ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, საჭიროების შემთხვევაში, მომავალ კვირას მზად არიან, სამიტზე შეიკრობონ და რუსეთთან მიმართებაში დამატებით სანქციებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
“უკრაინსკაია პრავდას” ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ორგანიზებული ძალადობრივი მოქმედებები მიმდინარეობს.
“ნათელია, რომ რუსეთი ამ ძალადობაზე პასუხისმგებელია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. თუ აუცილებელი იქნება, მომავალ კვირას, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ახალი სანქციები შეთანხმდება”, – აღნიშნა ფაბიუსმა.
15.04.14












