• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საკრებულოში გუშინ ბიუჯეტთან დაკავშირებით უმრავლეოსობასა და მერიას შორის კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა

13 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

C5D3585B-4729-40B6-800C-DAD8D7F7DCBB_mw1024_n_sსაკრებულოში  ბიუჯეტთან დაკავშირებით უმრავლეოსობასა და მერიას შორის კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.

მხარეების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროცედურებს, რომლის მიხედვიდაც სამომავლოდ  ბიუჯეტის პროექტის შეჯერებული განხილვა მოხდება.

დედაქალაქის მთავრობა კონსულტაციებს დადებითად აფასებს, საკრებულოს დეპუტატები კი მერიას კვლავ უნდობლობას უცხადებენ.

სევდია უგრეხელიძის  განაცხადებით, დედაქალაქის მთავრობა თავს შეიკავებს განცხადებებისგან, მანამ სანამ კონსულტაციების მეორე რაუნდი არ შედგება.

მისივე თქმით, მერია  საკრებულოს დეპუტატების მიერ წერილობით გაგზავნილ შენიშვნებს დაელოდებადა იმედს გამოთქვამს, რომ კომისიების სხდომებზე მიწვეულნი იქნებიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც დეპუტატების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებენ.

,,ჩვენ კმაყოფილებას გამოვთქვამთ საკრებულოს მხრიდან კონსტრუქციული ქმედებების გამო. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო შეხვედრის ინიციატორს, ქალბატონ გულიკო ზუმბაძეს. მიმაჩნია, რომ ამ კონსულტაციებით საბოლოოდ გაირკვევა რეალურად რომელ პუნქტებზე ვჯერდებით და რომელზე ვერ“,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. შეხვედრას საკრებულოს უმცირესობის წევრებიც ესწრებიდნენ.

,,დღეს თბილისის მთავრობასა და საკრებულოს უმრავლესობას შორი სერთობლივო სამუშაო შეხვედრა შედგა , რომელიც  საკმაოდ კონსტრუქციული იყო, თუმცა იყო დებატებიც და ემოციებიც. საბოლოოდ  იმ შეთანხმებამდე მივედით, რომ კომისიებში კონკრეტული შენიშვნების კონცენტრირება უნდა დაიწყოს,  რომელიც შემდგომ საფინანსო- საბიუჯეტო კომისიას გადაეცემა და  თბილისის მთავრობა ამ შენიშვნების გათვალისწინებით  ბიუჯეტზე იმუშავებს. შესაბამისად, ის რისი მიღებაც შესაძლებელია იქნება მიღებული და ის, რაც არარეალურია, ბუნებრივია,  ბიუჯეტს მიღმა დარჩება“, – აღნიშნა კახაბერ ბროკიშვილმა.

საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, შეკითხვები, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას  თბილისის მთავრობის მისამართით გააჩნდა კვლავაც ძალაში რჩება.

,,მერიის მიმართ უნდობლობა ჩვენს შეხვედრას ფონად გასდევს, თუმცა მზადყოფნას გამოვთქვამთ, გაგრძელდეს ასეთი ტიპის შეხვედრები. ეს იყო პირველი კოსტრუქციული დიალოგი, რის შემდეგაც მერიის სამსახურებთან ერთად ბიუჯეტს კომისიებზე განვიხილავთ და  მერია შეჯერებულ ვარიანტს   შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მიიღებს.

შენიშვნები კიდევ უფრო მეტია ვიდრე ის 14 პუნქტი. ჩვენ გვსურს მეტი სინათლე მოვფინოთ ბიუჯეტს.  საინტერესოა, რამდენად გაითვალისწინებს ამ შენიშვნებს და მოთხოვნებს მერია. ასევე  მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა და პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

“ძალიან ბევრი შეკითხვა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობას თბილისის მთავრობის მისამართით გვქონდა ისევ ძალაში რჩება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თბილისის მთავრობის მხრიდან საბოტაჟის განხორციელების საფრთხეებს. აღმოჩნდა, რომ თბილისის მთავრობა არ აპირებს გადახედოს იმ მუხლებს, სადაც გაუმჭვირვალობასთან  დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული შენიშვნები გვქონდა. ამასთან ჩვენს მიერ დასახელებული მთელი რიგი სოციალურ მუხლებში, სადაც ვთვლიდით , რომ პრიორიტეტულად უფრო მეტი თანხა უნდა იყოს გადანაწილებული, მერია არ გეგმავს რაიმეს შეცვლას. ეს ყველაფერი კი მოასწავებს იმას , რომ დღეს თბილისის მთავრობა მოვიდა იგივე დღის წესრიგით, როგორც 29 დეკემბერს და ვერ მოიპოვა საკრებულოს მხარდაჭერა. ამის მიუხედავად ჩვენ ვაპირებთ ისევ გადავუგზავნოთ ჩვენი შენიშვნები და მოვისმინოთ მათზე არგუმენტირებული პასუხი. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად დღევანდელი შეხვედრისა ჩვენი მხრიდან კვლავ ძალაში რჩება უნდობლობა თბილისის მთავრობის მიმართ”,  – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრის მიზანსა და პროდუქტიულობაზე საკუთარი აზრი საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემაც დააფიქსირა.

მაკა გვარამიას განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე, სამწუხაროდ, საკრებულოს მხრიდან არსებულ შენიშვნებთან დაკავშირებით მერიამ თავისი პოზიცია არ შეცვალა.

,,სამწუხაროდ, მერიის წარმომადგენლებმა ჩვენს მიერ წარმოდგენილ შენიშვნების გათვალისწინებისა და ძირფესვიანად განხილვის თაობაზე მზადყოფნა არ გამოთქვეს.

გამგებლების მხრიდან საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და მე პირადად მათ არ ვენდობი. ისინი ბიუჯეტს პარტიული ინტერესებისთვის იყენებენ და ამიტომ მე მათი უფლებამოსილების შეჩერების მომხრე ვარ“,–აღნიშნა მაკა გვარამიამ.

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე საკრებულოს უმრავლესობში შემავალი ფარქციების თავმჯდომარეების შეთავაზებას დათანხმდა და საკრებულოში მოადგილეებთან და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად 17:00 საათზე მივიდა.

შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. კონსულტაციების მეორე რაუნდი ბიუჯეტის კომისიებში განხილვის შემდეგ შედგება.

28.01.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

გიორგი რუხაძე: “მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას”

10 years ago

მამუკა ბახტაძე – 2018 წლის ბიუჯეტით მიმდინარე ხარჯები 23,9 პროცენტამდე შემცირდება

8 years ago

მერია სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას იწყებს

9 years ago
ქმრის მიერ მოკლულ ქალს 4 თვის შვილი დარჩა – “ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი… ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო”

ქმრის მიერ მოკლულ ქალს 4 თვის შვილი დარჩა – “ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი… ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო”

3 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by