წელს პირველად, ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობის შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს.
როგორც “თბილისი თაიმსს” ცესკოდან აცნობეს, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებზე მოსული ამომრჩეველის 50,2% იყო ქალი. სულ ხმა მისცა 745,614-მა ქალმა ამომრჩეველმა.
ქალი ამომრჩევლების მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა თბილისი, – 55,94%. დედაქალაქის ათივე ოლქში ქალი ამომრჩევლების აქტივობის მეტნაკლებად ერთნაირი მაღალი მაჩვენებელი იყო და მერყეობდა 53-57%-ს შორის.
რაც შეეხება სხვა ოლქებს, ქალები ყველაზე აქტიურები იყვნენ ახალქალაქში (56,29%), ქუთაისში (53,97%), რუსთავში (53,94%) და სიღნაღში (52,69%).
ცესკომ ამომრჩეველთა აქტივობის გენდერული სტატისტიკა წელს პირველად გამოაქვეყნა. მონაცემები ხელმისაწვდომია რეგიონების და ოლქების მიხედვით.
18.06.14






