• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

prokuraturaსაქართველოს პროკურატურამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია.
პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით გამოიკითხა 100-ზე მეტი პირი, რომელთა შორის იყვნენ არამხოლოდ შესაძლო ზეწოლის ე.წ. მსხვერპლები, არამედ ყველა ის პირი, რომელსაც მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით გააჩნდა რაიმე სახის ინფორმაცია.

პროკურატურის ინფორმაციით, ამასთანავე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა უშუალოდ მოახდინეს იმ ფაქტების გადამოწმება, სადაც შესაძლო მუქარასა და ზეწოლაში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ამხელდნენ.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გავასაჯაროოთ შედეგები – 80 შემთხვევიდან 76 შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი (ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, გადატვირთულობა და ა.შ.) მოტივი დაასახელეს. აქვე გაცნობებთ, რომ პირის გამოკითხვა არის ნებაყოფლობითი ხასიათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მომხდარი ფაქტების ირგვლივ განმარტების მიღებას.

მათ შორის, პროკურატურამ გამოიკვლია უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე გაჟღერებული საკითხი შალვა გოლოშვილის მიმართ ზეწოლის შემთხვევის ფაქტზე, რომლის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა თამაზ მაყაშვილმა განუცხადა. გამოკითხვისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით ზეწოლის ფაქტი უარყო როგორც შალვა გოლოშვილმა, ისე თამაზ მაყაშვილმა, რომლის გამოკითხვასაც ესწრებოდა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი. თამაზ მაყაშვილმა ასევე განმარტა, რომ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელთან მხოლოდ ვარაუდი გამოთქვა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, 4 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით, რაც გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ანუ მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება მუქარისშემცველი ზარების ავტორების და იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

“პროკურატურა ასევე დაინტერესდა სოფელ უდეში მომხდარი სავარაუდო ზეწოლის ფაქტებითაც. გამოიკითხნენ როგორც საარჩევნო კანდიდატები, რომლებმაც გავრცელებული ინფორმაცია ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ არ დაადასტურეს, რაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

პროკურატურის მიერ სხვა საკითხთა შორის შესწავლილი იქნა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატის – კახა კილაძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ. გამოკითხვისას კახა კილაძემ განმარტა, რომ კანდიდატურა თავიდავე ფორმალურად დააყენა მისი მეგობრის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის – მიხეილ გოგოტიშვილის თხოვნით, რომელმაც მას აუხსნა, რომ რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ნებისმიერ დროს შეეძლო კანდიდატურის მოხსნა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურა აგრძელებს მსგავსი ფაქტების გამოკვლევას და აცხადებს, მზაობას შესწავლილი იქნას ნებისმიერი ფაქტი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს რაიმე სახის სამართალდარღვევას, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით აცნობებს.

პროკურატურა ასაჯაროებს ზემოაღნიშნული ფაქტების ამსახველი გამოკითხვის ოქმების ნაწილს, რომელიც უწყების განცხადებით, გამოსაკითხი პირების მიერ ნებაყოფლობით მიცემულ განმარტებებს ასახავს.

12.06.14

ShareTweet

ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025

საინტერესო

122 960 752 ლარი 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე დაუბრუნდა

122 960 752 ლარი 447 215 მოქალაქეს დაუბეგრავი მინიმუმის სახით უკვე დაუბრუნდა

11 years ago
ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს – რას ამბობს გამოძიება

ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს – რას ამბობს გამოძიება

4 years ago
ბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2″-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ, მაგრამ – ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები”

ბიძინა ივანიშვილი: “რუსთავი 2″-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ, მაგრამ – ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები”

12 years ago
შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

10 years ago

ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
ახალი ამბები

რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა

09/15/2026

კლინიკა, სადაც გაუჩინარებული გურამ დადიანიძის მამიდა მუშაობდა, ნინო დადიანიძემ დატოვა. ინფორმაციას გადაცემაში „შენი ამბავი“ კლინიკის დირექტორი ადასტურებს და განმარტავს, რომ...

მეტის ნახვაDetails
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

„სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან

09/15/2026
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება

09/14/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა 09/15/2026
  • “კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა 09/15/2026
  • „სიცოცხლით სავსე, შენი სიფერადე და ხალისი როგორ უნდა ჩაქრეს ნათი…“ – ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან 09/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by