ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და კომპეტენცია, რათა საქართველოსა და იორდანიაში სწავლებები გაიმართოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ნატო-ს სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განაცხდა, რომლითაც სამიტის მეორე დღე გაიხსნა.
მისივე თქმით, ნატო-მ უნდა გააფართოვოს თანამშრომლობა და შექმნას უფრო მეტად ეფექტური უსაფრთხო ქსელი, რომელიც განაპირობებს სტაბილურობას მსოფლიოში.
თავის მხრივ, როგორც სხდომის გახსნისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა დღეს გლობალური უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები ისეთი გამოწვევის წინაშე დგას, როგორც არასდროს ცივი ომის დასრულების შემდეგ.
“ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს. არასტაბილურობასა და ძალადობრივ ექსტრემიზმს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ასევე ახალ საფრთხეებს, როგორიც არის კიბერ და სარაკეტო თავდასხმები. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს ერთიანობითა და სიძლიერით. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ნატო რჩება მზად და შეუძლია დაიცვას თავისი მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისგან”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
ნატო-ს გაძლიერებული პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოში ნატო-ს სამხედრო საწვრთნელი ცენტრის გახსნას გულისმობს.
05.09.14