საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები დილით ავლაბრის მოედანთან შეიკრიბნენ. აქციის მიმართ საზოგადოებამ უდიდესი თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატა. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი აქციის შესახებ და ადგილზევე შეუერთდნენ მონაწილეებს. ზოგიერთმა მათგანმა წამოსვლა ფიზიკურად ვერ შეძო და გადაწყვიტა თავისი წვლილი სხვაგვარად შეეტანა საერთო საქმეშ.
ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ხანდაზმული ქალბატონი ჟუჟუნა ომიანიძე, რომელმაც კომიტეტს საორგანიზაციოსაკითხებისთვის 150 დოლარი გადასცა საკუთარი საპენსიო დანაზოგიდან.
კომიტეტი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გულსიხმიერება და სანიმუშო პატრიოტიზმი გამოიჩინა და მოუწოდებს, რომ ყურადღება არ მოადუნონ.
14.04.14