აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და წერილობით მიუსამძიმრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვაჟს, პაატა შევარდნაძეს.
როგორც ილჰამ ალიევის წერილშია ნათქვამი, ედუარდ შევარდნაძე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო,
რომელსაც დამსახურებული პატივისცემა და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მთელს მსოფლიოში.
“შოკირებული ვარ მამათქვენის, ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო, რომელიც აზერბაიჯანელი ხალხის დიდი მეგობარი იყო. ედუარდ შევარდნაძე გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო, რომელსაც დამსახურებული პატივისცემა და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მთელს მსოფლიოში, შესანიშნავი ადამიანი, რომელმაც მთელი ძალები მოძმე საქართველოს თავდაუზოგავ სამსახურს მიუძღვნა. ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს გაქრება ჩვენი ხალხების ორი უდიდესი შვილის – ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის დიდი მეგობრობა. თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ამ მძიმე დღეს მიიღეთ ჩემი და ჩემი ოჯახის ღრმა მწუხარება და თანაგრძნობა. გულწრფელად ვიზიარებთ თქვენს მწუხარებასა და ტკივილს”, – ნათქვამია ილჰამ ალიევის განცხადებაში.
08.07.14