• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, November 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა რომან შამათავასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

prokuraturaპროკურატურა რომან შამათავასთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2013 წლის 21 ოქტომბერს ე.წ. “ხურჩის ტერაქტის საქმეზე” სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდებით დაკავებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. უწყების განმარტებით, დასახელებულ საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით რომან შამათავას მიერ 2008 წლის 21 მაისს სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტს. “თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის პროცესში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულელების გამოკვლევით დადგინდა: რომ 2008 წლის მაისში რომან შამათავამ მალხაზ მურღულიასთან და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით, სამინისტროს ბალანსზე არსებული შეიარაღების გამოყენებით განიზრახა, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, ტერორისტული აქტის მოწყობა. 2008 წლის 21 მაისს, რომან შამათავამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გზით შეაიარაღა სამმართველოს საიარაღოში არსებული საბრძოლო ამუნიციით და სოფელ ხურჩაში საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მოსახლეობის დაშინების, დაუცველობისა და უმწეობის გრძნობის დამკვიდრების მიზნით, მალხაზ მურღულიას ორი სატრანსპორტო საშუალება ააფეთქებინა, რომლითაც გალში მცხოვრები მოსახლეობა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს სოფელ ხურჩაში გადმოჰყავდათ”, – აცხადებენ პროკურატურაში. მათივე განცხადებით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განაჩენით რომან შამათავა ცნობილი იქნა დამნაშავედ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენაში, რაც კონკრეტულად გამოიხატა მასში, რომ რომან შამათავამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები შეაიარღა საბრძოლო ამუნიციით, განახორციელებინა უმისამართო გასროლები და ააფეთქებინა სატრანსპორტო საშუალებები, რისთვისაც მას სასჯელის სახით დაუნიშნა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. “მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა რომან შამათავას ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით სოფელ ხურჩაში ტერორისტული აქტის განხორციელების ფაქტი, სასამართლომ დასახელებულ ბრალდებაში რომან შამათავა გაამართლა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობ არგუმენტებზე დაყრდნობით. მას შემდგომ რაც ბრალდების მხარე ჩაიბარებს განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, აუცილებლად მოხდება მისი სააპელაციო წესით გასაჩივრება”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 30.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებს
ახალი ამბები

„ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე

11/15/2026
რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე
ახალი ამბები

რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა… – შსს-მ გამოძიება დაიწყო

11/01/2026
ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა
ახალი ამბები

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა

10/29/2026
„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
ახალი ამბები

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში

10/29/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ეს სიცრუეა, ისინი არ იტყოდნენ ამას…“ – რა თქვა ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე 11/15/2026
  • ელჭექი, სეტყვა, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს 11/15/2026
  • თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა 11/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by