• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გურამ ოდიშარია: „მათ ინტრიგნულ პიარ-კამპანიას სჭირდებოდა “მთავარი დამნაშავე” და ამ “დამნაშავედ” გურამ ოდიშარია დაასახელეს“

12 years ago
in პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

20140211230914guramodishariaთანამშრომლების ნდობამ დრო დამაკარგვინა, უფრო მეტად მომთხოვნი რომ ვყოფილიყავი, დღეს კულტურის სტრატეგია გვექნებოდა, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია Facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მორიგ წერილში სახელწოდებით “რა ხდება კულტურის სამინისტროში?” წერს. 

“თბილისი თაიმსი” წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“კულტურის სამინისტროს საქმიანობა ვრცელი თემაა, რომელზეც დიდხანს შემიძლია საუბარი და დისკუსიის წარმართვაც, თუმცა შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ. მინდა, ჩემი გადასახედიდან გესაუბროთ, ასე ვთქვათ – ჩემი სამრეკლოდან. თან, გზადაგზა ვუპასუხო შეკითხვებს, რომელსაც ხშირად მისვამენ ხოლმე და შევავსო ინფორმაციის ნაკლებობით შემქნილი ვაკუუმი, რომელიც მიუხედავად ჩემი დიდი მონდომებისა, მაინც შეიქმნა. საჯარო სამსახური ცალკე კუნძული არ გახლავთ და არც ჩინოვნიკობაა სამუდამო წოდება. ჩემთვის საჯარო სამსახური საზოგადოებისთვის გახსნილი კარია და სწორედ ამ განწყობით შევედი მინისტრის კაბინეტში. ახლა ვფიქრობ, მგონი, რეკორდი მოვხსენი – დღეში იმდენ ადამიანს, ვხვდებოდი (და დღემდე ვხვდები), რამდენი მსურველიც იყო. მინისტრმა ყველაფერი უნდა იცოდეს – რა სურს ხალხს მისგან, რა მოლოდინი აქვს… ეს იქამდეც ვიცოდი, ვიდრე მინისტრი გავხდებოდი და იმ შეკითხვებზე დავიწყე პასუხების გაცემა, რაც მე მაინტერესებდა წინა (სხვა) მინისტრებისგან. სათქმელი ბევრი მაქვს – რა ხდებოდა და რა ხდება სამინისტროში, თუმცა რომ არ გადაგღალოთ სათქმელს ქვეთავებად დავყოფ და თქვენს შეკითხვებსაც დაველოდები…

1. კულტურა და რთული სამინისტრო – არც წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც მინისტრად დავინიშნე და არც შემდგომში არასოდეს მიწუწუნია, რომ მძიმე მემკვიდრეობა მერგო, რომ “ჩვენ” კარგები ვართ და “ისინი” ცუდები იყვნენ დამეთანხმებით, ბევრი ჩინოვნიკი სწორედ ასე იქცეოდა. ვცდილობდი, არც საკუთარი ღირსებისთვის მეღალატა და სხვის ღირსებასაც გავფრთხილებოდი. ისტორიული ფაქტია, რომ რევანშის სურვილს ბევრი კარგი საქმე ეწირება. დასანანია, რომ საქართველოში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველანი ერთმანეთის მოსამართლეები გავხდით. პოლიტიკურმა “საქმის გარჩევებმა” გადაღალა ჩვენი საზოგადოება. (ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ერთმანეთს – მართლები, ქვეყანას კი, ერთად მყოფები ვჭირდებით და არა, დამნაშავეები, სამშობლოს მოღალატეები, მტრები და ა.შ.). თუმცა, სამწუხაროდ, რადგანაც ბოლო წლებია “ბრალდებობანა” ჩვენი საზოგადოების თამაშის წესია, წინასწარ ვიცოდი, რომ მეც მომადგებოდნენ და მომადგნენ კიდეც, სამწუხაროდ კი – ის ადამიანები, ვისაც ვენდობოდი, ვაფასებდი, გვერდში ვედექი და გამოცდილებას ვუზიარებდი. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მავანნი საკუთარ კარიერას ჩემი სახელის დისკრედიტაციით აშენებდნენ. როგორც ჩანს, მათ სტრატეგიას, მათ ინტრიგნულ პიარ-კამპანიას სჭირდებოდა “მთავარი დამნაშავე” და ამ “დამნაშავედ” გურამ ოდიშარია დაასახელეს.

საჯარო მოხელეს თმენის ვალდებულებას აკისრებს კანონი. თმენა ჩემი ხასიათის თვისებაცაა და ამიტომ ადვილად მოვითმინე. ბრალდების ტალღა გაძლიერდა, ჩაითრია მომხრეების მცირე, მაგრამ აქტიური ფრთა. ამ ინტრიგებზე პასუხების გაცემას არც დღეს ვაპირებ, მაგრამ ერთს ვიტყვი – სადაც არ უნდა ვიყო, რომელ თანამდებობაზე, რომელ ქალაქში, გრძედსა თუ განედზე, მჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. საქართველოში ცნება – “კულტურული კაცი” ყოველთვის უმაღლესი შეფასება იყო. კაცობრიობა კი, უკეთესი გახდება მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენთაგანი გახდება უკეთესი. მთავარი ის კი არ არის, სად და როგორ ლოცულობ, მთავარია, რამდენად ხარ კულტურული და როგორ გიყვარს – ასე არ არის? ყველაფერი წარმავალია. მინისტრებიც, უწყების მმართველი გუნდიც, სხვა თანამშრომლებიც მოდიან და მიდიან. კულტურა კი, მარადიულია. ისეთივე მარადიული, როგორც სამშობლო, როგორც ჩვენი უპირველესი ფასეულობები. ამიტომაც არის კულტურის მსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მემკვიდრეობა შეინარჩუნოს და ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში კულტურის მარადიულობა არ დაარღვიოს. მე ასე მესმის ეს თემა და მიკვირს იმ ადამიანების, ვინც საკუთარი თავის პოულარიზაციას ამ ყველაფერზე მაღლა აყენებს. გულწრფელად გეტყვით, კულტურის სამინისტრო რთული სამინისტროა. რთული არა სამართავად, არამედ შინაარსით. სახელმწიფოს ეს სეგმენტი, სხვა სამინისტროებისაგან იმითაც განსხვავდება, რომ მასთან დაკავშირებული არიან სხვადასხვა თაობის ცნობილი თუ უცნობი შემოქმედი ადამიანები. შესაბამისად, ეს სფერო განსაკუთრებულად ფაქიზია, ურთიერთობები – თავისებურად რთული. ხელოვან ადამიანებთან ურთიერთობისას “სხვა ენის” ცოდნაცაა საჭირო და რადგანაც მთელი ჩემი ცხოვრებით ასეთ ადამიანებთან ვარ დაკავშირებული, ეს ენა ადვილად გამოვნახე. საქართველოში არ ვაწარმოებთ “მერსედესებს”, არც “სონის” თუ “პანასონიკის” ფირმებით ვართ ცნობილი. თუ სადმე გვიცნობენ და პატივს გვცემენ, უპირველესად, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების გამო. ჩვენ ვცხოვრობთ ცოცხალ მუზეუმში, პირველი ევროპელების ნასახლარზე, რომელსაც წინ კიდევ დიდი მომავალი აქვს. გლობალიზაციის პირობებში გადარჩებიან სწორედ ის პატარა ქვეყნები, რომელთა საყრდენი დიდი კულტურაა. კულტურა არ უნდა განვითარდეს მხოლოდ ცალკეული გრანტებით, ასე ვთქვათ, გათელილი და მოსაწყენი გზით, პროექტიდან პროექტამდე. მისი განვითარება უნდა ეყრდნობოდეს კულტურის პოლიტიკის სწორად გათვლილ სტრატეგიას.

2. ორიოდე სიტყვით კულტურის პოლიტიკაზე – 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში 2 000-ზე მეტი შემომქმედი და ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანი მივიღე სამინისტროში. მოსულებს სხვადასხვა საკითხი აინტერესებდათ, უამრავ წინდადებას მთავაზობდნენ. მოკლედ, შევკრიბე მმართველი გუნდი და ფართოდ გავაღე კარები. ყოველი დღე (შაბათიც და კვირაც) მიღების დღედ მქონდა გამოცხადებული. გადავხედეთ, შევისწავლეთ სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული პროექტები, ზოგი მოვიწონეთ და გავგრძელეთ, ზოგს მხოლოდ ნაწილობრივ შევეხიდეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენამდე, 2012 წელს, სამინისტროს ბიუჯეტი, 2013 წელთან შედარებით, ბევრად მეტი იყო – მარტო პრეზიდენტის ფონდიდან 15 მილიონამდე ლარი იყო გადმორიცხული. ჩვენ კი, ასეთ დაფინანსებას მოკლებული ვიყავით. დავიწყეთ იმ შემეცნებით-შემოქმედებითი სივრცის აგება, რომელიც ხელს შეუწყობდა კულტურის, როგორც უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებას – ჭეშმარიტი კულტურა წილნაყარია დიალოგთან და არა მონოლოგთან. ვმუშაობდი და ვმუშაობ ბევრს – დილის ათის ნახევარზე სამინისტროში მისული შინ შუაღამის თორმეტზე ან პირველ საათზე ადრე არასოდეს დავბრუნებულვარ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მთავარი მიზანია შეინარჩუნოს ის საუკეთესო, რაც დღემდე შექმნილა და გადასცეს მომავალ თაობებს. ამავე დროს, ყოველნაირად, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მხარში ამოუდგეს სიახლეს, ყოველივე იმას, რაც ანვითარებს და ამკვიდრებს ახალ ხედვას ხელოვნებაში. კლასიკა მხოლოდ ძველი წიგნები, ბავშვობიდან ნაცნობი, მშობლიურად ქცეული მუსიკა და მხატვრული ტილოები როდია. კლასიკა დღესაც იქმნება, ოღონდ ამას მიხვედრა, თვალის შეჩვევა, დამკვიდრებაში ხელის შეწყობა უნდა. დღეს კლასიკადქცეული ნაწარმოებები თავის დროზე სიახლეს (ხშირად იმ დროს მიუღებელს) წარმოადგენდა. სამინისტროში მუშაობის პირველივე დღეებში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან – “არტარეაში”, “ჰაინრიხ ბიოლის ფონდში”, კლუბ “დივანში”, კულტურის სამინისტროში. ყველგან მეკითხებოდნენ, როგორი იქნებოდა სამინისტროს საქმინაობის ვექტორი? პირველივე დღეებიდან ვსაუბრობდი მემკვიდრეობითობის პრინციპზე და იმ პრიორიტეტებზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ჯერ კულტურის პოლიტიკის კონცეფციის, ხოლო შემდეგ კი – მისი სტრატეგიის საყრდენი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერაც არ არსებობს კულტურის პოლიტიკის სტრატეგია. საბჭოთა კავშირში კი არსებობდა, ოღონდ დამახინჯებული, კომუნისტურ, მასობრივ იდეოლოგიას მორგებული. ჩვენი პრიორიტებები 2013 წლის იანვარში კულტურის სამინისტროს ჭებ-ზე გამოვაქვეყნეთ. პრიორიტეტებად გამოვყავით: ქვეყნის მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარება; რეგიონებში კულტურული ცენტრების შემქნა; თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობა; კულტურათაშორისი დიალოგის წარმართვა; ქართული კულტურის პოპულარიზაცია; სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება-ხელშეწყობა; საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სათვისტომოების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა; მოქალაქეებისთვის კულტურის წვდომის უზრუნველყოფა; ეროვნული უმცირესობების კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა; ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნა და სხვა. 2013 წლის იანვარშივე, პრიორიტეტების გათვალისწინებით, კულტურის პოლიტიკის კონცეფციაზე უნდა დაწყებულიყო მუშაობა, თუმცა სამწუხაროდ, თანამშრომლებმა, რომლებსაც ამ საკითხზე მუშაობა დაეკისრათ, დავალება დროულად ვერ შეასრულეს. დაიკარგა დრო და მხოლოდ იმავე წლის ზაფხულში იქნა ჩამოწერილი კონცეფციაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა. სამწუხაროდ, კომისიამაც გათვალისწინებული ოთხი თვის ნაცვლად მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ დაასრულა მუშაობა. ამჟამად მიმდინარეობს კონცეფციის განხილვა-შევსება. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მუშაობა უნდა დავიწყოთ კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე. კანონმდებლობასა და ბიუჯეტს მისადაგებული კულტურის პოლიტიკის სტრატეგია ხანგრძლივ დროზე იქნება გათვლილი. ეს იყო და არის ჩემი მიზანი – საქართველოს, როგორც თანამედროვე ქვეყანას უნდა ჰქონდეს კულტურის სტრატეგია. გამოგიტყდებით, ცოტა გაკვირვებული დავრჩი, როცა ჩემი ეს ინიციატივა მოულოდნელად, სამინისტროზე გაბრაზებულმა ყოფილმა თანამშრომლებმა საკუთარ ინიციატივად გააპიარეს. იმასაც გეტყვით, რომ ჩემი ეს გაკვირვება გაბრაზებაში არ გადამზრდია. ოღონდ საქმე გაკეთდეს და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ “დაიბრალებს” ინიციატივის ავტორობას. ერთს კი ნამდვილად დავიბრალებ ჩემს თავზე – თანამშრომლების ნდობამ დრო დამაკარგვინა. ვნანობ, უფრო მეტად მომთხოვნი, უფრო მკაცრი უნდა ვყოფილიყავი მათ მიმართ და დღეს უკვე გვექნებოდა ქვეყნის კულტურის სტრატეგია და, რა თქმა უნდა, ამცდებოდა ის დაუმსახურებელი კრიტიკა, რასაც პრესის ფურცლებიდან თუ ტელევიზიიდან იმავე ყოფილი თანამშრომლებისგან და მათი მეგობრებისგან ვისმენ. ჩემივე ბრძანებით შექმნილი კომისიის საბოლოო ნაშრომი დახვეწას საჭიროებს. კომისია უშეცდომო ვერ იქნება. არსებული კონცეფციის დეტალებზე უკვე კონკრეტული სფეროების სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. როცა წავიკითხე, მეც ბევრჯერ დამჭირდა კალმის მომარჯვება, ჩავინიშნე – რას შევცვლიდი, რას დავხვეწდი. ჩემი ინიციატივით, მალე სადიკუსიო მაგიდასთან უნდა დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, რა როგორ სჯობს, იურისტებმა გაიარონ იურიდიული პუნქტები, სახელმწიფო ენისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

3. კადრები და ნაღმები _ გუნდის შეკვრისა და მართვის გარკვეული გამოცდილება, რა თქმა უნდა, გამაჩნდა – 8 წლის განმავლობაში ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალის “რიწის” მთავარი რედაქტორი ვიყავი, ასევე, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. ახალგაზრდობაში, ოთხი წლის განმავლობაში აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს კულტურისა და განათლების განყოფილების რეფერენტიც გახლდით, სადაც პირველი ჩინოვნიკური გამოცდილება მივიღე. 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საბჭო წევრიც ვიყავი. ჩემი ცხოვრებისეული მთავარი გამოცდილება კი ჟურნალისტობის დროს დავაგროვე. ჟურნალისტად ვმუშაობდი სხვადასხვა გაზეთსა თუ რადიო მაუწყებლობის რედაქციაში. დღეს ჩემს ახალგაზრდა, ნიჭიერ მეგობრებს ვურჩევ, ცხოვრების გარკვეული ეტაპი დაუთმონ ჟურნალისტობას, გაიარონ ჟურნალისტის საინტერესო გზა. სწორედ ჟურნალისტობის დროს შევისწავლე ადამიანების ამოცნობა, საუბრის სტილით, სიტყვათწყობით, ღიმილით თუ შეკრული წარბებით, მალევე შემიძლია ამოვიცნო – ვინ დგას ამ სიტყვების თუ გრიმასის უკან. მივხვდები ხოლმე, ვინ ვინ არის, მაგრამ ნდობის ფაქტორს ვერ ვერევი და სწორედ ამ დაუმსახურებელ ნდობას მოჰყვება ხოლმე “ნაღმი”. აფეთქებულ ნაღმზე ჭკუა ბევრჯერ ვისწავლე, მაგრამ კიდევ ბევრჯერ შემიყვანს დანაღმულ მინდორზე ჩემი ხასიათის გამოუსწორებელი ნაკლი – ნდობის ფაქტორი. პირველივე დღიდან ვცდილობდი, ჩვენს გუნდს ემუშავა, როგორც “ჩვენ” (ანუ გუნდურად) და არა მხოლოდ როგორც “მე”. მიზეზთა გამო, ზოგჯერ გამოგვდის ეს, ზოგჯერაც – არა. რთული საკითხების გადაჭრისას გუნდური გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია. პირადად მე, ერთპიროვნულად თითქმის არასოდეს ვწყვეტ ასეთ საკითხებს. ჩვენი საქმიანობა გახდა გამჭვირვალე, რა თქმა უნდა, მისი ფინანსური ნაწილიც. ვცდილობდით და ვცდილობთ მცირე ბიუჯეტით დიდი შედეგის მიღწევას. მგონი, არ ვიქნები, პირველი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ კადრების შერჩევისას შეცდომებს ხშირად “გამოუსწორებელ შედეგებამდე” მივყავართ. მცდარი აზრია, ვინც ფიქრობს, რომ პროფესიონალია ის, ვინც ტელეკამერების წინაშე კარგად საუბრობს, ან “კარგ” ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტებს. სამინისტროში მუშაობისას ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ სინამდვილეში ნამდვილი პროფესიონალი მხოლოდ ისაა, ვისაც შეუძლია საქმის ბოლომდე მიყვანა. ასევე აუცილებელია, მიმართულების ხელმძღვანელს აუცილებლად ჰქონდეს საჯარო სამსახურში მუშაობის სერიოზული გამოცდილება. საკადრო თემაზე მოგვიანებით მეტს დავწერ, რაც ნამდვილად დაეხმარება ჩემს კოლეგებს თუ მომავალ კოლეგებს, ნაკლები შეცდომები დაუშვან ამ მეტად საპასუხისმგებლო საკითხში. ოცდამეერთე საუკუნეში სახელმწიფო და საზოგადოება ერთად უნდა ქმნიდეს ქვეყნის კულტურული პოლიტიკის სტრატეგიას. პარალელურად ერთმანეთისაგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს კულტურა და პოლიტიკა. დეპოლიტიზაციის პროცესი არ შეიძლება იყოს ნაწილობრივი, ის უნდა გახდეს მასშტაბური და სრულფასოვანი. ჩემი დაკვირვებით, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პოლიტიკური კულტურის მაღალმა დონემ დიდად განაპირობა იმ ქვეყნების კულტურის პოლიტიკის მაღალეფექტურობა. კულტურის პოლიტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული რეფორმებთან, მაგრამ რეფორმებს დრო და ქვეყნის შესაბამისი ეკონომიკური დონე ჭირდება. მაგალითად, სამოციანი წლების საფრანგეთში კულტურის სამინისტროს ახალ შემადგენლობას ოთხი წლის მომზადება დაჭირდა მხოლოდ იმისათვის, რათა რეფორმების განხორცილება დაეწყო. კულტურისა და ეკონიმიკის წარმატებულმა სიმბიოზმა თანამგზავრობა უნდა გაგვიწიოს ქვეყნის განვითარების გზაზე. კითხვაზე: რომელი ქმნის რომელს – ქვეყანა კულტურას თუ კულტურა – ქვეყანას? ასეთი პასუხი მაქვს – ქვეყანა კი ქმნის კულტურას, მაგრამ საბოლოო ჯამში, კულტურა ხვეწავს ქვეყანას, ცნობადად აქცევს და ახალ ჰორიზონტებს უხსნის. კულტურა და ეკონომიკა – ეს ორი ისეთი მოვლენაა, რომელთა შორის შეუთანხმებლობა, გაუგებრობა, დისჰარმონია აუცილებლად შექმნის კრიზისულ ვითარებას. ეს კი სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას”, – ნათქვამია გურამ ოდიშარიას Facebook-ში გამოქვეყნებულ წერილში.

04.04.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სამხედრო ავიაციის დღე

სამხედრო ავიაციის დღე

8 years ago
“იქნებ სხვა რამე გეცადა”

“იქნებ სხვა რამე გეცადა”

10 years ago
ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2 months ago

კახა კალაძე მის ცოლის ძმას თანამდებობის დატოვებას ურჩევს

11 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by