როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
“სასიამოვნოა ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადება, ასოცირების შეთანხმების ივნისში ხელმოწერასთან დაკავშირებით. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მზადყოფნას”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, აგვისტოს ნაცვლად, არაუგვიანეს ივნისში მოაწერს ხელს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ სოციალურ ქსელ twitter-ზე, საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ასევე შევთანხმდით, ხელი მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებებს საქართველოსა და მოლდოვასთან არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა”, – წერს ბაროზო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის გუშინდელ სამიტზე მიიღეს.
21.03.14