საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა დღეს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს იქნება პირველი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ევროპაში.
ბიბლიოთეკა დაარსებულია კერძო დონორების საშუალებით და იფუნქციონირებს, როგორც არაკომერციული დაწესებულება.
ასევე, სააკაშვილის ოფიციალური Facebook გვერდის ცნობით, ექსპრეზიდენტმა ვაშინგტონში და კიევში დააარსა ლიდერობის საერთაშორისო ინსტიტუტი (International Leadership Institute), რომელსაც მჭიდრო კავშირები ექნება თბილისის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან.
ბიბლიოთეკის გახსნა 17:00 საათზეა დაგეგმილი.
22.04.14