ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი “ფეისბუქზე” ეხმაურება.
“ვულოცავ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. სამივე მათგანი რუსეთის მხრიდან უდიდესი ზეწოლის ქვეშ იყო, რათა შეეცვალათ საგარეო პოლიტიკის კურსი. სამივე მათგანმა აღსანიშნავი გამბედაობა და სიმტკიცე აჩვენა საკუთარი არჩევანის გაკეთებაში”, – დაწერა ჯეიმს აპატურაიმ.
27.06.14