ფარული ჩანაწერებისა და უკანონო მიყურადების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია დღეს პირადი ცხოვრების ამსახველ კიდევ ორ ფაილს გაანადგურებს და მუშაობას შეწყვეტს.
კომისია შესრულებულ სამუშაოს შეაჯამებს და ანგარიშს გამოაქვეყნებს. დროებითმა კომისიამ პირველ ეტაპზე უკვე გაანადგურა ასი ვიდეო და აუდიოჩანაწერი.
კომისიაში აცხადებენ, რომ დარჩენილი 28 ათასი არაკანონიერად მოპოვებული ფარული ჩანაწერი მოკვლევისა და შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება.
31.01.14






