• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორე: „ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში“

13 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ილია მეორე: „ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ilia_meoreსაქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო ჩვენი ერის საფუძველი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა. 

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინა და ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა სულებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა პარაკლისის დაწყევამდე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების ისტორია გაიხსენა და ეკლესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს “და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, ეკლესია ეს არის დაფუძნებული იესო ქრისტეს მიერ. ეკლესიის საშუალებით, დედამიწა, ადამიანი და ცა, ზეციური სამყარო, სასუფეველი უერთდება ერთამანეთს. ეკლესია არის ის ძალა, რომელიც მიუძღვება ყოველ ადამიანს მიწიერიდან სასუფეველში. საქართველოს ეკლესია არის სამოციქულო ეკლესია, დაარსებული მოციქულების მიერ. იგი ანდრია პირველწოდებულმა დაარსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს და ვთხოვთ მოგვცეს მადლი და ძალა ამ ეკლესიის დამაარსებლების მეშვეობით”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, საქართველოს ეკლესია სახელმწიფო ეკლესიად მე-4 საუკუნეში გამოცხადდა, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის იყო აღიარებული მხოლოდ ბიზანტიის იმპერიაში წმინდა კონსტანტინეს მიერ.

“საქართველოს ეკლესია განსაკუთრებულია იმით, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანა. აქ იყო ჩამობრძანებული უფლის კვართი. საქართველოს ეკლესია ქრისტიანული რომ არ ყოფილიყო, მე არმგონია ეარსება ქართველ ხალხს. საქართველოს ეკლესია და მართლმადიდებელი სარწმუნოება მუდამ იყო საფუძველი ჩვენი ქვეყნის და ამაზე იყო და არის დაფუძნებული ქართული ცნობიერება და ქართული კულტურა და ეს გრძელდება”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე ბრძანა, რომ მე-5 საუკუნეში საქართველოს ეკლესია დიდი მეფის ვახტანგ გორგასლის მეშვეობით გახდა საკათალიკოსო და პირველი კათალიკოსი იყო პეტრე. მე-5 საუკუნიდან იწყება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური ცხოვრება. ეს გაგრძელდა 1801 წლამდე, როდესაც საქართველოს საკათოლიკე ტახტზე ბრძანდებოდა ანტონ II. იგი გაიწვიეს რუსეთში და გააუქმეს საქართველოს ავტოკეფალია. პატრიარქის თქმით, 1917 წელს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და მოციქულთა და წმინადნების შეწევნით, მღვდელმთავრების ლეონიდეს, კალისტრატეს და სხვათა ღვაწლის შედეგად აღდგა საქართველოს ავტოკეფალია.

“საქართველოს ეკლესია გაძლიერდა ღვთის მადლით და ის არის მტკიცე საფუძველი ჩვენი მომავალისა. ღმერთმა გააძლიეროს, განამტკიცოს საქართველოს ეკლესია, ღმერთმა ყველა სასულიერო პირი, ყველა მღვდელმთავარი, ბერმონაზონი, იყოს ჩვენი ერის მაგალითი და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ასეა”, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა დალოცა საქართველო და ეკლესიის ავტოკეფალიის დღე მიულოცა. ასევე შესთხოვა უფალს, რომ მოგვცეს ძალა და მადლი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს სიძნელეების დაძლევაში.

25.03.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

ირაკლი ტაბლიაშვილი: ტელევიზიებიდან ისმის, რომ ევროკავშირს არც არაფერი მოუტანია ჩვენთვის

ირაკლი ტაბლიაშვილი: ტელევიზიებიდან ისმის, რომ ევროკავშირს არც არაფერი მოუტანია ჩვენთვის

9 years ago
აბსურდია დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დიქტატორის წოდება – ანალენა ბერბოკი

აბსურდია დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დიქტატორის წოდება – ანალენა ბერბოკი

2 years ago
თბილისის ღია სივრცეებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

თბილისის ღია სივრცეებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

7 years ago
ავჭალაში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა

ავჭალაში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა

8 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by