• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სპორტის ისტორიაში უნიკალურ ღონისძიებას საქართველო უერთდება

12 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და  უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

პროექტს შეურთდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. ამასთან დაკავშირებით დღეს 12:30 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრი ლევან ყიფინი პრესკონფერენციას გამართავს.

პრესკონფერენციის მსვლელობისას მინისტრი და მინისტრის მოადგილეები თავად გაივლიან ონლაინ რეგისტრაციას ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე რეკომენდაციას გაუწევენ სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, რომ ჩაერთონ პროექტში და გახდნენ ყველაზე გლობალური სპორტული ღონისძიების ნაწილი.

4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. ამ დროს კალიფორნიაში დილის 3 საათი, ტაივანში საღამოს 6 საათი, ავსტრალიაში და ტოკიოში კი დილის 4 საათი იქნება.

Wings for Life World Run- ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს.

„მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია – როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაა – 2000-3000, მსოფლიოში კი 200 000-ზე მეტი მორბენალი.

4 მაისი 14:00 –  საქართველო, კახეთი, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით „ფინიშ მანქანის“ დაწევამდე

მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი აღიარებულნი იქნებიან Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის 2 გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს.

მონაწილეებს შორის იქნებიან: სერფინგის ვარსკვლავი Robby Naish, ფორმულა ერთის ლეგენდარული მძღოლები Sebastian Vettel, David Coulthard და Eddie Jordan, მოთხილამურე Luc Alphand, ტრიატლონელი Marc Herremans, მორბენალი Sabrina Mockenhaupt და სხვა ცნობილი სპორტსმენები – Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მონაწილეობის საფასურია  20 (ოცი) ლარი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

18.02.14

ShareTweet

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

“საქართველოში იოგის შესასწავლად თავიდაპირველად მოდის გულისისთვის მოდიან” – ზაზა ბარკალაია

12 years ago
საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა – მაკა ბოჭორიშვილი მაკრონის განცხადებაზე

საქართველოში ჩატარდა ელექტრონული არჩევნები და ვერავინ ჩატენიდა ყუთში იმ რაოდენობის ბიულეტენს, რომ არჩევნებზე გავლენა მოეხდინა – მაკა ბოჭორიშვილი მაკრონის განცხადებაზე

2 years ago
გურამ კაშია საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

გურამ კაშია საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

13 years ago
კარლ ბილდტი გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება

კარლ ბილდტი გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება

12 years ago

ახალი ამბები

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე
ახალი ამბები

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

07/23/2026

თბილისში, ღამით მომხდარი სროლის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, სამი პირი კი დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სროლას...

მეტის ნახვაDetails
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს

07/23/2026
როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

07/23/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე 07/23/2026
  • მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს 07/23/2026
  • ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეზე, ერთი პირი დააკავეს 07/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by