• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რამდენად დაცულია დღეს საქართველოში საავტორო უფლებები?!

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
რამდენად დაცულია დღეს საქართველოში საავტორო უფლებები?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საკმაოდ ხშირია საავტორო უფლებების შელახვის საკითხები, პლაგიატის, ნამუშევრების მითვისებისა და უკანონოდ  გამოყენების შემთხვევები. რესტორნებსა და რადიოებში ესა თუ ის სიმღერები ავტორების ნებართვის გარეშე სრულდება, ჰონორარის გადახდაზე კი ლაპარაკი ზედმეტია. ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა, თუ რა ბერკეტები გააჩნია ”საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას” ავტორთა უფლებების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობა რამდენად ითვალისწინებს ავტორების უფლებებს და თავად ავტორებს რა პოზიცია აქვთ ამ საკითხზე.

unnamed (2)“საავტორო უფლებების ასოციაციის” თავმჯდომარე გიგა კობალაძე ”თბილისი თაიმსს” ესაუბრა ასოციაციის მოვალეობებზე, ავტორების უფლებებსა და ნაწარმოებების დაცვის საკითხებზე:

“საავტორო უფლება არის იმ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოეშობა ავტორს მის მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე. საავტორო უფლებები ვრცელდება ავტორის ინტელექტუალური შრომის შედეგად შექმნილ ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებზე, შესაბამისად, საავტორო უფლებები ვრცელდება ყველა ნამუშევარზე ლიტერატურის, მეცნირებისა და ხელოვნების სფეროში, მისი გამოხატვის ხერხისა და ფორმის მიუხედავად. მაგალითისათვის ასეთი ნაწარმოებია: მოთხრობა, ნოველა, ლექსი, პოემა და სხვა ლიტერატურული ნაწარმოები, დრამატულ-თეატრალური ნაწარმოები, მუსიკალური ნაწარმოები, ქორეოგრაფული ნაწარმოებები, კინემატოგრაფიული ნაწარმოები, ფერწერული, არქიტექტურული, სკულპტურული ნაწარმოები და სხვა.  აქვე აღსანიშნავია, რომ საავტორო უფლება არ წარმოიშობა იდეებზე, პროცესებზე, მეთოდებზე, მიუხედავად იმისა ისინი გამოხატული არის, თუ არა რაიმე ობიექტური ფორმით. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანხამად, სავტორო უფლებები წარმოიშობა ნაწარმოების შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები თავის მხრივ, შექმნილად ითვლება როდესაც რაიმე ობიექტური ფორმით შესაძლებელია მისი აღქმა და ასლის შექმნა. ასეთი შეიძლება იყოს ხელნაწერი ან ნაბეჭდი ტექსტი, მუსიკალური ჩანაწერი და სხვა. ნაწარმოების შექმნისთანავე ავტორი ავტომატურად იძენს მასზე საავტორო უფლებებს და მას სპეციალური რეგისტრაცია არ სჭირდება. საავტორო უფლებები არის ორი სახის: ქონებრივი და არაქონებრივი (მორალური) უფლებები. საავტორო უფლება იცავს ავტორს მისი უფლების ხელყოფისგან. კერძოდ, ავტორს გააჩნია განსაკუთრებული უფლება ნება დართოს ან აკრძალოს მისი ნაწარმოების გამოყენება და შესაბამისად მისი გამოყენებისთვის მიიღოს ჰონორარი. ავტორს აგრეთვე უფლება აქვს სხვას გადასცეს მისი ქონებრივი უფლებები სრულად ან ნაწილობრივ, სამუდამოდ ან გარკვეული ვადით. თუმცა, ავტორს მისი არაქონებრივი უფლებების, რომელიც მის მორალურ-არამატერიალურ მხარეს იცავს, სხვა პირისთვის გადაცემის უფლებამოსილება არ გააჩნია, რადგან ეს უკანასკნელი მისი პირადი უფლებებია. იქიდან გამომდინარე, რომ „საავტორო უფლებათა ასოციაცია“ წარმოადგენს საავტორო ქონებრივი უფლებების კოლექტიურად მმართველ ორგანიზაციას და მისი კომპეტენციის სფეროს წარმოედგენს საავტორო უფლებით დაცული ობიექტების გამოყენებისათვის ნებართვის/ლიცენზიის გაცემა, ჰონორარის შეგროვება და ავტორებისათვის განაწილება, საავტორო უფლებების დარღვევაზე რეაგირება ასოციაციის პირდაპირ კომპეტენციაში არ შედის. თუმცა, საავტორო უფლებათა ასოციაცია ყველანაირად ცდილობს აღმოფხვრას საავტორო უფლებების დარღვევა. ასოციაციას გააჩნია უფლებამოსილება, ავტორის დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს და იყოს მისი წარმოამდგენელი. ამ უფლებამოსილებას ასოციაცია წარმატებით იყენებს და საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს, რომლის ძალითაც ახერხებს დარღვევების აღმოფხვრას და მათ შემდგომ პრევენციას. საავტორო უფლებათა ასოციაციაში გაწევრიანებულია ათასზე მეტი ქართველი ავტორი, რომელთა უფლებებსაც თანაბრად იცავს ასოციაცია, წევრებს შორის არიან როგორც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ხელოვნების მოღვაწეები, ასევე ისეთებიც, ვისაც საკუთარი საქმიანობა ახალი დაწყებული აქვს. გარდა ამისა, ასოციაცია წარმოადგენს 3 მილიონზე მეტ უცხოეულ უფლების მფლობელს, სხვადასხვა ქვეყნის კოლექტიურ მმართველ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტები ბუნებრივია ხდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ  უცხოეთშიც. როდესაც ქართველი ავტორი გვატყობინებს საკუთარი საავტორო უფლებების დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, საავტორო უფლებათა ასოციაცია საკუთარი რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში და უცხოური ხელშემკვრელი ორგანიზაციების დახმარებით მაქსიმალურად ცდილობს აღკვეთოს საავტორო უფლების დარღვევა, რაც ხშირ შემთხვევაში წარმატებით ხორციელდება.”

10506729_947787948568615_1399420157110005239_o

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ნიკოლოსზ სიმონიშვილი:

”საქართველოს კანონმდებლობაში არის კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, თავდაპირველად საავტორო უფლებებს იცავდა სამოქალაქო კოდექსის მუხლები, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ამოქმედდა ცალკე კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. საავტორო უფლებები იცავს ავტორის მიერ შექმნილ ნამუშევარს, მის ქონებრივ უფლებებს და ასევე ჰონორარის მიღების უფლებას. მომიჯნავე უფლებები, კი მოიცავს ნაწარმოების შესრულებასთან დაკავშირებულ უფლებებს, მაგალითად მომღერალი, რომელიც ასრულებს კონკრეტულ სიმღერას, რომელიც არ არის მისი ავტორობის თუმცა მას გააჩნია მომიჯნავე უფლებები, ანუ მომღერალს შეუძლია შესრულებული სიმღერა დაიცვას უკანონო გამოყენებისგან. ავტორები გაერთიანებულნი არიან საავტორო უფლებების ასოციაციაში, დებენ ხლეშეკრულებას ამ ასოციაციასთან, ეს ორგანიზაცია, კი ვალდებულია დაიცვას ავტორთა უფლებები. როგორც წესი საავტორო უფლებების დაცვის გზა არის სასამართლო.“

”თბილისი თაიმსი” შეეცადა გაერკვია ექმნებათ თუ არა მსგავი პრობლემები ავტორებსა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს და პოულობენ თუ არა ისინი პრობლემიდან გამოსავალს.

7462_471852662889560_354258905_n

მწერალი დავით ტურაშვილი:

”პლაგიატის, ნამუშევრის მითვისების და გადაკეთების პრობლემა ხშირად შემქმნია მაგრამ ორგანიზაციებისთვის, რომელიც ამ საკითხზე მუშაობენ  არ მიმიმართავს, მიფიქრია, რომ აზრი არა აქვს,  უბრალოდ დრო, ენერგია და ნერვები უნდა დავხარჯო და გამოსავალს მაინც ვერ ვიპოვი. თუ მეცოდინება, რომ შედეგის მიღებას შევძლებ აუცილებლად მივმართავ. რამდენჯერმე დამიკავშირდნენ ”საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციიდან” და მკითხეს რაიმე მსგავსი პრობლემა მქონდა თუ არა, მაგრამ რატომღაც ძალისხმევა არ გამომიჩენია, ვფიქრობდი, რომ შედეგს ვერ მივიღებდი.”

unnamed (4)

კომპოზიტორი რუსუდან სებისკვერაძე:

”რამდენჯერმე შექმნია ნამუშევრის მითვისების ან გადაკეთების პრობლემა, მივმართე ”საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას”, ძალიან კარგი ჯგუფია, ცდილობენ დაგეხმარონ. ეს პრობლემა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ძალიან მწვავედ დგას, ვისაც რა  უნდა იმას ასრულებს, სადაც სრულდება ნაწარმოები, იქნება ეს რესტორანი, დარბაზი, ტელევიზია თუ რადიო, ავტორს ეკუთვნის გარკვეული ჰონორარი. რესტორნებს მიაქვს მთელი საქართველო, ჩვენ, ავტორები წესით უზღუნველად უნდა ვცხოვრობდეთ და ძალიან დიდი შემოსავალი უნდა გვქონდეს, მაგრამ საქართველოში ამას ყურადღებას არავინ აქცევს. დღე არ გავა რადიოში ჩემი სიმღერა არ შესრულდეს, თუმცა ჩემგან ნებართვას არავინ ითხოვს, ზოგს პირიქით, მიაჩნია, რომ იქით უნდა უთხრა რადიოებს და ტელევიზიებს მადლობა შენს სიმღერებს, რომ აჟღერებენ. ბევრი რამ არის მოსაგვარებელი.”

unnamed (3)

ავტორი და მომღერალი  ნატო გელაშვილი:

”ბოლო წლებში შედარებით დარეგულირდა ავტორთა უფლებების დაცვის საკითხი საქართველოში. თუ რაიმე გაურკვევლობა ან პრობლემა მექმნება ხოლმე მივმართავ ”საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციას”, რომელიც ცდილობს დამეხმაროს პრობლემის მოგვარებაში. ვიგებ, რომ მოსკოვში ძალიან აქტიურად მღერიან ჩემს სიმღერებს რესტორნებში, მაგრამ რამდენად მიწვდება ეს ორგანიზაცია რუსეთს არ ვიცი. ერთ რამეში მაინც ვარ დარწმუნებული, როდესაც ამ ორგანიზაციაში მივდივარ პასუხს მაინც ვიგებ თუ რისი გაკეთება შემიძლია პრობლემის მოსაგვარებლად. ბოლო 4 წელია რაც ეს საკითხი დალაგების პროცესშია, წინსვლა ნამდვილად იგძნობა.”

unnamed

მომღერალი სოფო ხალვაში:

”ხშირად მიუთვისებიათ ჩემი ფონოგრამა, ინტერნეტით საკმაოდ ხელმისაწვდომია ჩემი სიმღერების ფონოგრამები ამიტომ არა მგონია გაჭირვებოდათ ამი გაკეთება. ნამუშევრების მითვისების ან გადაკეთების პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოში, მაგრამ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებს არ უნდა შევადაროთ, რადგან ახლა დაიწყეს საქართველოში ყურადღების გამახვილება. ძალიან ყურადსაღები საკითხია, ვთვლი, რომ ავტორთა უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რათა შემდგომში კომპოზიტორებსა და ავტორებს ქონდეთ მუხტი და ხალისი იმის, რომ შექმნან ახალი ნაწარმოებები და სათანადო შემოსავალიც მიიღონ, გამოსავალი. კი შოუ-ბიზნესის განვითარებაშია.”

12.12.14

ნინა პირტახია

ShareTweet

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

საინტერესო

მწვანე პასპორტი მხოლოდ ორ კატეგორიაზე უნდა გავრცელდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

დიდია შანსი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ ორგანიზმში ხანგრძლივი კოვიდი დარჩეს – კულუმბეგოვი

5 years ago
თბილისის მერის არჩევნები 2014 ახალი კვლევის შედეგები გახდება დღეს ცნობილი

თბილისის მერის არჩევნები 2014 ახალი კვლევის შედეგები გახდება დღეს ცნობილი

12 years ago

„თუ ამომრჩეველთა აქტივობა იქნა დაბალი, პოსტსაარჩევნოდ განვითარდება რევოლუციური სცენარი“

10 years ago

„გაორმაგებული დროა კამპანიის ჩასატარებლად“ – მანანა კობახიძე

10 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by