2014 წლის 15-16 ივლისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი კარლჰაინც კოპფი.
ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კარლჰაინც კოფი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრთან, ფინანსთა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.
ვიზიტის ფაგრლებში დაგეგმილია ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტის შეხვედრები საპარლამენტო უმცირეობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებთან, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან.
15.07.14













