“რუსთავი 2”-ს იმპროვიზაციის უნარი აქვს და ინიციატივას იჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“თქვენ გჯერათ? მე მგონი, აქაც არის ფარული კამერები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე მიმართა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, რომ “ეს ტელევიზია განსაკუთრებით აქტიურობს”. “ახალი იდეები გაქვთ, იმპროვიზაციის უნარი გაქვთ, ინიციატივებს იჩენთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული კომენტარი სასტუმრო “რედისონში”, თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან შეხვედრამდე გააკეთა.
ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
06.05.14











