• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვანო მერაბიშვილი: „ვიყავი მართალი მაშინაც და მართალი ვარ დღესაც“

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ვანო მერაბიშვილი: „ვიყავი მართალი მაშინაც და მართალი ვარ დღესაც“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

vano merabiSviliვანო მერაბიშვილის განცხადება 29 იანვარს გავრცელებული მუხროვანის აჯანყების კადრების შესახებ საკუთარი ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებს.

შსს-ს ექს-მინისტრის განცხადებას „თბილისი თაიმსი“ სრულად გთავაზობთ:

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც მუხროვანის აჯანყების დროს არის გადაღებული. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე, პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა და მინდა რამდენიმე მცირე დეტალს მივაქციო თქვენი ყურადღება.

იმ დროს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში გარდა ყველასთვის ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, მონაწილეობდა ორი რუსი “მრჩეველი”. ჩვენი ინფორმაციით, შეთქმულების ორგანიზატორებმა კვალის დაფარვის მიზნით მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის დავალებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ამის ინტერპრეტირებას, თითქოს ეს არის მკვლელობის შეკვეთა, ამ განცხადებიდან, რომელიც მოისმინეთ, ერთ საათში ამ დანაყოფის მიერ სხვადასხვა ფორმით დაკავებული იქნა მინიმუმ 15 ადამიანი. სოფელ მუხროვანთან დაკავებული იქნა რამდენიმე კაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი, თუ არ ვცდები 5-7 ადამიანი და არც ერთი მათგანის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ. გარდა ამისა, დაკავებული იქნენ ორგანიზატორები და ასე შემდეგ. ამ დღიდან, სამი კვირის თავზე, გლდანში ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს ოთანაძე და მისი ჯგუფი. ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. ყველა მასალა, როგორც პირველი, ასევე მეორე ოპერაციის შესახებ, რომელთა გადაბმასაც ცდილობენ პოლიტიკოსები, ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე მინდა მოვუწოდო პროკურატურას მიუკერძოებლად შეისწავლონ ეს საკითხი. მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში.

მე ღმერთმა მარგუნა 2008 წლის ომის დროს, კოდორის ოპერაციის დროს, ამ აჯანყების დროს ვყოფილიყავი ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი და ჩემს სიმტკიცეზე იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და გადარჩენა. მე არასოდეს არ გამიცია ბრძანება არცერთი ადამიანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით და აქვე ჩანს, რომ ჩვენ ვეძებთ იმ ორი რუსი ოფიცრის, “მრჩევლის” გვამს, რათა დავამტკიცოთ მათი კავშირი, რადგან ჩვენი ინფორმაციით ისინი თავიდან მოიცილეს. ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ განხორციელდა რამდენიმე ადამიანის დაკავება, ესენი არიან ადამიანები, რომლებაც მიატოვეს და გაიქცნენ მუხროვანის ბაზიდან 5-7 კილომეტრის მანძილის. ამ დანაყოფებმა, რომლებსაც მე ვუტარებ ინსტრუქტაჟს და დავალებებს ვაძლევ, ამ ადამიანებმა აიყვანეს სისხლის ღვრის გარეშე 7 კაციანი ჯგუფი. ეს ის რეინჯერები არიან რომლებიც წავიდნენ მუხროვანში და იქ დაიწყეს ამბოხი. ყველას ახსოვს მუხროვანის ხელმძღვანელის განცხადება, რომ გამოყვანონ ტანკები, თუმცა მათ, იმის გამო, რომ დიდი მასა ბატალიონისა არ დაემორჩილა, ვეღარ შეძლეს ქალაქში ამ ტანკების ჩამოყვანა.

მე, ერთის მხრივ ვთვლი, რომ ყველაფერში ვარ მართალი და მეორეს მხრივ მოვუწოდებ სამართალდამცავ ოგანოებს, ისინი არ არიან პოლიტიკოსები, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები. ყველა მასალა და დოკუმენტი არის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ ადამიანებიდან ბევრი დღესაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტოში. დანარჩენები, ვინც არ მუშაობენ, საქართველოში არიან და ძალიან ადვილია ამის დადგენა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც მოხდა ოთანაძის ჯგუფის დაკავება, მაშინ დაიჭრა თავად ოთანაძე და ამირიძე. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ვთხოვე ჩემ მეგობარს გივი თარგამაძეს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მოახდინა თუ არა გივი თარგამაძემ დარეკვა საავადმყოფოში და მოითხოვა თუ არა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ამ ადამიანებისათვის, არა მარტო იმიტომ, რომ ესენი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, არამედ იმიტომაც, რომ ეს ადამიანები იყვნენ მატარებლები ჩვენთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციის, თუ როგორ დაგეგმა რუსულმა სპეცსამსახურებმა ეს აჯანყება.

მე ამით დღეს დავასრულებ. მე მზად ვარ, როგორც ყოველთვის, ყველა შეკითხვას ვუპასუხო და ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, ვისაუბრო ყველა იმ დეტალზე, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოხდა. ის ფაქტი, რომ მე კამერების წინ თავისუფლად ვლაპარაკობდი, ეს მიანიშნებს იმას, რომ ვიყავი მართალი მაშინაც და მართალი ვარ დღესაც. მესმის, რომ ბევრისთვის შეიძლება მომგებიანია დღეს ამ განცხადების გაკეთება რაც გააკეთეს, იმ ფონე როდესაც დასასრულს უახლოვდება სასამართლო პროცესები ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მხარდაჭერების, სასამართლოს და საზოგადოების თვალში ჩვენ გამოვჩნდეთ როგორც მკვლელები და მკვლელობის შემკვეთები. მე ამაყად შემიძლია ჩავხედო თვალებში ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახის წევდებს და მე შემიძლია ვიამაყო, რომ მომიწია ასეთ გადამწყვეტ მომენტში ყოფნა ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და ასეთი წვლილი შემეტანა იმისათვის, რომ დღეს საქართველო არის ერთიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც ნაკლებად ემუქრება საფრთხე რუსეთის ზეწოლისაგან, ვიდრე ეს დაემუქრა თუნდაც უკრაინას ან სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. დიდი მადლობა!“, – ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.

30.01.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

აკაკი ზოიძე: 4 ქრონიკული დაავადების მედიკამენტები 30–50 ლარის ნაცვლად  1 ან 2 ლარი ეღირება

აკაკი ზოიძე: “მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მთავრობა გვყავს”

8 years ago
გოკა გაბაშვილი: ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე კახი კალაძის პირადი სათამაშო არ არის

გოკა გაბაშვილი: ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე კახი კალაძის პირადი სათამაშო არ არის

9 years ago
ახლა გადავდივართ პიკს და დაღმავალ ფერდზე გავდივართ – გამყრელიძე

ახლა გადავდივართ პიკს და დაღმავალ ფერდზე გავდივართ – გამყრელიძე

5 years ago
ყველასთვის ცნობილი, ქართველი დედმამიშვილები

ყველასთვის ცნობილი, ქართველი დედმამიშვილები

5 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by