“ბოლო რამდენიმე წელია სოციალური ქსელები გახდა ახალაზრდებისთვის ის სივრცე, რომელშიც არსწორი მიმართულებით არიან ჩართული და ფლანგავენ ცხოვრების მნიშვნელოვან საათებს, რის კვალდაკვალაც წიგნის კითხვის მოთხოვნილება თანდათან მცირდება. ამ დასკვნას ბევრი გამოკითხვაც გვიდასტურებს,” – ამის შესახებ აცხადებენ კლუბ “წიგნის მეგობრების” წამომადგენლები.
“წიგნები კი ინფორმაციის მიღების ის უმთავრესი საშუალებაა, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია თვალსაწიერის გაფართოება, ფართო და თავისუფალი აზროვნების უნარის განვითარება. რამოდენიმე დღეა ამ პრობლემის შემცირების მიზნით, საინტერესო ინიციატივა გააჟღერა ინტელექტუალურმა კლუბმა „წიგნის მეგობრები“. „ზაფხული და წიგნი“ ასე ქვია Facebook თამაშს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად წარიმართება და ჩართვა ყველა ასაკის Facebook მომხმარებელს შეეძლება,” – აცხადებენ კლუბის წევრები.
მათივე ცნობით, თამაშს იწყებს მომხმარებელი და პატარა ვიდეო რგოლის საშუალებით აცნობს მეგობრებს ინფორმაციას, თუ რა წიგნს კითხულობს ამჟამად. ვიდეოს გაზიარებასთან ერთად აუცილებელია მონიშნოს 2 მეგობარი, რომელიც იქნება შემდეგი მონაწილე და გაგვაცნობს წიგნზე ინფომაციას და შესაბამისად მომდევნო მომხმარებელი ნიშნავს დამატებით 2 მეგობარს და გრძელდება ასე თამაშის დასრულებამდე.
„ზაფხული და წიგნი“ წარიმართება პირამიდის პრინციპით და შეიქმნება ქსელები, რომლებიც დაახლოებს ფეისბუქ სივრცეში მყოფ მომხმარებლებს და გააერთიანებს მათ წიგნის ირგვლივ.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია „წიგნის მეგობრებისა“ და „დავითიანნის“ Facebook გვერდზე. ვიდეოების გაგზავნა კი 5 ივლისიდან დაიწყო და უკვე ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწეც შეუერთდა ამ ინიციატივას.
„წიგნის მეგობრების“ ცნობით, საკონკურსო ვიდეოების გვერდზე განთავსება 11 ივლისიდან დაიწყება, თამაში კი 2014 წლის 1 სექტემბერს შეწყდება.
05.07.14






