• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ავღანეთში ქართული კონტიგენტის მისია გაუაზრებელია?!

12 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
13
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

georgian_soldiers_afghanistan_3

უნდა მონაწილეობდეს თუ არა საქართველო  ISAF-ის სამშვიდობო მისიაში? ამ  საკითხმა   განსაკუთრებული  აქტუალობა   მას შემდეგ შეიძინა, რაც  ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, 2013 წელს განხორციელებულ  ტერაქტს შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.  საერთო ჯამში,   მისიაში დაღუპულ  ჯარისკაცთა  რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. ყოველივე ამის გამო, ბუნებრივია, საზოგადოებაში   კითხვები ჩნდება: რატომ იბრძვიან ქართველები ავღანეთში? მზარდი საფრთხის  პარალელურად,   რატომ  იზრდება სამხედრო კონტიგენტის რაოდენობაც? რა არის ქართული სახელმწიფოს მიზანი და  რა შედეგების მომტანია ეს  ყოველივე ჩვენი ქვეყნისთვის?

„სოციალურ-პოლიტიკური  კვლევების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარებულ კვლევაში დასმული იყო შეკითხვა: „თქვენი აზრით, უნდა აგზავნიდეს თუ არა საქართველო სამხედრო კონტიგენტს  NATO-ს სამხედრო მოქმედებების ზონებში?   

DIAGRAMA

ეს გამოკითხვა ცხადყოფს, რომ  საზოგადოებაში არსებობს  ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია, რომლებიც  მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავღანეთში ქართული კონტიგენტის ყოფნა აუცილებლია, რადგან ეს არის საერთაშორისო მისია, რომელში მონაწილეობაც ჩვენი ვალდებულებაა და ვასრულებთ იმ მისიას, რომელიც, სამომავლოდ საქართველოს უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული.

საჭიროა    საკითხს  უფრო გლობალურად შევხედოთ  და ჩვენი მოსაზრება იყოს მოცემული რეალობის ადეკვატური. ზოგადად, ISAF-ის მისია რეგიონში სტაბილურობის დამყარებას ემსახურება. თალიბანის, ალ-ქაიდასა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების  განადგურება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავის დროზე, ნაციზმისა და კომუნიზმის   წინააღმდეგ ბრძოლა იყო.   ეს დაჯგუფებები უდიდეს საფრთხეს უქმნიან დასავლური სამყაროს ფასეულობებს და ბრძოლას უცხადებენ ყველაზე მთავარ ღირებულებას – თავისუფლებას, რაც მათი ტოტალიტარული იდეოლოგიის  გამაერთიანებელია.  მოკავშირეების შესაძლო მარცხი  გაართულებს არსებულ მდგომარეობას და ანტიდასავლურ ქვეყნებს, რომელთა შორის რუსეთიცაა, საშუალებას მისცემს უფრო თავისუფლად იმოქმედონ. შესაბამისად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია  ამ ბრძოლაში დემოკრატიული ძალების  გამარჯვება და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ISAF-ის მისიაში მონაწილეობას დიდი სარგებელი მოაქვს ქართული ჯარისთვისაც, რომელიც იღებს მნიშვნელოვან და სასარგებლო გამოცდილებას.   ეს ყოველივე  აძლიერებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. ქართველი ჯარისკაცები  რთულ გარემოში სამხედრო ოპერაციების წარმოების უნარ-ჩვევებს სწავლობენ, ეს გარემოება კი ხელს უწყობს საბრძოლო გამოცდილების შეძენასა და  საომარი შესაძლებლობების გაძლიერებას. ავღანეთში ჩვენი ბატალიონები ისეთ უნიკალურ გამოცდილებას იღებენ, რომელსაც უბრალო წვრთნის დროს ვერ შეიძენდნენ. ქართველ სამხედროებს შეხება აქვთ ყველაზე თანამედროვე იარაღთან,  ჯარისკაცები  უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას უშუალოდ ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებით  იღებენ, მათთან ბრძოლა ოფიცრებსაც საკმაოდ დიდ პრაქტიკულ ცოდნას აძლევს.  ასეთ პირობებში  მეთაურები სწავლობენ თუ როგორ უნდა შეასრულონ დავალება ისე, რომ  მსხვერპლის რაოდენობა  მინიმუმამდე დაიყვანონ.   საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამედროვე და დასავლური ტიპის არმიის შექმნაა. ISAF-ის  მისიაში მონაწილეობა  NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად ხელს უწყობს ქართული ჯარის სამომავლო განვითარებას. გარდა საომარი გამოცდილების მიღებისა, ამ სამშვიდობო  მისიაში  მონაწილეობით საქართველო ადასტურებს, რომ ის არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყანა, არამედ ის აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მშვიდობის დამყარების პროცესში.

07_06_2013_17_31_08chamosveneba

მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ ქართველი სამხედროების მონაწილეობას ISAF-ის მისიაში, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე,  იქ უნდა იყოს შედარებით მცირე კონტიგენტი, ვინაიდან ერთი ჯარისკაცის დაღუპვაც კი ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნისთვის დიდი  ტრაგედიაა  და არ არსებობს არანაირი  ტექნიკური კომპენსაცია, რომელიც ამ დანაკარგს შეგვიმსუბუქებს. რაც უფრო მეტია სამხედროების რაოდენობა, მით უფრო მეტი შანსია, მოხდეს ასეთი ტრაგედია.  ავღანეთის ოპერაციაში  მონაწილეობა, შეიძლება, იყოს ნაკლები მასშტაბის და სიმბოლურიც. ამასთან,  შესაძლებელია,   ამ მისიაში წარმოდგენილი ვიყოთ  სამხედრო  ინსტრუქტორების  ექიმების და სხვადასხვა დონის წარმომადგენლობით და გვყავდეს გაცილებით ნაკლები ისეთი სამხედრო, რომელიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. საჭირო გამოცდილებას ჩვენი სამხედროები  მაშინაც მიიღებენ, თუ ავღანეთში სხვადასხვა დროს  რამდენიმე ასეული გაიგზავნება, რომელიც მსოფლიოს თანამეგობრობის გვერდი-გვერდ  შეეცდება სიტუაციის დარეგურილებას ამ ქვეყანაში. ავღანეთის სამშვიდობო  მისიის დასაგმობად ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ მაგალითად   ის გარემოება, რომ ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ ჯარისკაცები მალევე ტოვებენ სამხედრო სამსახურს, იმის გამო, რომ ჯარში არ არის ჯანსაღი გარემო და    საკუთარი ღირსეული  პროფესიის განვითარების პერსპექტივები. შესაძლოა, ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ  ისიც ფაქტია, რომ  ამ მხრივ  ბოლო დროს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.  სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს  მონაწილე  და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის უწყება ფსიქიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. დასაფასებელია  ისიც, რომ   დაჭრილი სამხედროები რეაბილიტაციის შემდეგ საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან   და გააგრძელებენ  სამსახურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

გასაგებია,  იმ ადამიანების მოსაზრებაც, რომლებიც ზრუნავენ ქართველ ჯარისკაცებზე და დაუშვებლად მიიჩნევენ მათ ყოფნას ავღანეთში, მაგრამ  არასწორად  მიგვაჩნია   ის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, თურმე ავღანეთში სამხედროები, ძირითადად, ფულის გამო მიდიან:   “ქართველები იქ კი არ იბრძვიან, არამედ ფულს აკეთებენ  “,ქართველებს, ამერიკელებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ოკუპირებული აქვთ უცხო მიწა“  – ასეთი მოსაზრებები, უპირველეს ყოვლისა, არაეთიკურია და ამით ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ  იმ ჯარს, რომელიც გვიცავს და  ერთადერთი იმედია კრიტიკულ სიტუაციაში. ხშირად არ ვაცნობიერებთ შექმნილ მდგომარეობას,  ვგლოვობთ, მაგრამ მათ მსხვერპლს უაზროს ვუწოდებთ, საკითხს არაადეკვატურად აღვიქვამთ და დარწმუნებულები ვართ საკუთრი მოსაზრების სისწორეში.  თავი მოგვაქვს იმ დიდი  მოაზროვნეებითა  და გმირებით, რომლებიც საბედნიეროდ არაერთია ჩვენ ისტორიაში, მაგრამ ვინ იცის,  სინამდვილეში ისინი რომ ჩვენი თანამედროვეები ყოფილიყვნენ   მათაც არ აცდებოდათ დაუმსახურებელი, კრიტიკა.  „ჩვენ ვართ ერი, რომელსაც თავისი თანამედროვე გმირები არ უყვარს და გიჟდება  მკვდრებზე“. (ნათია მეგრელიშვილი,  გაზეთი „24 საათი“)  უდავოა რომ ქართული სამხედრო კონტიგენტის გარკვეული ნაწილის ძირითადი მოტივაცია  ანაზღაურებაა, მაგრამ  ბევრია ისეთი ვისაც სამხედრო საქმე აინტერესებს და   სამხედრო კარიერაში წინსვლა სურს.  ეს ჯარისკაცები  არ არიან ფულზე გაყიდულები, ისინი საქართველოდან შორს,  უცხო მიწაზე,    საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშობლოს ინტერესებს ემსახურებიან.   ამ საკითხზე მსჯელობისას ყველაზე დამაჯერებელი  რეაქცია  საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ჰქონდა,  რომელმაც მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია,  მან  „ გამოუვალი მდგომარეობით ნაკარნახევ მძიმე  ვალდებულებაზე  გაამახვილა ყურადღება“.  (კობა ლიკლიკაძე „რადიო თავისუფლება“)    უსუფაშვილმა განაცხადა, რომ  თუ საქართველო აღარ მიიღებს მონაწილეობას  ავღანეთის მისიაში , მაშინ ევროკავშირის  მონიტორები საქართველოს დატოვებენ და თუ ეს მოხდება  მაშინ ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როცა მავთულხლართებს 200 მეტრით კი არა  100 კილომეტრით, რომ  გადმოწევენ.

avganeti 

ამ ყველაფრის  ფონზე ნათელია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული სამხედროების ყოფნა ავღანეთში, ეს პირდაპირაა დაკავშირებული ქვეყნის  სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებასთან.  ჩვენი ჯარისკაცები უცხო მიწაზე, საქართველოდან შორს საკუთარი სიცოცხლის ფასად სამშობლოს ინტერესებსა და უსაფრთხოებას იცავენ.  უკვე  აღვნიშნეთ, რომ სამხედრო კონტიგენტის ამ რაოდენობით ყოფნა მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, მაგრამ  მისიაში მონაწილეობა  ამ შემაძრწუნებელი  დანაკარგების მიუხედავად აუცილებელია.

ლაშა ჩანტლაძე

(დავითიანნი – ისტორიის კომიტეტი)

fb-share-icon
Tweet
Share5Tweet3

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In