23-24 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება სემინარი გერმანიის “détente” პოლიტიკის გამოცდილების საკითხზე – “სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო პოლიტიკის მომავალი : გერმანიის Ostpolitik-ის გაკვეთილები”.
როგორც “თბილისი თაიმსს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურიდანვაცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით. სემინარის ფარგლებში იგეგმება მაია ფანჯიკიძის სიტყვით გამოსვლა.
სემინარში მონაწილეობას მიიღებს გერმანიის ყოფილი ფედერალური მინისტრი ეგონ ბარი.
სემინარის ორგანიზატორია შვეიცარიის მთავრობა, რომელიც მიმდინარე წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა.
23.06.14