თბილისს ხვალ პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ვოისეჰ ვიევიუროვსკი და მისი მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ურსულა გორალი ეწვევიან.
მათი მასპინძელი საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი იქნება.
როგორც “თბილისი თაიმსს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს, პოლონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეხვედრებს ინსპექტორის აპარატში გამართავს, სადაც ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას მოისმენს.
შეხვედრაზე განიხილავენ პოლონეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერ ინსპექტირების, კონსულტაციებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობა.
ამასთან, აპარატის ინფორმაციით, ვოისექ ვიევიუროვსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
07.05.14