• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ალასანიამ ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (4)საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო ფორუმის “ერთიანი და თავისუფალი ევროპა” ერთ-ერთი პანელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს დაეთმო.

მინისტრებმა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზე ტრანსატლანტიკური საზოგადოების მხრიდან საპასუხო ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრეს. დისკუსიაში საქართველოს, ესტონეთის, ჩეხეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებთან ერთად ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ მიიღო მონაწილეობა.

ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ორდღიანი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა. ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ, ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა.

პანელზე სახელწოდებით “ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვის დაცვა” საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან ერთიანი პოზიციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ალასანიამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე და სექტემბერში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მაპი-ის მინიჭების საკითხზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ნატოში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ალიანსის მხრიდან მკაფიო სიგნალი სჭირდებათ, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან და შესაბამის რეფორმებს ახორციელებენ. როგორც მან აღნიშნა, დასავლეთის მხრიდან რუსეთის ქმედებებზე ერთ-ერთი პასუხი ალიანსის გაფართოება უნდა იყოს. ახალი ქვეყნების გაწევრიანება ალიანსში არსებულ პოლიტიკურ რეალობას დადებითად შეცვლის.

“ატლანტიკური საბჭოს ეს კონფერენცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც უკრაინის კრიზისის შემდეგ ამ საკითხებზე ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გამართეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციაზე დეტალურად იყო განხილული, თუ როგორი პასუხი უნდა გასცეს ამ აგრესიას ნატომ და რა ადგილი უნდა დაიკავოს ამ სტრატეგიაში ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც უნდათ, რომ ნატოს წევრები გახდნენ. ამ მეტად მნიშვნელოვან ფორუმზე საქართველოს საკითხიც იყო განხილული. ჩვენ მოგვეცა საშუალება გვეთქვა, თუ რამდენად  არის მზად საქართველო იმისთვის, რომ გახდეს  ნატოს მომავალი წევრი და რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ყველა თანხმდება იმაზე, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორედ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული პროგრესი საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

01.05.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

დიასპორის სამინისტრო ქაშუეთის ეკლესიას ღვთისმშობლის ხატს “შენ ხარ ვენახი” შესწირავს

დიასპორის სამინისტრო ქაშუეთის ეკლესიას ღვთისმშობლის ხატს “შენ ხარ ვენახი” შესწირავს

12 years ago

მამა გიორგის ადვოკატის თქმით, დეკანოზი შოკისმომგვრელ ინფორმაციას გაასაჯაროებს

9 years ago
დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

8 years ago

ეკონომიკის სამინისტროს შენობა გაიყიდა

11 years ago

ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძესოციალურ ქსელში წერს. ცნობისთვის, 90-იან წლებში, სვანეთში, 9 წლის...

მეტის ნახვაDetails
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე 08/12/2026
  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by