თბილისის ბიუჯეტი 83 მლნ ლარით გაიზრდება. ცვლილება ბიუჯეტში 26 აპრილს გამართულ თბილისის საკრებულოს სხდომაზე შევა.
როგორც საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტის ზრდა შეეხება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალურ პროექტებს.
24.04.13