• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მე მჯერა, რომ ცენტრის მიერ შერჩეული თითოეული ახალგაზრდა, თითოეული თქვენგანი გვასახელებს უცხოეთის წამყვან უნივერესიტეტებში”

12 years ago
in საზოგადოება
A A
“მე მჯერა, რომ ცენტრის მიერ შერჩეული თითოეული ახალგაზრდა, თითოეული თქვენგანი გვასახელებს უცხოეთის წამყვან უნივერესიტეტებში”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

get_imgჩვენ თქვენს სწავლაში ვდებთ ინვესტიციას  და ეს ინვესტიცია მოხმარდება ჩვენს ქვეყანას და მთელი საზოგადოების კეთილდღეობას, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს.

“მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაგეხმაროთ თქვენ, განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც ამ სამართლიან კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეთ. მოგცემთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ მიიღოთ განათლება, გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა იმ პირობით, რომ დაბრუნდებით საქართველოში და მას მოახმართ თქვენ ქვეყანას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ის რისკენაც ჩვენ მივდივართ. ჩვენ ყველანი ვეკუთვნით ჩვენს ქვეყანს და ვალდებულები ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას.

სამწუხაროდ, ყველა ადამიანს არ ეძლევა იმის საშუალება, რომ ემსახუროს საკუთარ სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ჩვენს ხელში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს პირადი მაგალითი მოუყვა.

“მინდა მოკლე ისტორია მოგიყვეთ ჩემს შესახებ, მე ვიყავი სტუდენტი, მივიღე მონაწილეობა ერთ პროექტში, მინდოდა წასვლა ამერიკაში, მივიღე ნაწილობრივი დაფინანსება, ამის გადახდა არ შემეძლო და ვერ წავედი ამერიკაში. მაგრამ არ გავჩერდი, შემდეგ ვცადე, მოვხვდი საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში იქ უფასოდ გავაგრძელე სწავლა. ჩამოვედი და ჩემს ქვეყანაში გავაგრძელე საქმიანობა.

მთავარი პირობა სახელმწიფო მხრიდან და მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სახელმწიფო თქვენთან გააფრომებს ხელშეკრულებას და თქვენ აიღებთ ვალდებულებას, რომ თქვენს მიერ მიღებულ ცოდნას მოახმართ სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენის მხრივ ვიღებთ ვალდებლებას, რომ თქვენი ცოდნის და უნარების შესაბამის და შესაფერის სამსახურს დაგახვედრებთ სამშობლოში დაბრუნებისთანავე. მე ვიცი, რომ საუბარია 3-დან 5 წლამდე, ამის შემდეგ თქვენ თუ გენდობემათ გააგრძელოთ მუშაობა საჯარო სექტორში ამის სრული თავისუფლება გექნებათ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა არის ის შანსი, რომ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ საზოგადოების კონსოლიდაცია.

“ხშირად ვიხსენებ ისრაელის მაგალითს, ჩვენ ბევრი მსგავსება გაქვს, ვართ პატარა ერი, მაგრამ ვართ ძალიან ნიჭიერი და ჩვენი რესურსების და პოტენციალის მჯერა. ჩვენი სახელმწიფო ერთ დღეს იქნება ძლიერი და წელში გამართული. თქვენ ხართ პირველი ნაკადი, ვინც შეირჩა, ჩვენ გვჯერა თქვენი მომავალის. მთავარია რწმენა, რწმენისა და მოტივაციის გარეშე არაფერი არ გამოგვივა. თანამედროვე სამყაროში განათლება არის ყველაზე ეფექტური იარაღი. რა გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ჩვენ გვჭირდება განათლება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გვერდით დაგიდგეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი ახალგაზრდები თავისი ცოდნით უნდა უწევდნენ კონკრენციას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ახალგაზრდებს.
“ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი და სათანდო ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდები თქვენ ცოდნას სახელმწიფო გამოიყენებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ პროექტის განხორციელებით დავამთავრეთ ის დრო, როდესაც განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში განათლების მიღებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ. დღევანდელი დღე ამის დადასტურებაა. დღეს ჩვენს ახალგაზრდებს რეალური შესაძლებლობები, რეალური პერსპექტივა გაუჩნდათ და ეს ძალიან სასიხარულოა. თქვენ უკვე გაცილებით სხვა სიბრტყეში გადადიხართ, სრულიად რეალისტური გახდება თქვენი მიზნები და გეგმები.

მე მჯერა, რომ ცენტრის მიერ შერჩეული თითოეული ახალგაზრდა, თითოეული თქვენგანი გვასახელებს უცხოეთის წამყვან უნივერესიტეტებში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ მთელ ცოდნასა და ენერგიას მოახმარს საქვეყნო საქმეს. მინდა იცოდეთ და სულ გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გიშვებთ ძალიან მნიშვნელოვანი მისიით და გელოდებათ სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილებს. ჩვენ თქვენს სწავლაში ვდებთ ინვესტიციას და ეს ინვესტიცია მოხმარდება ჩვენს ქვეყანას, მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. წარმატებებს გისურვებთ ყველას”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული 78 სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ისწავლის.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა

13 years ago

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოშია

8 years ago
“ბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ნიშნავს მეტ ტურიზმს და მეტ ბიზნესკონტაქტებს”

“ბრაზილიასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ნიშნავს მეტ ტურიზმს და მეტ ბიზნესკონტაქტებს”

11 years ago

სახელმწიფო ახალ საწარმოებს დააფინანსებს

11 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by