• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

EBRD-ი ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს

13 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
EBRD-ი ლარში დენომინირებულ პირველ ფასიან ქაღალდს გამოუშვებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

img_0947საქართველოს ეროვნული ვალუტის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვან პროცესს ჩაეყარა საფუძველი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას იწყებს.

50 მილიონი ლარის ღირებულების ორწლიანი ობლიგაცია თანაბრად იქნება განაწილებული ორ წამყვან ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტს შორის, ესენია: სს ბიჯი კაპიტალი, საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია და თიბისი ბანკი, რომლებიც იმოქმედებენ როგორც წამყვანი მენეჯერები და ტრანსაქციის გარანტორები.

„ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისათვის, გზას უხსნის უცხოური კაპიტალის შემდგომ მოზიდვას საქართველოში მათთვის ვისაც უნდა ლარის გასესხება რეალურ ეკონომიკაზე, ამასთან ეს საუკეთესო საშუალებაა მსესხებლებისათვის, რომლებსაც უნდათ თავიდან აიცილონ სავალუტო რისკი“, – განაცხადა EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ეროვნულ ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მცურავი საპროცენტო განაკვეთის ფასიანი ქაღალდი საუკეთესო მექანიზმია ბანკების ლიკვიდურობის მართვისათვის. EBRD-ის მიერ ლარში გამოშვებული ფასიანი ქაღალდის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების 3-თვიან განაკვეთზე.

„დღევანდელი დღე არის მართლაც ისტორიული: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი საფინანსო ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის გადაწყვეტილება გამოუშვას ქართულ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდის – ცალსახა დასტური და აღიარება იმ ფაქტისა, რომ ქართული საბანკო სექტორი ბოლო წლების განმავლობაში ვითარდებოდა სწორად, თანმიმდევრულად. ეს არის ქართული ფინანსური სფეროსა და ეროვნული ვალუტის მიმართ გამოცხადებული ნდობა. მე დარწმუნებული ვარ რომ EBRD-ის მიერ გამოშვებული პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდი გზას გაუკვალავს მსგავს ინიციატივებს სხვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრების შემდგომ განვითარებას. მე მინდა ყველას მივულოცო, ვინც მუშაობდა  ამ  პროექტზე“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვება ეს არის EBRD-ის უახლესი წარმატებული პროექტი ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების განვითარების ინიციატივაში, რომელიც დაიწყო 2010 წლის მაისში გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს იმისათვის, რომ გამკლავებოდნენ უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულებასა და სესხებას უცხოურ ვალუტაში განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

EBRD-ის მიზანი იყო ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტების წახალისება, აგრეთვე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარება და გაძლიერება და ამგვარად ადგილობრივი წარმოშობის ფინანსების მოცულობის გაზრდა.

„მე მოხარული ვარ, რომ ბიჯი კაპიტალმა – ჩვენმა საბროკერო კომპანიამ და თიბისი ბანკმა გააერთიანეს ძალები EBRD-სთან ერთად საქართველოსთვის ამ გარდამტეხი ტრანსაქციისათვის. ლარში დენომინირებული კორპორატიული ფასიანი ქაღალდების წარმატებით განთავსების შემდეგ 2005 წელს, მე განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ბიჯი კაპიტალის მეშვეობით, რომელიც ასრულებს წამყვანი მენეჯერისა  და განთავსების გარანტორის როლს, საქართველოს ბანკი არის თანამონაწილე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარში დენომინირებული პირველი ფასიანი ქაღალდის გამოშვებისა“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

„ჩვენ გვაქვს პატივი ვიმოქმდოთ, როგორც წამყვანმა მენეჯერმა ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვან პროექტში. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კომპანიებისათვის, მათი შემდგომი ზრდისა და განვითარებიასათვის, განსაკუთრებით იმ ბაზარზე, სადაც ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების წყაროები შეზღუდულია. EBRD ყოველთვის იყო პიონერი საქართველოს კომპანიებისათვის სწორად გამიზნული პროდუქტების მიწოდებისა და სერვისის საკითხებში და ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ინიციატივის მხარდაჭერით. EBRD არის ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორი და ერთ ერთი ჩვენი აქციონერი, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის დაფინანსებით, რომელიც უზრუნველყოფს უამრავ ტექნიკური დახმარების პროექტს, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თიბისი ბანკის განვითარებას უკანასკნელი წლების განმავლობაში“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

EBRD-ს, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მთავრობასთან, ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებთან, ყოველთვის წამყვანი როლი ჰქონდა საქართველოში ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის განვითარების საკითხში.

დღეის მდგომარეობით, EBRD-მ მთლიანობაში მოახდინა 1.86 მილიარდი ევროს ინვესტირება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 167 პროექტისათვის და დამატებით მოახდინა 3 მილიარდი ევროს მოზიდვა ამ საწარმოებისათვის, დაფინანსების სხვა წყაროების მეშვეობით.

 17.03.14

ShareTweet

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

რა უქნა ალა პუგაჩოვამ სახეს? – 74 წლის პრიმადონას ახალ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

რა უქნა ალა პუგაჩოვამ სახეს? – 74 წლის პრიმადონას ახალ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

3 years ago
ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატი დატოვა

ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატი დატოვა

7 years ago
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 10-18 ოქტომბერს თელავში ჩატარდება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 10-18 ოქტომბერს თელავში ჩატარდება

11 years ago
სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

8 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო, ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს: " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს...

მეტის ნახვაDetails
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ახალ ინფორმაციას ავრცელებს

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026
  • მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by