შეერთებული შტატები პრეზიდენტ იანუკოვიჩს ოპოზიციასთან სასწრაფო მოლაპარაკების დაწყებას ურჩევს
ვაშინგტონი — უკრაინაში სამთვიანი დაპირისპირების ესკალაცია სამშაბათს, 18 თებერვალს დღის მეორე ნახევარში დაიწყო. კიევის თავისუფლების მოედანი, რომელიც მეიდნის სახელით არის ცნობილი, ცეცხლის ალში გაეხვა. ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილე მომიტინგეებს და უსფრთხოების ძალებს შორის მომხდარ შეტაკებებს ათეულობით ადამიანი შეეწირა.
თეთრი სახლის განცხადებით, კიევში ძალადობის დაწყების შემდეგ, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონზე საკმაოდ მკაცრი ტონით ესაუბრა.
ჯო ბაიდენმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა მიმდინარე მოვლენების გამო. მან ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდა ბრძანება სამთავრობო ძალების უკანდახევის შესახებ გაეცა და თავი მაქსიმალურად შეეკავებინა.
20.02.14