• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იგეგმება თუ არა სკოლებში ჰიპნოთერაპიის კურსების დანერგვა?

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში ყოველ წლიურად განათლების ახალი რეფორმის გატარება ხდება,ზოგიერთი რეფორმა საზოგადოების კმაყოფილებას იწვევს,ზიგი კი პირიქით გაღიზიანებას. დაახლეობით ორი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო გამოდიოდა ახალი ინიციატივით, რომლის მიხედვითაც სკოლებში უნდა დანერგილიყო ჰიპნოთერაპიის კურსები და ამ თერაპიის ვიდეო გადაღება.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი უკმაყოფილება მოყვა. ინიციატივას გამოეხმაურა განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც უარყოფითად შეაფასა და და განათლების მინისტრი მანდატურის სამსახურის გნგრევაში დაადანაშაულა.

10342692_620890667988274_1597667267_n,,გავეცანი ამ “ჭკვიანურ” იდეას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დღეს განათლების სისტემას პატრონი არ ჰყავს. ჯერ მარგველაშვილი და ახლა უკვე მინისტრი სანიკიძე მიზანმიმართულად ანგრევენ მანდატურის სამსახურს. ეს არის ფსიქიატრიის ბოლო მწვერვალი, ზოგადად უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე. ამის სკოლებში დანერგვა კი არ ვიცი, რა მიზანს ისახავს. 11 წელი ამერიკულ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და საარჩევნო კამპანიის დროს ცნობილ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან მქონდა შეხება. მათგან ვიცი, რომ ჰიპნოზი არის ძალიან ფაქიზი თემა, ყველა ფსიქოლოგს ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ამან შეიძლება ძალიან მავნედ იმოქმედოს ადამიანზე, მით უმეტეს ამ შემთხვევაში საუბარია სკოლის მოსწავლეებზე. უცხოეთში, სკოლებში არსებობს ფსიქოლოგთა ინსტიტუტი, რომელიც მკაცრად რეგულირდება კანონით. როგორც ეკლესია იცავს აღსარების საიდუმლოს, ისე ფსიქოლოგები იცავენ საიდუმლოს საკანონმდებლო ბაზით. მე არ მაქვს იმედი, რომ ზევსების ყურამდე რაიმე მივა, მაგრამ მაღალი რგოლები უნდა ჩაერთონ ამ საკითხში, რადგან საუბარია ბავშვებზე. ის, რასაც აპირებენ, არის ყოვლად დაუშვებელი. იმედი მაქვს, რომ მათ არ ესმით, რაზეა საუბარი. თუ ისინი სერიოზულად განიხილავენ, რომ ჰიპნოზით უმკურნალონ ბავშვებს სკოლებში, ეს კატასტროფაა,ვინ იქნება პასუხისმგებელი? პატარა ქვეყანაა საქართველო, მთელ თბილისს ეცოდინება მეორე დღესვე რაზე ისაუბრა ბავშვმა ფსიქოლოგთან, ასეთი გაჟონვა რომ მოხდეს. ეს ჩანაწერები არის აბსოლუტურად მიუღებელი. როგორ უნდა დაიცვას სკოლამ ეს მასალები, როცა ხშირ შემთხვევაში ძალოვანი უწყებებიდან ჟონავს სხვადასხვა სახის ჩანაწერები“, – აცხადებს შაშკინი.

201401281849231795202_717845838240028_860557553_oგავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი ლევან ზარდალიშვილი, მან აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავს თემაზე საუბარი არც კი ყოფილა.

,,მინდა ვუპასუხო იმ ბრალდებებს, რომლებიც მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრისა და პირადად ჩემს მიმართ გაისმა უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში. ყველაზე საშიში გახლავთ ნაწილობრივი სიმართლე და ამ შემთხვევაშიც ჩვენმა ოპონენტებმა (იმედი მაქვს, რომ შემთხვევით) ამ ხერხს მიმართეს. უპირვლეს ყოვლისა მოგახსენებთ მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში დამონტაჟებული კამერების შესახებ -დიახ, ფსიქოლოგიურ ცენტრში დამონტაჟდა კამერები, ეს სიმართლეა, მაგრამ დანარჩენი, რაც დაიწერა – მხოლოდ სპეკულაციაა, რომელიც ფაქტობრივად დეზინფორმაციას დაეყრდნო.მე არ ვიცი ვინ არის დეზინფორმაციის წყარო, ეს შეიძლება იყოს რომელიმე ჟურნალისტის მიერ არასწორად გაგებული ინფორმაცია, ან რომელიმე სხვა წყარო, ამ ეტაპზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად, ერთ-ერთ კომენტარში წავიკითხე თითქოს მითქვამს, რომ თერაპიის ჩაწერა მარტო საჭირო კი არა – აუცილებელია! ამ დროს  კი, მე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არსებობს თერაპია, რომლის  ჩაწერაც არა, თუ საჭიროა, არამედ აუცილებელია – ეს გახლავთ ჰიპნოთერაპია! ეს ასეც არის, არც-ერთი პროფესიონალი ჰიპნოლოგი არ დათანხმდება ჰიპნოთერაპიაზე, თუ პაციენტი უარს ამბობს სესიის ვიდეო ჩანაწერზე. ასე რომ, ერთი ფრაზის ამოღებით მთელი ნათქვამის აზრი შეიცვალა – ზუსტად ეს არის დეზინფორმაცია!მიმაჩნია, რომ ბევრად უკეთესი და მართებული იქნებოდა მოგემართათ ჩვენთვის და გეკითხათ ამ კამერების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ შედიოდა (ყველას არ ვგულისხმობ) ზოგიერთი ოპონენტის ინტერესებში.

რაც შეეხება ვიდეო კამერების მოხმარებას, ვიდეო კამერა ჩაირთვება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვემოთ  ჩამოთვლილი სამი პუნქტიდან, სამივე შესრულდება:

1. ბავშვი (მოზარდი/მოზრდილი) თანახმაა, რომ სესია ჩაიწეროს.

2. მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი თანახმაა, რომ სესია ჩაიწეროს.

3. წამყვან ფსიქოლოგს აქვს სესიის ჩაწერის სურვილი.

– ვიდეო კამერები არ იმართება ცენტრალიზებულად. კამერას რთავს და თიშავს ფსიქოლოგი.

– ჩანაწერი არ ხვდება ქსელში, არამედ პირდაპირ იწერება ცალკე მდგომ კომპიუტერში, რომლის პაროლიც, მხოლოდ ორ ადამიანს აქვს. სესიის წამყვანმა ფსიქოლოგმაც რომ მოისურვოს ჩანაწერის ნახვა, წერილობით უნდა მოითხოვოს ჩანაწერის მიღება პაროლით დაცულ დისკზე. ამ დისკის გატანა სამსახურის ფარგლებს გარეთ აკრძალულია.

– ვინაიდან ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური სამსახური სახელმწიფო დაწესებულებაა, კონფიდენციალურობის დაცვა გარდა ფსიქოლოგის ეთიკური კოდექსისა, ამ სამსახურის ნებისმიერ თანამშრომელს ევალება და რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

ახლა მოკლედ დანარჩენ ნაწილსაც შევეხები. მათთვის ვინც არ იცის: თერაპიული პროცესის ჩაწერა რამდენიმე მიზანს ემსახურება და მას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. უპირვლეს ყოვლისა ჩანაწერი კეთდება პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წამყვანი ფსიქოლოგი თვლის, რომ ასეთი ჩანაწერი მას თერაპიის პროცესში დაეხმარება. ამავე დროს, როგორც ავღნიშნე ჩაწერაზე უნდა დათანხმდეს ბავშვი და შემდეგ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

– ექიმისგან განსხვავებით, ფსიქოთერაპევტს არ გააჩნია იმის საშუალება, რომ თერაპიის შედეგი სხვადასხვა სახის გამოკვლევებით შეამოწმოს. ვიდეო ჩანაწერი იძლევა იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში კორეგირება გაუკეთოს თერაპიულ სტრატეგიას.

– ფსიქოთერაპევტი ადამიანია და ამიტომ მისი დამოკიდებულებაც და აღქმაც სუბიექტურია. ხშირად ობიექტური სურათის დანახვის ერთადერთი საშუალება ჩანაწერის განმეორებითი ნახვაა.

– თერაპიის პროცესში თერაპევტი შეიძლება დადგეს ისეთი პრობლემის წინაშე, რომლის გადაჭრასაც მეორე თერაპევტის (სუპერვიზორის) ჩართვა სჭირდება, რომელსაც ობიექტური ინფორმაციის მიღება, მხოლოდ ჩანაწერით შეუძლია.

რაც შეეხება სუპერვიზიასა და ინტერვიზიას: სუპერვიზია არის პროცესი, რომლის დროსაც ფსიქოლოგს ეხმარება (უმეტეს წილად) უფრო გამოცდილი კოლეგა. სუპერვიზია ტარდება თერაპიის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რაც მდგომარეობს, როგორც სწორი მიდგომისა თუ სტრატეგის არჩევაში, ასევე იმ შეცდომების დანახვაში და გამოსწორებაში, რომელსაც თერაპევტი უშვებს.აქედან გამომდინარე ხარისხიანი სუპერვიზია, ყოველთვის გულისხმობს სესიის მიმდინარეობის ნახვას. სუპერვიზორის სესიაზე დასწრება შეუძლებელია (უჩინმაჩინის ქუდიც რომ ჰქონდეს, რამდენიმე თერაპევტის ყველა სესიას ვერავინ ვერ დაესწრება), ამიტომ აქაც ერთ-ერთი (ზოგჯერ კი ერთადერთი) გამოსავალი ჩანაწერია.

საგულისხმოა ისიც, რომ შემოთავაზებული ცალმხრივად გამჭვირვალე შუშა/სარკე, რომელიც ერთ-ერთმა ოპონენტმა გვირჩია, როგორც თანამედროვე მეთოდი, ამ პრობლემას უმეტეს წილად ვერ წყვეტს.ჯერ ეს ერთი იმაში ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს უფრო თანამედროვე მეთოდია, რადგან ცალმხრივად გამჭვირვალე სარკეები მეორე მსოფლიო ომის დროსაც არსებობდა, ვიდეო აპარატურა, კი ბევრად უფრო ახალია. მეორეც ცალმხრივად გამჭვირვალე შუშის ან სარკის გამოყენებისას, პროფესიული ეთიკა (კონფიდენციალობის დაცვის პრინციპიც) მოითხოვს, რომ თქვენს პაციენტს შეატყობინოთ შუშის მიღმა მოკალათებული დამკვირვებლის შესახებ, რაც პაციენტისთვის ბევრად უფრო მიუღებელია, ვიდრე ვიდეო კამერა.თუ ვინმემ იცით, როგორ უნდა გაკეთდეს ხარისხიანი (ან როგორც ხშირად ეძახიან ღრმა) სუპერვიზია ობიექტური მონაცემების გარეშე, ძალიან მადლიერი დაგრჩებით თუ ჩვენც გვასწავლით.ინტერვიზია საბოლოო ჯამში კოლეგებს შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლაა, რომელიმე კოლეგის ან ერთმანეთის დახმარების მიზნით.ინტერვიზია, სუპერვიზიას ვერ ცვლის, მაგრამ თუ ინტერვიზიის მიზანი, რომელიმე კონკრეტული შემთხვევა იქნება, ჩანაწერის გარეშე აქაც ძნელია დამაკმაყოფილებელ შედეგამდე მისვლა.გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელით ჩანაწერს ყველა თერაპევტი აკეთებს სესიის შემდეგ (სესიის დროს ჩაწერა არ არის სწორი, რადგან ეს არღვევს სესიის მიმდინარეობას). ძალიან მიკვირს, რომ ეს არავის არ აწუხებს. ასეთი ჩანაწერი თერაპევტის ბლოკნოტში, შეიძლება ბევრად უფრო საშიში იყოს პაციენტისთვის, რადგან გარდა სესიის მიმდინარეობის (ხშირად, სუბიექტური) აღწერილობისა ასეთ ჩანაწერში ხშირად თერაპევტის მოსაზრებები და (ან) დიაგნოზიც არის ხოლმე. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ჩანაწერები უმეტეს წილად ძალიან დაუცველია, თუმცა, როგორც ავღნიშნე, ეს რატომღაც არავის აინტერესებს.უარყოფითი მხარეები შემდეგია: ჩანაწერებს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოეპყრო, რომ არ დაირღვეს კონფიდენციალობა.ეს რეგულირდება კანონმდებლობით და იმ სპეციალური ღონისძიებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ჩანაწერის კონფიდენციალობას.მიუხედავად თანხმობისა, იმის ცოდნა, რომ სესია იწერება, იწვევს პაციენტის დაძაბულობას. როგორც წესი ეს დაძაბულობა თერაპიის სწორად წაყვანის შემთხვევაში ქრება ერთიდან სამ სესიამდე.იმასაც დავამატებდი, რომ ყველას, ვისაც აინტერესებს ჩვენი მუშაობა, ვისაც გული შესტკივა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე, შეუძლია მოვიდეს და თავისი მოსაზრებები გაგვიზიაროს. ყოველთვის ვხვდებით და ვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ამა თუ იმ მოსაზრებით ან პროექტით მოდიან.

ბოლოს მინდა მივმართო იმ კოლეგებს, რომლებიც მე პირადად მიცნობენ: გვყავს საერთო მეგობრები და ასეც რომ არ იყოს, ჩემი ტელეფონის ნომრის გაგება ძალიან ადვილია. მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო მართებული და კოლეგიალური იქნებოდა ჩემთვის ტელეფონით დაგერეკათ და გეკითხათ ეს კამერები რას ნიშნავს და თუ პასუხი არ დაგაკმაყოფილებდათ შემდეგ მიგემართათ სოციალური ქსელებისთვის,“ – განმარტავს ლევან ზარდალიშვილი.

13.05.14

ლანა წურწუმია

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, დაკისრებული ყველა ვალდებულება”

“მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, დაკისრებული ყველა ვალდებულება”

11 years ago
სწავლა 13 მაისიდან შერეული ფორმატით წარიმართება – თსუ 

სწავლა 13 მაისიდან შერეული ფორმატით წარიმართება – თსუ 

4 years ago
,,მე კი მიჭირს, მაგრამ სახე არ დამიკარგავს“

,,მე კი მიჭირს, მაგრამ სახე არ დამიკარგავს“

11 years ago

შსს-ს მომსახურების სააგენტო დუბლინში მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომიტეტის კონგრესზე მიიწვიეს

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by