• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისს უმასპინძლა. შეხვედრა სანაპირო დაცვის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების სუფსის ცენტრში გაიმართა.

მინისტრებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. ალექსანდრე ჭიკაიძემ და რაიმონდ ვეიონისმა ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საქართველოს შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა ლატვიელ სტუმარს სტრატეგიული პარტნიორობისათვის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და სანაპირო დაცვის დეპრატამენტის დირექტორი მეორე რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განვითარების ძირითად მიმართულებებს ეხებოდა. ლატვიის თავდაცვის უწყებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძვლების ჩაყრით, გამოიკვეთა ლატვიაში მყვინთავების მომზადების, ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის სფეროში გამოცდილების გაზიარების და ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანი სხვა მიმართულებების განვითარების პერსპექტივები.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციებმა მოინახულეს ქალაქ ფოთში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაც. დაათვალიერეს გემთშემკეთებელი სახელოსნო და ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარე მცურავი საშუალებების ზღვიდან ამოღებისთვის განკუთვნილი ესტაკადის მშენებლობა.

მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებში მიმდინარე რეფორმებზე, ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებზე, მიღწეულ წარმატებებზე და სირთულეებზე. მიმოიხილეს ურთიერთსასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები.

27.06.14
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, 17 მაისს სახალხო მსვლელობა გაიმართება

8 years ago
სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ, მცირეწლოვანს ეკუთვნის

სტიქიის ზონაში ნაპოვნი ცხედარი, სავარაუდოდ, მცირეწლოვანს ეკუთვნის

3 years ago

“ეს არის მართლაცდა რევოლუციური პროექტი”

11 years ago
გარემოს ეროვნული სააგენტო – დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება

მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

9 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by