქართველოში სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ჯგუფებთან დაკავშირებით და ამ ჯგუფების ურთიერთობაზე ერთმანეთში. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნის დროს შეხვდა სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს, განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე პირებს. მან კათოლიკოს-პატრიარქს ამ თვალსაზრისით შეხედულებებისა და მოსაზრებების გაზიარება სთხოვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები საქართველოში უძველესი დროიდან იყვნენ, კერძოდ, 26 საუკუნის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ ებრაელები, ასევე მუსლიმები, ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლები. “მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არასდროს არ ყოფილა ბრძოლა რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ის საკითხები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემდეგ წამოიშვა, ჩვენი ძმური სიყვარულით ვწყვეტთ. მე თავად აღზრდილი ვარ ისეთ ოჯახში, რომლის მეგობრები ისლამის წარმომადგენლები იყვნენ და ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. მე ვხედავ, რომ საქართველო არის ნამდვილი მაგალითი სხვა ქვეყნებისათვის ამ ურთიერთობებში”, – აღნიშნა შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 25.01.14

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

ილია მეორე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი”

ილია მეორე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი”

12 years ago
პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება

10 years ago
რუსეთის ბაზარზე ბოლო 5 თვიან თანამშრომლობას ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აფასებენ

იანვარ-მარტში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 51%-ით გაიზარდა

11 years ago
სახელმწიფო რაგბის დაფინანსებას ზრდის

სახელმწიფო რაგბის დაფინანსებას ზრდის

13 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by