საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 18:00 საათზე საათზე მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით. მთავრობაში საკადრო ცვლილებები 7 – სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის – მინისტრებს შეეხოთ. აქედან, 2 შემთხვევაში გადანაცვლება მოხდა. კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ჩაანაცვლებს. 22.07.14