უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული განცხადება იულია ტიმოშენკომ გუშინ ხარკოვის ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა.
ამასთან, იულია ტიმოშენკო ხარკოვიდან კიევში გუშინ სპეცრეისით ჩაფრინდა. უკრაინის უმაღლესმა რადამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის 25 მაისს დანიშნა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ იანუკოვიჩის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების დადგენილება მიიღო.
23.02.14












