ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქართული ღვინო „ქინძმარაულის“ ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს. როგორც ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „იბერიას“ თანამშრომლები, მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ახორციელებდნენ ფალისიფიცირებული ღვინის, ძვირადღირებული „ქინძმარაულის“ დამზადებას და შემდგომში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე მის რეალიზებას. „გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს და ხელოვნური ჩარევის შედეგად შეცვლილი ჰქონდა ბუნებრივი თვისობრიობა. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში. 24.06.14